მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-13
რამდენიმე დებიუტანტი ბოლოსწინა სიმბოლურში
ზე 14-ის გათამაშების ბოლოსწინა ტურში თითქმის ყველა შეხვედრა უკომპრომისოდ წარიმართა. სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ ჩემპიონი, პრეტორიის "ბლუ ბულზია", რომელმაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მრავალგზის ჩემპიონ "კრუსეიდერზთან", თუმცა სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ორი პრეტორიელი მოხვდა.
საუკეთსოთა შორის ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე ჰყავს სიდნეის "ვორათაზს", რომელმაც სტუმრად მოუგო ჰემილთონის "ჩიფსს". დიდი ბრძოლა გადახდა შინ კეიპთაუნის "სთორმერზთან" დურბანის "ნატალ შარქსს", რომელმაც საუკეთესოთა შორის სამი მორაგბე მიავლინა. ორ-ორი მოთამაშე ჰყავთ სიმბოლურ ნაკრებში ველინგთონის "ჰარიკენზს" და კანბერის "ბრამბიზს", თითო-თითო კი-ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" და ბლუმფონტეინის "ჩიტაზს".

15. ქარტლი ბეილი (ვორათზი): "ვორათაზის" შვიდი ლელოდან ერთი მის ანგარიშზეა. ბეილი თამაშიდან თამაშამდე იზრდება. ის "ჩიფსის" დაცვის ხაზს მუდმივად პრობლემებს უქმნიდა და სიდნეელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მასთან ერთად უნდა ვახსენოთ ის ფულბეკებიც, რომლებმაც ბოლოსწინა ტურში მართალაც ბრწყინვალედ ითამაშეს, ქორი ჯეინი (ჰარიკენზი), ადამ ეშლი-კუპერი (ბრამბიზი) და კოლინ სლეიდი (კრუსეიდერზი).
14. ჰოსე გეარი (ჰარიკენზი): "ჰარიკენზი" ჯიუტად წინ, რომ მიიწევს სწორედ გეარის დამსახურებაა. მან "რედსთან" მატჩში სამი ლელო გაიტანა და თავისიანებს გაამარჯვებინა. უზარმაზარმა გარემარბმა დაამტკიცა, რომ ტრავმის შემდეგ, რის გამოც მან პირველ ექვს ტურში ვერ ითამაშა, ფორმა სრულად აღიდგინა.
13. სტივენ ტერბლანჩი (ნატალ შარქსი): ზეპური რაგბის ვეტერანმა უკანა ხაზში თამაშის მასტერკლასი ჩაატარა. ტერბლანჩმა სრულად გამოავლინა თავისი ნიჭი, ბრწყინვალე შემოქმედებითი უნარი. "ზვიგენების" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა დაამტკიცა, რომ შეუძლია, მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე წელიწადი ითამაშოს.
12. მეთ გიტო (ბრამბიზი): მან სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა. ავსტრალიის ნაკრები მგეზავი შუამარბის პოზიციიდანაც ახერხებდა ჰაილენდერზელთა "დაწიოკებას". გიტომ ჩვეულად, უშეცდომოდ ითამაშა ფეხით და კარში დარტყმული ყველა გაიტანა.
11. ფრანსუა ჰუგარდი (ბლუ ბულზი): მიუხედავად იმისა, რომ მისი მეორე ლელო, რომელმაც "ბლუ ბულზს" გამარჯვება მოუტანა, საეჭვო იყო, ის მაინც შეუდარებელი გახლდათ. ფრანსუა ბურთის მიღებისთანავე რისხვად ატყდებოდა თავს მეტოქეს. ჰუგარდის პირველმა ლელომ "ლურჯ ხარებს" სტიმული მისცა, რწმენა დაუბრუნა, რომ "კრუსეიდერზის" დამარცხება შეუძლიათ.
10. ბერიკ ბარნსი (ვორათაზი): ის უნარიანად გეზავდა სიდნეელთა შეტევებს. ბარნსმა მეტოქეს ერთი ლელო გაუტანა, თითქმის ყველა დანარჩენში აქტიური მონაწილეობა მიიღო, ორი გარდასახა და ზედ ერთი საჯარიმოც მიაყოლა.
9. სერელ პრეტორიუსი (ჩიტაზი): ყველაზე პატარა კაცმა ყველაზე დიდი სამუშაო შეასრულა "ფორსთან" მატჩში. მის ანგარიშზე ერთი ლელოა. პრეტორიუსს კონკურენციას "ნატალ შარქსის" ცხრა ნომერი რორი ქოქოთი უწევდა. სერელი სიმბოლურ გუნდში წლეულს პირველად მოხვდა.
8. ბენ მავენი (ვორათაზი): მან ტრავმირებული ვიკლიფი პალუს შეცვლა მართლაც ღირსეულად მოახერხა. ბენი "ვორათაზის" თამაშის სქემას ბრწყინვალდ მოერგო, სწრაფად, უნარიანად გაისარჯა და ერთი ლელოც დამსახურებულად მიითვალა.
7. რიჩი მაკქოუ (კრუსეიდერზი): სპეციალისტები ხშირად სვამდნენ კითხვას, ჩაესვენა თუ არა მსოფლიოს შარშანდელი საუკეთესო მორაგბის მზე ზე 14-ის მიმდინარე გათამაშებაში. მაკქოუმ "ბლუ ბულზთან" მატჩში დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია. ძველებურად ის გუნდის მამოძრავებელი ძალა, ნამდვილი ლიდერი იყო.
6. ჟან დეისელი (ნატალ შარქსი): მან "სთორმერზის" მესამე ხაზის ბრწყინვალე სამეულის, სხალკ ბურხერის, ფრანსუა ლავის და დუეინ ვერმულენის განეიტრალება შეძლო. ამის მოხერხება ყველას არ ხელეწიფება. დეისელმა ეს გააკეთა და სიმბოლურ ნაკრებშიც ღირსეულად დაიკავა ადგილი.
5. კენ დაგლასი (ვორათაზი): დაუჯერებელია, რომ ის სულ რაღაც 20 წლისაა. დაგლასმა უპრობლემოდ მოირგო "ვორათაზის" ცისფერი კვართი. მას დამანგრეველი ძალა აქვს და მეორეხაზელისთვის უჩვეულოდ სწრაფია. ყველა ეს თვისება მან "ჩიფსთან" მატჩში სრულად გამოავლინა.
4. ვიქტორ მეტფილდი (ბლუ ბულზი): როგორც ყველა დიდმა მორაგბემ, მან იცის, როდის უნდა მიაღწიოს ფორმის პიკს. ორი კვირის წინ "ნატალ შარქსთან" მატჩში მეტფილიდი მხოლოდ დერეფანში კარგი თამაშით შემოიფარგლა. ამჯერად კი ვნახეთ მელელოვე მეტფილდი. "კრუსეიდერზთან" მატჩში ჩემპიონთა კაპიტანი საუკეთესო იყო.
3. ნეემია ტიალატა (ჰარიკენზი): ახალი ზელანდიის ნაკრების უფროსი მწვრთნელი გრემ ჰენრი, ვფიქრობთ, მის იგნორირებას ვეღარ შეძლებს. ტიალატამ "რედსთან" შეხვედრაში მთელი პოტენციალი გამოამჟღავნა. შერკინებისას კედელივით იდგა და იმდენად მობილურად ირჯებოდა, რომ მოწინააღმდეგე, პრაქტიკულად, ვერაფერს უხერხებდა.
2. სტივენ მური (ბრამბიზი): მაშინ, როდესაც მისი კონკურენტი ავსტრალიის ნაკრებში ტატაფუ პოლოტა-ნაუ ძირითადად ჩამშლელის ფუნქციებით შემოიფარგლება, სტივენი ძირითად აქცენტს თამაშში შემოქმედებით თამაშზე აკეთებს. "ვოლაბების" მწვრთნელმა რობი დინსმა უნდა გადაწყვიტოს, ვინაა მათ შორის ნაკრების ძირითადი შერკინების კვაჭი. მისი არჩევანი, ვფიქრობთ, სტივენ მურზე შეჩერდება.
1. ტენდაი მთავარირა (ნატალ შარქსი): ის ალალი მოთამაშეა. შანსი მიეცა და გამოიყენა. "ცხოველი" თავის სტიქიაში იყო. ტენდაიმ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რატომ მიაჩნიათ ის სამხრეთ აფრიკის ნაკრების ძირითად შერკინების ბურჯად. საკითხავი მხოლოდ ისაა, წლეულს რატომ არ აყენებდნენ ხშირად "ნატალ შარქსის" ძირითად შემადგენლობაში?







ავტორი:  ბესიკ ჯანგავაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი