მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-20
ამისულაშვილს ვერ ელევიან : ...და კიდევ ოთხი ვარიანტი. სპარტაკი ქართველს გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს
საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" მცველ ალექსანდრე ამისულაშვილს 1 აგვისტოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. სხვადასხვა გამოცემები ამისულაშვილს სისტემატურად ასახელებენ ტურის სიმბოლურ ნაკრებში. როგორც ჩანს, ნალჩიკელებს ქართველი მცველი არ ეთმობათ. უკვე ვწერდით, რომ მისით გროზნოს "ტერეკია" დაინტერესებული. ისიც გაცნობეთ, რომ ჩვენებურის გადაბირება რუსეთის მოქმედ ჩემპიონ ყაზანის "რუბინს" სურს ("სპორტ-ექსპრესის" ინფორმაცია). ამისულაშვილზე რუსულ პრესაში გუშინ მორიგი ცნობები გამოჩნდა. მას თურმე ოთხი რეალური წინადადება აქვს: ერთი - გერმანიიდან, ორი რუსული კლუბია და ერთიც - რომელიღაც ევროპული ქვეყნის. ამას გარდა, ნალჩიკელები ქართველ მცველს ახალ 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ და თუ ამაზე უარი თქვა, ახლო მომავალში მის ტრანსფერს უნდა ველოდოთ. აი, რას ამბობს ნალჩიკის "სპარტაკის" სპორტული დირექტორი ალექსანდრ ზარუცკი "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში:
"ალექსანდრე ამისულაშვილისთვის ახალი ორწლიანი კონტრაქტი გავამზადეთ. ბუნებრივია, ახალი ხელშეკრულების შედგენისას ქართველი მცველის გარჯა და გუნდისთვის გაღებული წვლილიც გავითვალისწინეთ, ამიტომ მის კონტრაქტში მისაღები პირობები ჩავდეთ. თუმცა არც იმას დავმალავ, რომ ამისულაშვილის შენარჩუნებისთვის სერიოზული ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბებთან მოგვიწევს ჭიდილი. ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენ გარდა, მისი გადაბირება კიდევ 4 გუნდს სურს. თავად ფეხბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება ნალჩიკში თუ მისამართს შეიცვლის. ახლა ჩემპიონატში პაუზაა, ამისულაშვილი კი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. დაბრუნდება კლუბში და მასთან მოლაპარაკებას გავაგრძელებთ".
ჩვენი ინფორმაციით, ქართველი მცველის დამატება მოსკოვის "დინამოსაც" სურს. დაინტერესებული რუსული კლუბებიდან ყველაზე უკეთეს პოზიციაში "რუბინია". ვგულისხმობთ სატურნირო მდგომარეობას. ყაზანელები 20 ქულით III ადგილზე არიან, 14-14 ქულით IX-X ადგილებს იყოფენ გროზნოს "ტერეკი" და მოსკოვის "დინამო".





ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი