მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-20
ჩერნომორეცი გამოირიცხა, მაგრამ ვარიანტები კიდევ მაქვს - შვეიცარია ის გუნდი არაა, რომელიც თბილისში დაგვამარცხებს
"ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველ ირაკლი კლიმიაშვილს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცოტა დააკლდა ოდესის "ჩერნომორეცში" გადასვლამდე. მიზეზთა გამო, ეს ტრანსფერი ჩაიშალა, მაგრამ კლიმიაშვილი იმედოვნებს, რომ ზაფხულში მაინც შეძლებს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას. ამ თემის გარდა, ირაკლის საქართველოს თასის მოახლოებულ ფინალზე და ამის შემდეგ გასამართ საქართველო-შვეიცარიის ამხანაგურ მატჩზე გავესაუბრეთ.

- სეზონი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით "ვიტ ჯორჯიასა" და საკუთარ გამოსვლას?
- გუნდისთვის სეზონი საკმაოდ შინაარსიანი და რთული გამოდგა. რამაზ მუმლაძემ "ვიტ ჯორჯიაში" ოთხი წელიწადი გაატარა და ასეთი მწვრთნელის სრულფასოვნად შეცვლას საკმაო დრო სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, ეს კარგად შევძელით და რთულ პერიოდს უკვე დავაღწიეთ თავი. ამას ჩვენ მიერ ბოლო ტურებში წარმატებით ჩატარებული და მოგებული შეხვედრები მალაპარაკებს. როგორც იცით, გელა გომელაურის ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯიამ" შემტევი და კომბინაციური ფეხბურთის თამაში დაიწყო და ახალ სტილთან ადაპტაციისთვისაც დაგვჭირდა გარკვეული პერიოდი. საბოლოოდ, დრომ გვიჩვენა, რომ სათამაშო მანერის შეცვლა სწორი ნაბიჯი იყო. ეს სულ მალე შედეგებშიც აისახება. "ვიტ ჯორჯიაში" არაერთი ტექნიკური ფეხბურთელი თამაშობს და დღეს მათ გაცილებით მეტი გასაქანი აქვთ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩვენი დუბლშემადგენლობა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. იქაც ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ბურთს კარგად ფლობს და დარწმუნებული ვარ, მათი ნაწილი დიდ ფეხბურთს ითამაშებს. რაც შემეხება მე, ვფიქრობ, რომ დაკისრებულ მოვალეობებს თავი ნორმალურად გავართვი, დანარჩენი კი გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს.
- თასის ფინალამდე თუ შეიძლება იმის თქმა, რომ "ვიტ ჯორჯიამ" წარმატებული სეზონი ჩაატარა?
- როცა გუნდი ჩემპიონობას კარგავს, ძნელია სეზონს წარმატებული უწოდო, მაგრამ მას მაინც დადებითად შევაფასებ იმ თვალსაზრისით, რომ "ვიტ ჯორჯიას" მომავალ წარმატებებს ჩაეყარა საფუძველი. ხოლო თუ საქართველოს თასი მოვიპოვეთ, ჩვენი გუნდისთვის სეზონი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული იქნება.
- "ვიტ ჯორჯია" და "დინამო" ბოლო წლებში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონობისთვის ებრძოდნენ, თასისთვის კი ეს პირველი დაპირისპირებაა.
- ჩვენს მატჩებს დაძაბულობა არასოდეს აკლდა, თასის ფინალი კი "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" ბრძოლას კიდევ უფრო განსაკუთრებულ ელფერს შეჰმატებს. ჩვენ შორის ყოველთვის მაღალი დონისა და სანახაობრივი შეხვედრები იმართება და დარწმუნებული ვარ, გამონაკლისი არც საქართველოს თასის ფინალი იქნება.
- პროფლიგამ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების სურვილი გაითვალისწინა და თასის ფინალი შუადღიდან საღამოს გადაიტანა.
- ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. მაისი საქართველოში ცხელი თვეა და დღის 2 საათზე თამაში, უბრალოდ, საშინელება იქნებოდა, ფეხბურთელებიც ვერ წარმოაჩენდნენ საკუთარ შესაძლებლობებს და სტადიონზეც ცოტა მაყურებელი მოვიდოდა. ახლა კი ეჭვიც არ მეპარება, რომ ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება და გულშემატკივარი ნასიამოვნები დარჩება.
- ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" შორის უკვე გათამაშდა ერთი ტიტული.
- დიახ, "დინამო" სუპერთასისთვის ბრძოლაში დავამარცხეთ, მაგრამ დღეს იმ მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს. სუპერთასი უკვე ისტორიაა, ახლა კი მთავარი ისაა, ვინ როგორ ფორმაში შეხვდება თასის ფინალს. "დინამოსთან" უმეტესად, წარმატებით ვთამაშობთ და ბუნებრივია, ეს ფაქტი ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. "დინამომ" ამას წინათ კი დაგვამარცხა, მაგრამ მანამდე ჩვენთვის ოთხი წელიწადი არ ჰქონდა მოგებული. ჩვენი მხრივ, "დინამოს" არა მხოლოდ სუპერთასზე, არამედ ჩემპიონატშიც ვძლიეთ, თანაც ძალიან დამაჯერებლად. ჩემს გუნდზე თამამად ვიტყვი, რომ ფინალში თავის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ისიც, რომ "ვიტ ჯორჯია" ფინალში ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ვახტანგ კვარაცხელიამ და გიგა ბეჭვაიამ ტრავმები უკვე მოიშუშეს. "დინამოზე" კი კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ამ გუნდის პროგრესი აშკარაა, რაც უპირველესად, კახა კაჭარავას დამსახურებაა. იგი "დინამოს" თანამედროვე ფეხბურთს ათამაშებს.
- თქვენი პირადი გეგმები როგორია?
- ჯერჯერობით, თასის ფინალზე ვარ კონცენტრირებული, შემდეგ კი შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გველის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება. ეს ორივე შეხვედრა ჩემთვის თანაბრად პრინციპულია და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ ჩემი კარიერის შესახებ.
- "ჩერნომორეცში" დაბრუნება ხომ არაა შესაძლებელი?
- "ჩერნომორეცთან" მოლაპარაკებას აუცილებლად გავაგრძელებდი, ეს გუნდი უკრაინის უმაღლესი ლიგიდან რომ არ გავარდნილიყო. ახლა კი შეიძება ითქვას, ჩემი იქ გადასვლა გამოირიცხა. თუმცა არა უშავს, ვარიანტები მაქვს, თანაც არანაკლებ საინტერესო. ჯერჯერობით, დაკონკრეტებას მოვერიდები და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, როგორ ითამაშებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები და პირადად მე შვეიცარიასთან შეხვედრაში. თუმცა ბუნებრივია, პირველ ადგილზე გუნდურ ინტერესებს ვაყენებ.
- სეზონის ბოლოა და ამ დროს ფეხბურთელები გადაღლილები არიან. თუ შეგრჩათ იმის ძალა, რომ შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში სრული პოტენციალი გამოავლინოთ?
- მართალია, სეზონის ბოლოს ფეხბურთელი მართლაც გადაღლილია, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" დამსახურებით, ნამდვილად ვარ მზად იმისთვის, რომ თასის ფინალის შემდეგ ძალები ბოლომდე აღვიდგინო და ფინალიდან ოთხ დღეში უკვე უმნიშვნელოვანეს სანაკრებო შეხვედრაში შევძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მით უფრო, რომ ამ მატჩის მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გაცნობიერებული. კარგად გვესმის, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ შვეიცარია ის გუნდი არაა, რომელიც თბილისში დაგვამარცხებს. ჩვენს მონდომებასა და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერას ძალიან დიდი ძალა აქვს. ვიცით, რომ ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.




ავტორი:  ლევან ჯანეზაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი