მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-19
ალბათ, მაქაბიში დავრჩები
გიორგი დარასელიასა და ვლადიმერ დვალიშვილის "მაქაბი" თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა ისრაელის ჩემპიონატს, მაგრამ ბოლო ტურში ჰაიფელებმა სტუმრად "ბნეი იეჰუდას" დამარცხება ვერ შეძლეს, რითაც შესანიშნავად ისარგებლა თელ ავივის "ჰაპოელმა" და თავისი მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მეტოქეს ჩემპიონობა აართვა. ბუნებრივია, ტიტულის დაკარგვამ დვალიშვილი ცუდ გუნებაზე დააყენა.

- ახლა ნელ-ნელა ვმშვიდდები, თორემ მე და ჩემი თანაგუნდელები ნამდვილ შოკში ჩავვარდით. საშინელი გრძნობაა, ჩემპიონობასთან ასე ახლოს რომ ხარ, მთელი სეზონი ლიდერობ და ბოლო ტურში მიზანს ვერ აღწევ. თუმცა რას ვიზამ, ცხოვრება გრძელდება და მჯერა, კარიერაში კიდევ არაერთ ჯილდოს მოვიპოვებ.
- ჩემპიონობასთან ერთად, "მაქაბიმ" ჩემპიონთა ლიგის საგზურიც დაკარგა.
- დიახ, და ეს არანაკლებ მადარდებს. მართალია, შარშანდელი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებლად ვიასპარეზეთ, მაგრამ ჯგუფში მოხვედრაც დიდი წარმატება იყო. ამჟამად კი "მაქაბი" უფრო გამოცდილია და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაში უფრო შედეგიანად ითამაშებდა. ჩვენს ძალას ევროპის ლიგაზე აუცილებლად დავამტკიცებთ.
- ბოლო ტურის მატჩი როგორ წარიმართა?
- მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ფრეს დავჯერდით.
- პირადად თქვენ თუ გქონდათ საგოლე მომენტი?
- ერთ ეპიზოდში თავური დავარტყი და მეტოქის მეკარემ თავისი გუნდის კარი სასწაულებრივი რეაქციით იხსნა.
- მთლიანობაში გასულ სეზონს როგორ შეაფასებდით?
- "მაქაბი" ამბიციური კლუბია, თანაც შარშანდელი ჩემპიონი და როცა ასეთი მიზნების მქონე გუნდი სეზონს უტიტულოდ ასრულებს, მას წარმატებული ვერ დაერქმევა. თუმცა ბევრი დადებითი მომენტიც იყო, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა რად ღირს. პირადად მე, როგორც ფეხბურთელი, განვლილი სეზონის განმავლობაში საგრძნობლად გავიზარდე. ასე რომ, მთლიანობაში, "მაქაბიში" გატარებულ პერიოდს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვაფასებ.
- "მაქაბი" მომავალი სეზონისთვის მზადებას როდის შეუდგება?
- ძალიან მალე, ივნისის პირველ რიცხვებში. მე ხანმოკლე შვებულება მომცეს და სანაკრებო მატჩის გამო, ფაქტობრივად, დასვენების გარეშე ვრჩები. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კამერუნის შემდეგ მექსიკასთანაც რომ ეთამაშა, საერთოდ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ საქართველოში რამდენიმე დღეს გავატარებ და ისრაელში დავბრუნდები.
- მაის-ივნისში საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, სუსტად თამაშობს და კამერუნთანაც ასეთ სურათს უნდა ველოდოთ?
- იმის მიუხედავად, რომ სეზონი ახალი დასრულებულია და ყველა ფეხბურთელი გადაღლილია, ვალდებულნი ვართ, ბოლო ძალები მოვიკრიბოთ და ქართველი გულშემატკივარი ხარისხიანი ფეხბურთით გავახაროთ. იმის მიუხედავად, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მჯერა, საკადრო პრობლემების მიუხედავად, ამ მატჩს მაღალ დონეზე ჩავატარებთ.
- თქვენი პოტენციური მსურველი კლუბების შესახებ მთელი სეზონის განმავლობაში საუბრობდნენ. რაიმე კონკრეტული შეთავაზება ხომ არ მიგიღიათ?
- სიმართლე გითხრათ, ეს ხმები ვარაუდის დონეს არ გასცდენია. რომელიმე ძლიერი კლუბისგან კონკრეტული წინადადება რომ მიმეღო, ამის შესახებ აუცილებლად ვიტყოდი, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ასე რომ, ალბათ, "მაქაბიში" დავრჩები და მომავალ სეზონსაც აქ გავატარებ. ამ ეტაპზე კლუბის შეცვლა სულაც არ მიმაჩნია აუცილებლად. "მაქაბიში" ყველაფერი მაკმაყოფილებს, აქ ჯერ კიდევ შემიძლია პროგრესირება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.







ავტორი:  ლევან ჯანეზაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი