ლელო
2010-05-13
კახეთმა ჭაბუკებში იყოჩაღა
ჭაბუკ ძიუდოისტთა უფროსი ასაკის ფალავნები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ივნისის ბოლოს ჩეხურ ტეპლიცეში გაიმართება, უმცროსი ასაკის, ანუ 1996-97 წლებში დაბადებულებმა კი ამ უქმეებზე დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავეს. ბავშვთა ტურნირები მუდამ დიდი აჟიოტაჟით მიმდინარეობს და გამონაკლისი არც ეს შეჯიბრება ყოფილა - მასში 241 მოზარდი მონაწილეობდა.
შეიძლება ითქვას, რომ ტურნირმა კახელთა სრული უპირატესობით და ტრიუმფით ჩაიარა - ოქროს რვა მედლიდან ხუთი მოიპოვეს და დამსახურებულად მოიგეს გუნდური პირველობა. მათი წარმომადგენლები სხვა გუნდის შემადგენლობაშიც გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. კახელებმა პირველ სამ წონით კატეგორიაში ვერ იყოჩაღეს, თორემ მომდევნო ხუთში პირველობა არ დაუთმიათ.
ეს ასაკი ერთგვარად გარდამავალია ჭაბუკთა ნაკრებისკენ. შეიძლება ითქვას, მისი რეზერვია და დიდ ყურადღებასაც იქცევს. სასიამოვნოა, რომ მოზარდებმა იმედები გაამართლეს და სანახაობრივად საინტერესო ორთაბრძოლები შემოგვთავაზეს.
მაისის ბოლოს ამ დარბაზშივე საქართველოს ჩემპიონატი უკვე ახალგაზრდებს შორის გაიმართება, რაც უდავოდ საინტერესო ტურნირია. ამ ასაკის ფალავნებს ჭაბუკებზე ბევრად დატვირთული საერთაშორისო კალენდარი აქვთ - თუ უმცროსებს წლეულს მხოლოდ ევროპის პირველობა ელით (მსოფლიოს ჩემპიონატი აქ ყოველ მეორე წელიწადს იმართება და გაისად უწევთ), ახალგაზრდებმა წლეულს ევროპის პირველობაზეც უნდა იჭიდაონ (17-19 სექტემბერს სოფიაში) და მსოფლიოზეც (21-24 ოქტომბერს მაროკოში), რასაც 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატიც დაემატება. (19-21 ნოემბერს სარაევოში). ამ ასაკში კი, ტრადიციულად, ახალგაზრდული ნაკრების დიდი ნაწილი ხვდება. საქართველოს ჩემპიონატი ამ ტურნირებისთვის შესარჩევი ერთ-ერთი მთავარი ეტაპია, თუმცა ყურადღებას მიაქცევდით, ეს სოლიდური შეჯიბრებები ლამის ერთმანეთის მიყოლებით, სულ რაღაც თითოთვიანი ინტერვალებით რომ ტარდება. ასეთი ცაიტნოტის გამო ახალგაზრდული ნაკრების თავკაცებს მუდამ ორ-ორი შემადგენლობის განსაზღვრა უწევთ. სოსო ლიპარტელიანიც ასეთი ამოცანის წინაშე დგას.
ბარემ აქვე იმასაც გეტყვით, რომ შესაძლოა ჩვენი ვაჟთა ეროვნული ნაკრები 22-23 მაისს რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზე" გამოვიდეს. ეს შეჯიბრება ჩვენებურთა კალენდარში თავიდანვე შედიოდა, თუმცა მოგვიანებით ფინანსური პრობლემების გამო იქ წასვლაზე უარი ითქვა. როგორც გუშინ ფედერაციაში გვითხრეს, ნაკრების თავკაც ამირან ტოტიკაშვილს ტუნისშივე გამოუთქვამს რიოში წასვლის სურვილი და ფედერაციისთვის საბუთების გამზადება უთხოვია. ნაკრები დღეს დაბრუნდება თბილისში და ეს საკითხიც საბოლოოდ გაირკვევა. რიოს ტურნირამდე ქაიროში მსოფლიოს თასიც იმართება - 15-16 მაისს, რომელიც ასევე სალიცენზიოა, თუმცა იქ ჩვენები არ მიდიან.
კვარცხლბეკი.
38კგ: 1. გიორგი ხმელიძე, 2. ჯაბა ქურდიანი (ორივე - იმერეთი), 3. ირაკლი კუპატაძე, ნიკოლოზ ჭიკაიძე (ორივე - კახეთი).
42კგ: 1. გიორგი ნინიაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), 2. ბექა უდესიანი, 3. ზურაბ ონიანი (თბილისი), ზვიად ხუბულური (შიდა ქართლი).
46კგ: 1. ბექა ნათათრალიშვილი (თბილისი), 2. კობა მჭედლიშვილი (კახეთი), 3. დავით წურწუმია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), გიორგი კაციაშვილი (შიდა ქართლი).
50კგ: 1. თორნიკე მახათაძე (კახეთი), 2. ბაჩო ჭიკაიძე (კახეთი), 3. ბაჩანა ბოლქვაძე (აჭარა), დიმიტრი ცაბაძე (თბილისი).
55კგ: 1. თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი), 2. ბექა შინჯიკაშვილი (შიდა ქართლი), 3. თორნიკე მეზვრიშვილი (მცხეთა-მთიანეთი), რევაზ ცარციძე (ქვემო ქართლი).
60კგ: 1. ზვიად მრელაშვილი (კახეთი), 2. ბექა ფალიანი (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. ირაკლი კაპანაძე (ქვემო ქართლი), ამირან ჟორჟოლაძე (იმერეთი).
66კგ: 1. ჯანო ჩურჩხელაშვილი (კახეთი) 2. გიორგი ქურდიანი (თბილისი) 3. ზურაბ ლომიძე (იმერეთი), ზაზა მეგრელიშვილი (თბილისი).
+66კგ: 1. დავით რამაზაშვილი (კახეთი), 2. ბაქარ კუხიანიძე 3. თამაზ ქობლიანიძე (იმერეთი), შალვა ზვიადაური (მცხეთა-მთიანეთი).
გუნდური: 1. კახეთი - 40 ქულა, 2. თბილისი - 39,5; 3. იმერეთი - 27,5.

ავტორი: ირაკლი თავაძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები