ლელო
2010-05-20
ორი დაემატა, ორიც დაემატება
საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში მოსამზადებელი შეკრება სამშაბათს დაიწყო. თემურ ქეცბაიას გუნდი ზალცბურგის სიახლოვეს პატარა ქალაქ კარპუნშია დაბანაკებული. ჩვენი გუნდი იქ 18 ფეხბურთელითაა. თუმცა სამშაბათის ვარჯიშში მხოლოდ 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მოგეხსენებათ, "ჰერტას" მცველმა ლევან კობიაშვილმა ბერლინელთა კლუბთან ახალი კონტრაქტი სამშაბათს გააფორმა და გუნდს მხოლოდ გვიან ღამით შეუერთდა. ასევე გუშინწინ ღამით ჩავიდა შეკრებაზე ბერძნული "ერგოტელისის" მცველი გიორგი შაშიაშვილი. მესამე, ვინც სამშაბათის წვრთნაში არ მონაწილეობდა, ნალჩიკის "სპარტაკის" მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი გახლდათ. მას გუშინწინ ტემპერატურამ აუწია.
რაც შეეხება გუშინდელ ამბებს. ფედერაციის ტექნიკური დირექტორის ნიკა ჩხეიძის თქმით, ქეცბაიას შეგირდებმა გუშინ ორი ვარჯიში გამართეს. დილის და საღამოს წვრთნა ბურთის თანხლებით წარიმართა. საწვრთნელ პროცესს ქეცბაია და მისი თანაშემწე სოსო ჭედია უძღვებოდნენ, ისევე, როგორც ფიზმომზადების სპეციალისტი მიხალის მიხალისი და მეკარეთა მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე.
გუშინდელ ვარჯიშებში წინა დღეს გამოკლებული სამეულიც (კობიაშვილი, შაშიაშვილი, ამისულაშვილი) მონაწილეობდა. ასე რომ, ეროვნულმა გუნდმა სამშაბათს უკვე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში ქეცბაიას ლაშქარს კიდევ ორი ფეხბურთელი უნდა დაემატოს - "ზესტაფონის" მცველი ზაალ ელიავა და "ოლიმპის" ნახევარმცველი დავით იმედაშვილი. ისინი სავიზო პრობლემის მოგვარებას ელოდებიან და როგორც კი ეს ბარიერი დაიძლევა, უმალ ავსტრიას მიაშურებენ.

ავტორი: დავით ცაბაძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები