ლელო
2010-05-19
საქართველოს თასი. ფინალი: საუკეთესო გამოსავალი ჯერ გახსნა, მერე ფინალი
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფინალის 14 საათზე გადატანამ, ფეხბურთელები და გულშემატკივრები აღაშფოთა. არახალია, რომ ქართული სეზონის დასკვნითი მატჩი 26 მაისს ტარდება, ზუსტად იმ დღეს, როცა ქუთაისში საფუძვლიანად გარემონტებული სტადიონის საზეიმო გახსნა დაიგეგმა...
საბედნიეროდ, პროფესიული ფეხბურთის ლიგამ საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო - თასის ფინალი 26 მაისს, 17:45 საათზე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, გუშინ პროფლიგის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა:
მიხეილ აბაიშვილი, პროფლიგის პრესატაშე: "საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფინალი 26 მაისს 17:45 საათზე დაიწყება. მატჩის 14 საათზე დანიშვნამ დიდი მითქმა-მოთქმა და უკმაყოფილება გამოიწვია, პრესკონფერენციაც ამის გამო დავნიშნეთ".
პაატა ბურჯალიანი, პროფლიგის გენერალური მდივანი: "პროფლიგამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რათა ყველა მხარე კმაყოფილი დარჩენილიყო - ფეხბურთელიც, გულშემატკივარიც და მედიაც. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" გადასცემს და ბუნებრივია, მისი მოსაზრებაც უნდა გაგვეთვალისწინებინა. არხის გენერალურ დირექტორ გია ჭანტურიას მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ გაგანია პოლიტიკური ბატალიებისას საფეხბურთო სამყაროს ინტერესებსაც გაუწია ანგარიში. იკითხავთ, რატომ 17:45 საათი და არა 18:00? მოგეხსენებათ, "პირველ არხზე" საინფორმაციო გამოშვება 20 საათზე იწყება და იმედია, მატჩი მანამდე დასრულდება. ბუნებრივია, თასის ფინალი დამატებით დროში შეიძლება გადავიდეს. 17:45-ც აქედან გამომდინარე შეირჩა და თუ მატჩი საინფორმაციო გამოშვებამდე არ დასრულდა, მაშინ ტელემაყურებელი, გასაგები მიზეზების გამო, გაგრძელებას "მეორე არხზე" იხილავს. ვფიქრობთ, მატჩის დაწყების მისაღები დრო, სავარაუდოდ კარგი ამინდი და გულშემატკივართა ინტერესი ფინალს საზეიმო ელფერს შესძენს. სასიხარულოა, თასის ფინალმა ამხელა აჟიოტაჟი რომ გამოიწვია, ესე იგი, ფინალისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ პროფლიგის რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მოვიძიეთ სპონსორები - ცნობილი ქსელი "ჯი-ემ-სი გრუპ", ტოტალიზატორი "მაქსიმუმი" და არ გაგიკვირდეთ - ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი. ინიციატორები კი ამ უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ამავე უნივერსიტეტის ლექტორი ოლეგ პანფილოვი არიან. გენერალური სპონსორია "ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია", სპონსორები - "ბაგრატიონი 1882" და არაყი "გომი", ოღონდ, სტადიონზე სასმელს ვერ შემოიტანენ".
აბაიშვილი: "დიდი სურვილი გვაქვს, სტადიონი შეივსოს და აქედან გამომდინარე, ბილეთის ფასი სიმბოლურად მხოლოდ 1 ლარი დავაწესეთ. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებამ მაყურებელზე უნდა იმოქმედოს".
ბურჯალიანი: "მატჩის დაწყების დრო პოლიტიკურ ფაქტორებთან კავშირში არ არის. უბრალოდ, იყო სურვილი, რომ 26 მაისს ორი მნიშვნელოვანი ფაქტი აღგვენიშნა. ქუთაისში მშვენიერი სტადიონი იხსნება, მაგრამ საბოლოოდ, ამ ღონისძიებამ 24 მაისისთვის გადმოიწია, ანუ ყველასათვის მისაღები გამოსავალი გამოინახა... პრემია მხოლოდ წლევანდელ გათამაშებაში არ იქნება, ახალი სეზონიდან კი "პირველ არხთან" ერთად ძალიან სერიოზული პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომლის დეტალებსაც მალე შეიტყობთ. ამის შემდეგ, იმედია, საპრიზო ფონდი აღდგება. აქვე, არ შემიძლია ეროვნული სტადიონის დირექტორის, სანდრო შახოვის თანადგომაც არ აღვნიშნო. მოგეხსენებათ, სტადიონზე მაყურებელთა შესვლა-გამოსვლის დროს მუდამ პრობლემა იქმნებოდა, კარების დიდ ნაწილს არ აღებდნენ. ახლა სტადიონის ადმინისტრაცია ქომაგს ყველა საჭირო პირობას შეუქმნის და კარებს ოთხივე მხარეს გახსნის. სხვათა შორის, ესტონეთის ნაკრებთან მატჩის დროს დამტვრეული 7 ათასამდე სკამი ფინალამდე დამონტაჟდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - სტადიონზე პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა და ავტომობილის მფლობელი გულშემატკივრები იქ მანქანების გაჩერებას შეძლებენ".

ავტორი: მერაბ მამულაშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები