მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-19
კანდელაკიც კობიაშვილთან?
ლევან კობიაშვილმა მოსკოვის "დინამოს" "ჰერტაში" დარჩენა რომ ამჯობინა, ამას გუშინდელ ნომერში წაიკითხავდით. იმასაც ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს ბერლინში გუშინ უნდა გაეფორმებინა ახალი 3-წლიანი კონტრაქტი. ასეც მოხდა - ამ ხელშეკრულების ძალით კობიაშვილი "ჰერტაში" 2013 წლის 30 ივნისამდე უნდა იყოს. ამის შემდეგ ის კარიერის დასრულებასა და ბერლინურ კლუბში რომელიმე პოსტზე მუშაობას აპირებს.
აღმოჩნდა, რომ ვიდრე "ჰერტას" საბოლოოდ შეუთანხმდებოდა, კობიაშვილი მოსკოვში, იქაურ "დინამოსთან" მოლაპარაკებებზე იყო ჩასული და ამას "სპორტს-ექსპრესთან" ინტერვიუშიც ადასტურებს. იქვე ლევანი განმარტავს, თუ რატომ ამჯობინა "ჰერტა" მოსკოვის "დინამოს". აშკარაა, რომ კობის მოსკოვური ვოიაჟი გასაიდუმლოებული იყო. ამის თაობაზე რუსულმა მედიამ გაიგო მას მერე, რაც ჩვენებური გერმანიაში დაბრუნდა. "სპორტ-ექსპრესი" კობიაშვილს ბერლინში დაუკავშირდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერთან ვრცელი ინტერვიუ გუშინდელ ნომერში შემოგთავაზეთ, თუმცა ვფიქრობთ, მკითხველისთვის არც ეს მასალა უნდა იყოს ინტერესმოკლებული. "სპორტ-ექსპრესის" მიერ მომზადებულ ინტერვიუს მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:
- ...დიახ, მოსკოვში ნამდვილად ვიყავი, "დინამოს" საწვრთნელი ბაზაც ვნახე და "ალანიასთან" მატჩსაც დავესწარი... მოკლედ, ახლოს გავეცანი ამ გუნდის ცხოვრებას... ფაქტია, "დინამოში" კარგი პირობებია ფეხბურთელის სრულფასოვანი მომზადებისთვის. შემთხვევითი არ არის, ჩემი ყოფილი თანაგუნდელი კევინ კურანი დინამოელი რომ გახდა. სხვათა შორის, "ალანიასთან" მატჩის შემდეგ ისიც ვნახე და ვორონინიც. კარგა ხანს ვისაუბრეთ... ბევრი რამ გავიგე "დინამოზე"...
- თუ "დინამოში" არსებული სიტუაცია მოგეწონათ, მაშინ რატომ არ გააფორმეთ კონტრაქტი ამ კლუბთან?
- ფეხბურთის გარდა, ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არის, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. 1997 წლიდან გერმანიაში ვთამაშობ, ჩემი ოჯახი იქაურ სამყაროსა და ცხოვრების წესს უკვე შეეჩვია. ბავშვები სკოლაში დადიან... ამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით შეცვლა არ გამოვა... ამიტომ, სიტუაცია კარგად ავწონ-დავწონე, ყველა პლუს-მინუსი გავიაზრე და გადავწყვიტე, "ჰერტაში" დავრჩენილიყავი.
- გერმანული მედია ხშირად "მისტერ საიმედოობადაც" მოგიხსენიებთ. "ჰერტაში" რჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ბუნდესლიგაში მოგიწევთ თამაში. არ ფიქრობთ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია?
- ასეა, მაგრამ რას ვიზამთ... ოჯახი ჩემთვის უმთავრესია. თუმცა მოხარული ვარ, რომ მოსკოვის "დინამო" ჩემით დაინტერესდა. უფრო მეტიც, ამ კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ "დინამოში" გადავსულიყავი. ბუნებრივია, ისიც ვიცი, რომ რუსული პრემიერლიგა გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე მეორე ბუნდესლიგა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ახალი მთავარი მწვრთნელის მარკუს ბაბელის ხელმძღვანელობით, "ჰერტა" მომავალ სეზონშივე დაიბრუნებს ადგილს ბუნდესლიგაში.

კანდელაკი ფოდას გეგმებიდან ამოვარდა
ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრის ტრანსფერს უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, ავსტრიულ "შტურმში" ილია კანდელაკის კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. მცველს, რომელიც ხსენებულ კლუბში 2008/09 წლების სეზონიდანაა, კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. ჯერ კიდევ ზამთარში ვწერდით, რომ "შტურმი" ილიას ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობდა და ამ საკითხზე მოლაპარაკებებიც დაიწყო. ჩვენებური გუნდის საკვანძო ფეხბურთელია. გრაცელებს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ 2 წლით სურდათ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. სხვათა შორის, იმავე პერიოდში კანდელაკით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული - ლაპარაკი იყო სხვა ავსტრიულ, ასევე უკრაინულ, ბელგიურ და გერმანულ კლუბებზე. კანდელაკმა "ლელოსთან" საუბარშიც აღნიშნა, რომ არ იჩქარებს და დაელოდება იმ დღეს, როცა თავისუფალი აგენტი გახდება...
...და ასეც მოიქცა - ილიამ სეზონი ავსტრიულ ბუნდესლიგაში ჩაამთავრა. მისი "შტურმი" კი მეოთხე ადგილზე გავიდა და რამდენიმე დღის წინ ქვეყნის თასიც მოიგო. ავსტრიულ მედიასთან საუბარში, "შტურმის" მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა არ მალავს, რომ მის სამომავლო გეგმებში კანდელაკი აღარ განიხილება, რადგან თავად ქართველი მცველია დაინტერესებული კლუბის შეცვლით. საიტი ტრანსფერმარკტ.ატ-იც გვამცნობს, რომ 28 წლის ილია კანდელაკი "შტურმს" დატოვებს. გრაცული კლუბის მესვეურებმა ქართველის შემცვლელი უკვე შეარჩიეს - "შტურმი" მალე გააფორმებს კონტრაქტს 24 წლის ალბანური წარმოშობის მცველ რონალდ გერკალიუსთან, რომელსაც ავსტრიის ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.
ერთი სიტყვით, კანდელაკი "შტურმს" თავისუფალი აგენტის სტატუსით რომ დატოვებს, უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ახლა საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას ნაკრების მცველი. ავსტრიული კლეინეზეიტუნგ.ატ ამტკიცებს, რომ კანდელაკი ახალ სეზონს გერმანიაში დაიწყებს. მისი მსურველი გერმანული კლუბის მესვეურებმა ჩვენებურის თამაში არაერთხელ ნახეს, თუმც ზემოთ მოყვანილი წყარო ამ კლუბის ვინაობას არ ამხელს.
ამ მხრივ, უფრო კონკრეტულია ავსტრიული კურიერ.ატ-ის ინფორმაცია. საიტმა "შტურმში" მოსალოდნელ ცვლილებებზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. მისი ცნობით, ილიათი "ჰერტაა" დაინტერესებული. როგორც ირკვევა, ბერლინული კლუბის წარმომადგენლები 16 მაისს ავსტრიის თასის ფინალს დასწრებიან და კანდელაკის თამაში კიდევ ერთხელ უნახავთ. ხაზგასასმელია, რომ "ვინერ ნოიშტადტთან" მოგებულ (1:0) მატჩში ქართველი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ბერლინელები მასთან მოლაპარაკებას მალე დაიწყებენო, - წერს კურიერ.ატ.
შესაბამისად, იბადება ერთი კითხვა - ბერლინელთა გუნდში რჩება ლევან კობიაშვილი, რომელიც სტაბილურად დაცვის მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული და ამ პირობებში, რა პოზიცია უნდა შეურჩიონ კანდელაკს, რომელიც ასევე მარცხენა მცველია? ყოველ შემთხვევაში, ეს სეზონი "შტურმში" ამ ამპლუაში გაატარა.
შესაძლოა, "ჰერტას" ახალ მწვრთნელ მარკუს ბაბელს სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეს. ვთქვათ, ეს - კობიაშვილი შეტევებში მეტად სასარგებლო რომ იყოს, მარცხენა ნახევარმცველად გამწესდება, ხოლო კანდელაკი ამავე ფლანგზე დაცვას გაამაგრებს. ამ ვერსიით, ბაბელი "ჰერტას" მარცხენა ფრთას ქართულ დუეტს ჩააბარებს. თუმცა კობიაშვილსაც და კანდელაკსაც, როგორც კლუბებში, ისე ეროვნულ ნაკრებში, საყრდენ ნახევარმცველადაც უთამაშიათ და შესაბამისად, ბაბელს ეს არჩევანიც აქვს...
მაგრამ არ ვაპირებთ, ჭკუა ვასწავლოთ მწვრთნელს და სჯობს, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ. ბოლოს კი დავძენთ, რომ სხვა ინფორმაციით, რომელიც სანდო წყარომ მოგვაწოდა, "ჰერტას" გარდა, კანდელაკით ბელგიის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი "გენტი", კიევის "არსენალი" და კიდევ ერთი ავსტრიული კლუბია (სამწუხაროდ, დაკონკრეტება ვერ მოხერხდა) დაინტერესებული. ყველაფერი უახლოეს კვირებში გაირკვევა...







ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი