მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-13
ჩემპიონები ანკარაში
საქართველოს მოჭიდავეთა ახალგაზრდული გუნდები - "თავისუფლებიც" და ბერძენ-რომაელებიც გუშინ ავტობუსით გაემგზავრნენ ანკარაში, სადაც 14-16 მაისს ასაკის მოჭიდავეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი ტარდება მეტად მეტყველი სახელით - "ჩემპიონები".
ჩვენი ახალგაზრდები ივნისის ბოლოს ივნის-ივლისის მიჯნაზე ბულგარულ სამოკოვოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მათ გეგმით გათვალისწინებული ერთი ტურნირი ჩაეშალათ - აპრილში ბაქოში აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე უნდა ეჭიდავათ, მაგრამ ისლანდიური ვულკანის გამო პარალიზებულმა ევროპის საჰაერო სივრცემ ის შეჯიბრებაც ჩაშალა. ამჯერად მწვრთნელებს ანკარაში ორ-ორი შემადგენლობა მიჰყავთ, თუმცა ზოგიერთ წონაში ოთხი მონაწილეცაა. ამის მიზეზი ორგვარია - ევროპის ჩემპიონატს სულ რაღაც ერთ თვეში მსოფლიოს პირველობა მოსდევს (ის 20-25 ივლისს ბუდაპეშტში გაიმართება) და მწვრთნელები ორ-ორ შემადგენლობას არჩევენ, რადგან დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ორ პირველხარისხოვან შეჯიბრებაში ჭიდაობა უფროსებსაც არ ძალუძთ, არათუ ახალგაზრდებს. მეორე მიზეზი თაობათა ცვლაა, რომელიც გაისად ორივე ნაკრებს შეეხება, უფრო მწვავედ კი - "თავისუფლებს". ამიტომ მწვრთნელები აქედანვე იჭერენ თადარიგს და საგაისო ნაკრების პოტენციურ კანდიდატებს წლეულსვე სცდიან, აქედანვე აჩვევენ მათ დიდ ტურნირებს.
"თავისუფალთა" თავკაცმა ნუგზარ სხირელმა გუნდში ლაშა ტალახაძე (50), ლაშა ლომთაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ( 55), თენგიზ ჩოჩიშვილი, ვასილ მამულაშვილი (60), დავით ტლაშაძე, კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), დავით ხუციშვილი, ივანე ახალმოსულიშვილი (74), დავით მარსაგიშვილი, მამუკა კორძაია (84), თორნიკე ხიდეშელი, შოთა მეტრეველი (96), ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე და ვალერი გზირიშვილი (120) შეიყვანა.
ბერძენ-რომაელთა ნაკრებს ოჯახური პრობლემების გამო მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ადეიშვილი ვერ მიჰყვება. მის ნაცვლად გუნდს ზაზა სილაგაძე უთავკაცებს, ტურნირში კი თორნიკე მახარაძე, გენადი ქუთათელაძე (50), მინდია წულუკიძე, გიორგი გოგიბერაშვილი (55), გოგიტა გოგიბერაშვილი, ქემალ ხარაბაძე (60), გიორგი და საჩინო დავითაიები, დავით ტაკაშვილი, თორნიკე ნაჭყებია (66), უშანგი ჩიტიაშვილი, ზურაბ და გიორგი დათუნაშვილები (74), არსენ კახაბრიშვილი, დავით ჩაკვეტაძე, რევაზ ნადარეიშვილი (84), ბექა ჩოფლიანი, ირაკლი ქაჯაია, ალექსანდრე დიხამინჯია, ამირან ზარნაძე (96) და სერგო გოგისვანიძე (120) იჭიდავებენ. მწვრთნელებს მძიმე წონაში სერგოს უმცროსი ძმა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი შოთა გოგისვანიძეც (ფინალი ძმასთან წააგო) უნდა წაეყვანათ, მაგრამ იგი ტრავმირებულია.
ამ ტურნირის შემდეგ ორივე ნაკრები შეკრებას გაივლის - "თავისუფლები" - დუშეთში, ბერძენ-რომაელები - ბათუმში. ევროპის ჩემპიონატამდე ნბერძენ-რომაელები საბერძნეთში საერთაშორისო ტურნირშიც გამოვლენ, "თავისუფლები" კი მეტ ტურნირს აღარ გეგმავენ. დასკვნით შეკრებას ორივე ნაკრები დუშეთში გაივლის.
ამჟამად შეკრებაზეა ჭაბუკთა ორივე ნაკრებიც, რომლებიც 14-26 აგვისტოს სინგაპურში გასამართი მსოფლიოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან. ეს შეჯიბრება 21-23 მაისს პოლონურ პოზნანში ჩატარდება და იქ "თავისუფლები" 45, 54, 63, 76 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში იჭიდავებენ, ბერძენ-რომაელები - 42, 50, 58, 69 და 85-ში. ორივე სტილის მოჭიდავეთა ტურნირებში ყოველ ქვეყანაზე მხოლოდ ორ-ორი კვოტაა გამოყოფილი.







ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი