მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-19
პალერმო მორჩა, ხაზზეა გერმანია?
სატრანსფერო სეზონი მოახლოვდა და იტალიურ ვებგვერდებზე ლევან მჭედლიძის თემა დაბრუნდა. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. მჭედლიძე, რომელიც "ემპოლის" ეკუთვნის და ამ სეზონის ბოლომდე "პალერმოში" იყო განათხოვრებული, ზაფხულში კლუბს რომ შეიცვლიდა, ეს ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა.
სერია A-ში სეზონი უკვე დასრულდა და "პალერმოში" მჭედლიძის საიჯარო კონტრაქტის ვადაც ამოიწურა. ასე რომ, ჩვენებური ისევ "ემპოლის" ეკუთვნის. ცნობისთვის, ტოსკანური კლუბი, რომელიც სერია B-ს ბინადარია, სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-9 ადგილზეა.
ახლა ვნახოთ, რა ცნობა გაავრცელეს იტალიურმა წყაროებმა. როგორც "ემპოლის" პრეზიდენტი ფაბრიციო კორსიმ ამტკიცებს, თავის დროზე მჭედლიძე "რომას" მწვრთნელებს მოსწონებიათ, და განსაკუთრებით მას მერე, რაც ქართველმა ფორვარდმა ტურინში "იუვენტუსს" გაუტანა გოლი და "პალერმოს" 2:1 მოაგებინა.
"მჭედლიძე "რომას" მწვრთნელებს მოეწონათ, მაგრამ ეს მხოლოდ ინტერესი იყო და მეტი არაფერი. თუ "რომას" განუახლდება ეს ინტერესი და კონკრეტულ წინადადებაშიც გადაიზრდება, მაშინ განვიხილავთ ამ წინადადებას და ფეხბურთელს არ შევაფერხებთ. მჭედლიძეს აქვს პოტენციალი, აქვს კლასიც, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე და მოთმინება აკლია", - აცხადებენ იტალიური ვებგვერდები "კალჩომერკატოზე" დაყრდნობით.
სხვა შინაარსის ცნობას ავრცელებენ ვირგილიო.იტ და პალერმო24.ნეტ. ისინი გვარწმუნებენ, რომ ლევანი სხვა ქვეყნებიდან ელის წინადადებებს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, როგორც ვარაუდობენ, გერმანიაა. მჭედლიძის აგენტი დავიდე ტორკია მხოლოდ ერთს ამბობს და გვირჩევს - ივნისამდე მოვიცადოთ და ბევრი რამ გაირკვევაო.
შეგახსენეთ, რომ იანვარში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მჭედლიძის გადაბირება "ნაპოლის" უნდოდა, მაგრამ მოსამზადებელ შეკრებაზე არგამოცხადების გამო, "პალერმომ" ქართველი დასაჯა - იურიდიული უფლება გამოიყენა და კლუბიდან არ გაუშვა. სიცილიური კლუბის მესვეურებს მედიასთან საუბრებში ეს არც დაუმალავთ.
"ნაპოლიმდე" კი წერდნენ, რომ მჭედლიძით თითქოს დორტმუნდის "ბორუსია" და "ჰამბურგი" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ საქმე რეალურ წინადადებამდე არ მისულა. არ არის გამორიცხული, იტალიური წყაროები მჭედლიძის სავარაუდო გერმანულ ტრანსფერში სწორედ ამ ძველ, დორტმუნდულ და ჰამბურგულ ინტერესებს გულისხმობენ.
რა თქმა უნდა, ვითარებაში გარკვევა ვცადეთ და თავად ფეხბურთელთან დაკავშირება გადავწყვიტეთ. მის ნომერზე მეგობარმა გვიპასუხა - ახლა ვარჯიშობს, ვერ დაგელაპარაკებათო. ლევანის ძმამ გიორგი მჭედლიძემაც იგივე გვითხრა, რაც ტორკიამ - ივნისამდე უნდა მოიცადოთ, მანამდე ვერაფერს გეტყვითო. ჩვენც მოვიცადოთ, მეტი რა გზაა...






ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი