მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-13
გაგამარუ ორ ცენტნერს გაცდა: ტოჩინოშინის სერიოზული განაცხადი
ეს უკვე სერიოზული განაცხადია - სუმოს ელიტის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ დაამარცხა. კოტოოშუ ელიტაში ყველაზე მაღალი რიკიშია (203 სმ), ხოლო რეიტინგით დღეისთვის მხოლოდ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს ჩამორჩება. ტოჩინოშინმა კარიერაში პირველად წააქცია ბულგარელი გოლიათი, თანაც ორთაბრძოლისას მას "გადაწყობამ" მოუწია: ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომელიც ცაცია ქართველს ხელს არ აძლევდა და და შუა ბრძოლისას მან დგომი შეიცვალა, შემდეგ ცაციათი მეტოქეს მარჯვენა დაუჭირა, მავაში ხელთ იგდო და იორიკირით გაიყვანა კოტოოშუ რკალის მიღმა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ბრწყინვალე მიღწევა ქართველი სუმოისტის კარიერაში. ტოჩინოშინმა მაკუუჩის დივიზიონში 90-ედ მოიგო. იაპონელთა კომენტარის მიხედვით, გუშინ ქართველმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ორთაბრძოლა გამართა.
ლევანს 2-1 ბალანსი აქვს. დღეს ნაცუ ბაშოს მეოთხე დღეა და ტოჩინოშინი კიდევ ერთ ოძეკის (ზედიზედ მეოთხეს) შეახვედრეს - კოტომიცუკის, რომელსაც ცუდი სტარტი გამოუვიდა ზაფხულის ბაშოზე და 1-2 ბალანსი აქვს. აქამდე ლევანი სამჯერ შეხვდა "მიკი მაუსს", შარშანწინ და შარშან დამარცხდა, წლეულს კი აჯობა.
ტოჩინოშინს მხარი ვეღარ აუბა ლევან ცაგურიამ (კოკაი), დასავლეთის მე-6 მაეგაშირამ მონღოლ ტოკიტენკუსთან იორიკირით წააგო. "შავი ზღვის" ბალანსი უარყოფითი გახდა - 1-2. დღეს კოკაი კიდევ ერთ მონღოლს, მე-7 მაეგაშირა ტამავაშის შეხვდება, რომელსაც კატასტროფული სტარტი აქვს ტოკიოში (0-3). ურთიერთშეხვედრებში ჯერჯერობით 1-1-ია.
ძურიოს პირველი ნომერი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) გვახარებს დამაჯერებელი ასპარეზობით, სამი დღის შემდეგ ჯერ წაუგებელია. მოკლედ, მაკუუჩის დივიზიონის საგზურამდე თეიმურაზს ხუთი მოგებაღა აშორებს, მის აღზევებას უკვე ვეღარაფერი შეუშლის ხელს. გუშინ გაგამარუ ისე მიაწვა აღმოსავლეთის პირველ ძურიო საგაცუკასას, რომ ეს უკანასკნელი ზურგზე დაეცა (ოშიტაოში). ჩვენებურის დღევანდელი მეტოქე მე-2 ნომერი ჩიოჰაკუჰოა (1-2). 27 წლის იაპონელს 23 წლის ქართველი აქამდე სამჯერ შეხვედრია და სამივეჯერ უჯობნია. იმედია, ეს ტრადიცია არც დღეს დაირღვევა.
ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ. იოკოძუნამ "კეთილშობილ მთა" მიაბიამას აჯობა ღონით. ბარუტოს კი ყველაზე მეტად გაუჭირდა, კომუსუბი კოტოშოგიკუ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, თუმცა ესტონელმა შეტევა მაინც მოიგერია, მერე კი კონტრშეტევაზე გადავიდა და მე-3 მოგება ჩაიწერა აქტივში. მაკუუჩის დივიზიონში სულ შვიდი რიკიში დარჩა დაუმარცხებელი: ჰაკუჰო, ბარუტო, კისენოსატო, კაიო, ასასეკირიუ, არანი და შიმოტორი.
წერილის ბოლოს თითო სახალისო ისტორიას გთავაზობთ ხოლმე და არც ახლა დავარღვევთ ტრადიციას - თურმე ზაფხულის ბაშოსთვის გაგამარუ ერთობ დამძიმებულა, ქართველი სუმოისტი უკვე 202 კილოგრამს იწონის! არადა, წინა აწონვაზე ქართველი 189 კილოგრამი იყო. აი, როგორ დაახასიათა "სუმოთოლქზე" გაგამარუ მესვეტე მაიკ ვეზემანმა: "გაგამარუს დასახასიათებლად ეს სიტყვები გამოდგება - უშველებელი ცხიმის ღიპუცა, რომელსაც ბრძოლისას არანაირი საგანგებო ტაქტიკა არ სჭირდება - ის დგას და მეტოქეს აძლევს საშუალებას მიაწვეს ან ხელი ჰკრას , მაგრამ ამას, როგორც წესი, შედეგი არ მოჰყვება ხოლმე (ვაკაკოიუმ ძვრაც ვერ უყო). ამის შემდეგ გაგამარუ უტევს სწორხაზოვნად, მაგრამ ძალიან ძლიერად და არასოდეს კარგავს მოწინააღმდეგეს თვალთახედვიდან. ელოდეთ მას მაკუუჩიში ნაგოიას ბაშოზე".
მაკუუჩი
III დღე: ჰაკუჰო-მიაბიამა (იორიკირი), კოტომიცუკი-ტოიონოშიმა (იორიკირი), კაიო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ბარუტო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ჰომაშო (ოშიტაოში), ტოჩინოშინი-კოტოოშუ (იორიკირი), კისენოსატო-კიტატაიკი (იორიკირი), ამინიშიკი-კაკურიუ (ოშიტაოში), ასასეკირიუ-ვაკანოსატო (ჩონგაკე), ჰაკუბა-ტამავაში (იორიკირი), ტოკიტენკუ-კოკაი (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-კიოკუტენჰო (ოშიდაში), კაკიძოე-ტოსაიუტაკა (ცურიდაში), გოეიდო-ოკინოუმი (იორიკირი), არანი-მოკონამი (ოშიდაში), ტოკუსეგავა-კიმურაიამა (ცუკიოტოში), ტაკამისაკარი-ტაკეკაძე (ოშიდაში), იოშიკაძე-ტოჩინონადა (იორიკირი), ჰოკუტორიკი-კორიუ (ოშიტაოში), ვაკაკოიუ-ტამანოშიმა (ჰიკიოტოში), შიმოტორი-შოტენრო (იორიკირი).
ძურიო
მნიშვნელოვანი ბრძოლები: გაგამარუ-საგაცუკასა (ოშიტაოში), კოტოკასუგა-ჩიოჰაკუჰო (იორიკირი), ტამაასუკა-კასუგაო (იორიკირი).







ავტორი:  ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი