მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-20
ვინ შეიგულა შოთამ ქაისერისთვის? არველაძემ და გახოკიძემ უნგრეთში დიორის ქართველები ნახეს
მოგეხსენებათ, ამასწინათ შოთა არველაძე თურქეთში იმყოფებოდა და "ისთანბულსფორთან" "ქაისერისფორის" საშინაო მატჩს დაესწრო. შოთას ქაისერში ტყუპისცალი არჩილიც ახლდა. არველაძეები "ქაისერისფორის" სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურმას გარდა კლუბის პრეზიდენტსაც შეხვდნენ. თურქეთიდან ჰოლანდიაში გამგზავრებამდე შოთამ თურქულ პრესას განუცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და კიდევ რამდენიმე დეტალია გასარკვევიო. მას მერე ათ დღეზე მეტი გავიდა, 16 მაისს თურქულ სუპერლიგაში სეზონიც დასრულდა ("ქაისერისფორი" მე-8 ადგილზე გავიდა), გუნდის აწ უკვე ყოფილ თავკაც თოლუნაი კაფკას გამოსამშვიდობებელი საღამოც მოუწყვეს და პოსტიც უკვე ოფიციალურად ვაკანტურია. შესაბამისად, საინტერესოა, როდის დაინიშნება შოთა "ქაისერისფორის" ახალ მთავარ მწვრთნელად. გუშინ მხოლოდ არჩილთან დაკავშირება მოვახერხეთ:
"მარტინ ჰაარმა, რომელსაც შოთა "ქაისერისფორში" ეპატიჟებოდა, "ალკმაარში" დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ არიან სხვა კანდიდატურებიც. "ქაისერისფორთან" ჯერ ყველაფერი არ არის გარკვეული. სწორედ სიტუაციის გარკვევას ელოდება შოთა. მას "ალკმაართან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და როცა თურქულ კლუბთან ყველა საკითხი შეთანხმდება და მოგვარდება, "ალკმაარს" მერე დაემშვიდობება. წესით, ამ დღეებში ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას", - გვითხრა არჩილმა.
შოთასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ამბავი გვაქვს. ჩვენი ინფორმაციით, გოგა გახოკიძესთან ერთად ის უნგრეთში იყო ჩასული და "დიორი ეტოს" (როგორც მთავარი, ისე სარეზერვო გუნდის) მატჩებს დაესწრო. ეს არჩილმაც დაგვიდასტურა. სავარაუდოდ, შოთა "ქაისერისთვის" ფეხბურთელებს არჩევს. მაგრამ საკითხავია, კონკრეტულად - რომელს? ისევ არჩილის კომენტარი:
"დიახ, შოთა გოგა გახოკიძესთან ერთად მართლაც იყო უნგრეთში და "დიორი ეტოს" რამდენიმე მატჩიც ნახა. ოღონდ, ნამდვილად არ ვიცი, ვის აკვირდებოდა ან საერთოდ, ფეხბურთელების სანახავად ჩავიდა თუ არა დიორში. ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით".
ცხადია, შოთა არველაძე უნგრეთში, თან ფიფას აგენტ გახოკიძესთან ერთად, ტყუილად არ ჩავიდოდა. მისი ვიზიტი საქმიანი იყო და მომავალ გუნდს უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, რომ "დიორი ეტოში", რომელიც უნგრულ შოპრონლიგაში სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 53 ქულით მესამე ადგილზეა (უახლოეს მდევარ "უიპეშტს" 2 ქულით უსწრებს), ერთბაშად შვიდი ქართველი თამაშობს: თავდამსხმელები - რატი ალექსიძე, ვახტანგ ფანცხავა და თეიმურაზ შარაშენიძე, ნახევარმცველი გიორგი განუგრავა, მცველები - ლაშა თოთაძე და დავით ლორთქიფანიძე, მეკარე - გიორგი ბახტაძე. თუ ვინ შეიგულა შოთამ ამ შვიდეულიდან, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.




ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი