ლელო
2010-05-19
გეწაძე ოლიმპში დაბრუნდა: ვიტ ჯორჯიას ლიდერები რუსთაველთა სამიზნეში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ლიდერი, 24 წლის რევაზ გეწაძე საქართველოში დაბრუნდა. აზერბაიჯანული "გაბალას" ფეხბურთელი მეზობელ ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში თამაშობს. თავდაპირველად, ის ბაქოს "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა, "გაბალაში" კი მიმდინარე სეზონში გადავიდა. ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ამ კლუბის მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრებისა და "არსენალის" ყოფილი მცველი, შემდეგ "პორტსმუთის" მწვრთნელი, სახელგანთქმული ტონი ადამსი დანიშნეს. ადამსის გეგმაში "გაბალას" ქართველებიდან ერთ-ერთის დატოვება შედიოდა. თავიდან იყო ვარაუდი, რომ ეს ერთ-ერთი სწორედ გეწაძე იქნებოდა...
რეზო ამჟამად თბილისშია. როგორც მან გვითხრა, ადამსმა არჩევანი გოგა ბერაიაზე შეაჩერა, თავად გეწაძე კი კარიერას რუსთავის "ოლიმპში" გააგრძელებს. "ეს უკვე გადაწყვეტილია და შემიძლია გითხრათ, რომ ახალი სეზონიდან "ოლიმპში" ვითამაშებ. კლუბთან უკვე მოვილაპარაკე და ყველაფერზე შევთანხმდით", - გვითხრა გეწაძემ.
რუსთაველებს ის 3 წლის წინ, პირველ ჩემპიონობაში დაეხმარა და აზერბაიჯანშიც ამ კლუბიდან გადავიდა. პარალელურად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, "ოლიმპის" ხელმძღვანელების სხვა ჩანაფიქრიც - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, რუსთაველებს გაძლიერება სურთ და საამისოდ, "ვიტ ჯორჯიას" სამი ლიდერის - მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის, მარცხენა მცველ ლაშა ჯაფარიძისა და ნახევარმცველ ირაკლი კლიმიაშვილის გადაბირება აქვთ გადაწყვეტილი.
თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სურვილია და რამდენად გადაიზრდება რეალურ ტრანსფერებში, დათანხმდება თუ არა "ვეტერინართა" ხელმძღვანელობა ლიდერების კონკურენტ გუნდში გადასვლას, ძნელი სათქმელია.

ავტორი: მერაბ მამულაშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები