მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-20
კოლხეთი ელიტას დაუბრუნდა
საქართველოს უძველესი საფეხბურთო კლუბი ფოთის "კოლხეთი" თავის ადგილს დაუბრუნდა - 2010/11 წლების სეზონიდან კოლხები უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ! გუშინ პირველი ლიგის XXIX ტურში ფოთელებმა ლაგოდეხის "ჰერეთს" შინ 4:0 (სიჭინავა - 3, ღონღაძე) მოუგეს და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მესამე გოლი, რომელიც სიჭინავამ კუთხურიდან ილია დათუნაშვილის სტილში ჩაახვია...
ფოთის "კოლხეთის" უმაღლესში დაბრუნებას მხოლოდ ფოთელი გულშემატკივარი არ ელოდებოდა. კლუბი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძველესია -1913 წელს ინგლისელმა მეზღვაურმა დააარსა და ამის აღსანიშნავად, ფოთის სტადიონზე წარწერაა - "ფოთი ფეხბურთის აკვანია". თუმცა, 21-ე საუკუნის დასაწყისში ეს წარწერა მხოლოდ სევდიან მოგონებებს აღძრავდა, რადგან უმდიდრესი ტრადიციების კლუბი კარგა ხანი მხოლოდ პირველ ლიგაში გამოდიოდა.
არადა, ტრადიციული კლუბის მონაწილეობით ნებისმიერი ტურნირი საინტერესოა. ამის დასტურად პირველი ლიგის მიმდინარე სეზონი იკმარებს - არასდროს ყოფილა ეს ლიგა იმდენად საინტერესო, როგორც წელს, რადგან მისი ოთხი მონაწილე ("კოლხეთი", ქუთაისის "ტორპედო", ბათუმის "დინამო" და "გურია") თბილისის "დინამოსთან" და "ლოკომოტივთან" ერთად, ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქართული კლუბებია. ალბათ, მათი დაქვეითება ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახლდათ, რის გამოც უმაღლეს ლიგას მაყურებელი კატასტროფულად დააკლდა.
თუმცა ეს სხვისი ბრალი არ ყოფილა, თავად ფოთში ვერ მოუარეს კლუბს და უმაღლესიდან გავარდნილი კლუბი რეგიონალლიგაში აღმოჩნდა - ეს გახლდათ ქართული ფეხბურთის ტრაგედია და შედეგი იმ დამღუპველი გადაწყვეტილებისა, რომელიც წლების წინ მიიღეს და სახელმწიფო ორგანიზაციებს კერძო სტრუქტურის დაფინანსება აუკრძალეს. ზოგადად, გადაწყვეტილებას გამართლება ჰქონდა, მაგრამ უსპონსორო ქართული ფეხბურთის ალალბედზე მიტოვება დანაშაულის ტოლფასი იყო...
პორტის მხრიდან კლუბის იგნორირებას დაემატა ის, რომ ფოთის "კოლხეთი" პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ მოერია და ფინანსური გარანტიების არქონის გამო, უმაღლესი ლიგიდან პროფლიგამ ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად მოკვეთა.
"კოლხეთში" ყველაფერი სამი წლის წინ, თემურ ბარქაიას მისვლის შემდეგ შეიცვალა. ახალგაზრდა ფოთელმა ბიზნესმენმა რეგიონალლიგაში აღმოჩენილი კლუბი გადაარჩინა, მოასულიერა და პირველ ლიგაში გადაიყვანა.
ახალი საფეხბურთო კლუბი "ფოთის კოლხეთი" 2006 წლის შემოდგომაზე ფოთის საფეხბურთო სკოლების ბავშვებით დაკომპლექტდა. მწვრთნელებად 1990 წლის 30 მარტს ეროვნულ სტადიონზე გამართული ისტორიული მატჩის ("დინამო"-"კოლხეთი") მონაწილე კოლხები მიიწვიეს: მთავარ მწვრთნელად - ზაზა ინიაშვილი, ასისტენტებად კი - ნუგზარ თვარაძე, დავით მახარაძე და მამუკა გვასალია.
სწორედ ამ დროს ფეხბურთისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება შეიცვალა - ხელისუფლებისთვის სპორტი კვლავ პრიორიტეტული გახდა. "კოლხეთის" აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელ ბარქაიას გვერდში ფოთის გამგეობა დაუდგა.
ახლა კი ორი ინტერვიუ - გუნდის მთავარ მწვრთნელს ბესიკ შეროზიასა და კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიასთან.
ბესიკ შეროზია:
აუცილებლად
გავძლიერდებით
- ბატონო ბესიკ, უპირველესად, გამარჯვებას გილოცავთ. რამ განაპირობა "კოლხეთის" წარმატება?
- პირველი წრე მესამე ადგილზე დავასრულეთ. გუნდის რამდენიმე შეხვედრას დავესწარი და ბევრი არაფერი სჭირდებოდა, 3-4 მოთამაშეც საკმარისი იქნებოდა და გუნდი მოღონიერდებოდა. ასეც მოვიქეცით - თამაში უფრო დინამიკური გახდა და გუნდიც უფრო აზრიანად ათამაშდა. ეს "ოდნავ" უმაღლესში გადასასვლელად საჭიროც იყო და აუცილებელიც.
- "ოდნავ" მეტი სათქმელადაა ადვილი - კონკრეტულად, კიდევ რა მიმართულებით იმუშავეთ?
- ჩვენი მოედნების ხარისხიდან გამომდინარე, საჭირო იყო ბურთთან გამუდმებული ვარჯიში, რათა მოედნის პრობლემა ნებისმიერ სტადიონზე გადაგველახა. საჭირო გახლდათ შეტევის ფაზისთვის მეტი აზრის მიცემა, ყველა შეტევის მიზანი უნდა იყოს გოლის გატანა და არა ბურთის უაზრო გორება. სწორედ ამიტომ დავნერგეთ ვარჯიშები, რომელიც ფეხბურთელებს გონებას უმეცადინებდა და მეტ აზროვნებას აიძულებდა. რაც მთავარია, ჩვენ ორი საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, ფიზიკური მომზადების ფუნდამენტი ჩავყარეთ და ამან სეზონის მსვლელობისას დადებითი როლი შეასრულა. სამეგრელოში კი ნიჭიერი ბავშვები მრავლად არიან, ნორმალურ პირობებში თავი გამოავლინეს და შედეგიც სახეზეა. პირველი ლიგა საკმაოდ რთული ტურნირია, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ.
- პირველ ლიგაში წარმატებული გუნდი უმაღლესში იმავეს ვერ მოახერხებს - გაძლიერება აუცილებლად დაგჭირდებათ.
- ასეც ვაპირებთ. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე მოთამაშე აუცილებლად დარჩება. სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის პრეზიდენტთან ერთად დავსხდებით და დავილაპარაკებთ, რა შესაძლებლობა გვექნება, "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში ღირსეულად რომ გამოვიდეს. მთავარია, ბიუჯეტი რის საშუალებას მოგვცემს.
- ცვლილებების მონახაზიც არ გაგაჩნიათ?
- გარკვეული მონახაზი გვაქვს, მთავარია, ამბიციური კლუბი ჩამოყალიბდეს.
- ამბიციურ კლუბში ცნობილი ფეხბურთელების გადაბირებაც გსურთ?
- რა თქმა უნდა, ძლიერი მოთამაშეების მოყვანა გვსურს, მაგრამ ამბიცია არ ნიშნავს, პირველივე სეზონში ევროსაგზურისთვის ბრძოლას. სიმართლე გითხრათ, ამის წინააღმდეგიც კი ვარ.
- რატომ?!
- რატომ და, სახელდახელოდ და სწრაფად შეკრებილი კლუბი სწრაფადვე იშლება. მინიმუმ ორი სეზონი მაინცაა საჭირო, გუნდი გუნდს რომ დაემსგავსოს. შემდეგ კი მაღალი მიზნებისთვის აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. ფოთის "კოლხეთის" ტრადიცია ამას გვავალდებულებს. მთავარი შედეგია და ბედნიერი ვარ, ჩვენს რეგიონს უმაღლესში კიდევ ერთი კლუბი რომ დაემატა. სამეგრელოში ფეხბურთის აღორძინება ისევ ქართული ფეხბურთის ინტერესშია. ბოლო ათწლეულის ჩავარდნას თავის ახსნა ჰქონდა, მთავარი მიზეზი კი ფინანსური პრობლემები და აქედან გამომდინარე რეგიონებში ფეხბურთის კრიზისი გახლდათ. ასე იყო სამეგრელოშიც, საიდანაც ადრე "დინამო", შემდეგ კი ეროვნული ნაკრები ყოველთვის განსაკუთრებულ შევსებას იღებდა. ახლა კვლავ გაჩნდა დიდი იმედი, რომ ქართულ ფეხბურთს ვარსკვლავებს ძველებურად გავუზრდით.
თემურ ბარქაია:
დაფინანსების გარანტია გვაქვს
კლუბის პრეზიდენტი თემურ ბარქაია "კოლხეთის" წარმატების წინა პირობაზე გველაპარაკება.
- ბატონო თემურ, ოთხი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ ამოვიდოდა "კოლხეთი" წუმპედან. ამ საქმიდან მოგებასაც ვერ ნახავდით და რამ გაიძულათ, საკუთარი ფული კლუბში ჩაგედოთ?
- არ მინდა, ტრაფარეტულად გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია და არაფერს ვაჭარბებ - ფოთელი კაცი "კოლხეთის" წაქცევას ვერაფრით შევეგუებოდი. ჩვენ ვხედავდით, რომ გუნდი არა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში, პირველში გამოსვლასაც ვერ ახერხებდა. ასე რომ გაგრძელებულიყო, "კოლხეთი" არსებობასაც შეწყვეტდა. მაშინ მცირე საშუალება მქონდა და კლუბი გასაჭირში ვერ მივატოვე. დარწმუნებულიც ვიყავი, ადრე თუ გვიან უმაღლესში დავბრუნდებოდით. როგორც მახსოვს, ეს სიტყვები ზუსტად სამი წლის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში ვთქვი. ჩვენი წარმატების პირველი მიზეზი ფინანსების გამოჩენა გახლდათ: რეგიონის, ფოთის მერიისა და პორტის ხელმძღვანელები ფეხბურთის აღორძინებით დაინტერესდნენ და გუნდი ამოქმედდა. ნორმალურად დაკომპლექტების, მოსამზადებელი ეტაპის გავლისა და ხელფას-პრემიების გაცემის საშუალება მოგვეცა. მეორე მიზეზი სწორი მენეჯმენტი იყო: ფული სწორად, მიზანმიმართულად და ეფექტიანად იხარჯებოდა, ხოლო მესამე მიზეზი - ერთსულოვანი, მეგობრული კოლექტივის ჩამოყალიბება იყო.
ეს ყველაფერი ერთმანეთს გადაება და წარმატებაც მოვიდა. შემთხვევით არაფერი ხდება.
- პირველ ლიგაში წარმატება კარგია, მაგრამ მთავარია, როგორ იქნება უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "კოლხეთი"?
- შემიძლია ასპროცენტიანი გარანტიით გითხრათ, რომ ფინანსურად "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაშიც არ გაუჭირდება. თუმცა უფრო კონკრეტულად დაახლოებით ათ დღეში გეტყვით, როდესაც კლუბის ბიუჯეტის ოდენობა საბოლოოდ დადგინდება. კონკრეტული ციფრები გვეცოდინება და მერე ვიტყვით, გვერდში ვინ და როგორ დაგვიდგა.
- ამ ყველაფერს ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტის იმედად ხომ არ ამბობთ, რომლის მიხედვითაც, კლუბები ქართულმა ბრენდებმა უნდა აიყვანონ?
- კონკრეტიკისგან ჯერ თავს შევიკავებ. როდესაც საკითხი გადაწყდება, მერე ყველაფერს შეიტყობთ. თუმცა ვიმეორებ - "კოლხეთი" სერიოზულად დაფინანსდება.
- ის თუ მაინც შეგიძლიათ გვითხრათ, "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში მილიონლარიანი ბიუჯეტით გადავა?
- ყოველ შემთხვევაში, დარჩენისთვის აღარ ვიბრძოლებთ. დაახლოებით ათ დღეში ყველაფერი გეცოდინებათ.

პირველი ლიგა. XXIX ტური
ჩიხურა-ნ/დინამოელი 3:1
კოლხეთი (ხ)-გურია 1:1
მერცხალი-ჭიათურა 1:0
IBშU-მარტვილი 0:1
კოლხეთი (ფ)-ჰერეთი 4:0
35-ე სკ-მესხეთი 2:1
ბათუმი-მეშახტე 1:1
ტორპედო ისვენებს






ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი