მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-28
სამივემ ერთად წააგო
ჩვენს მშვილდოსნებს ძალზე წარუმატებელი პლეი ოფი ჰქონდათ იტალიურ როვერეტოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. გუშინ პლეი ოფები პირად პირველობაში გაიმართა და სამივე ჩვენებური პირველივე წრიდან გამოვარდა - ქრისტინე ესებუა ესპანელ გემა ბუიტრონთან დამარცხდა, ნათია ცინცაძემ რუს ნატალია ერდენიევასთან წააგო, ასმათ დიასამიძემ - იტალიელ ჯესიკა ტომასისთან.
გუშინ მედლებისთვის მებრძოლი წყვილები გამოვლინდნენ და გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატი რუსთა საშინაო საქმედ იქცა - ფინალში ერდენიევა და შედარებით გამოუცდელი ინა სტეფანოვა გავიდნენ. ერდენიევასგან არც გვიკვირს, სტეფანოვამ კი, რომელმაც შესარჩევი მეოთხეზე დაასრულა, მეოთხედფინალში ფრანგი ევროპის ჩემპიონი ბერენჟერე შუ დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში _ ძლიერი პოლონელი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, შესარჩევის მომგები იუსტინე მოსპინეკი. იმავე ეტაპებზე ერდენიევამ გერმანელი კარინა ვინტერი და თურქი ელიფ ბეგუჰან უნსალი დაჯაბნა. ბრინჯაოსთვის მოსპინეკი და უნსალი იბრძოლებენ.
დღეს როვერეტოში გუნდური ტურნირი გაიმართება. ჩვენები პლეი ოფს იტალიელთა ძლიერ ნაკრებთან შეხვედრით იწყებენ. დღეს იქაც მედლებისთვის მებრძოლნი გამოვლინდებიან, ფინალები კი, პირადშიც და გუნდურშიც, ხვალ გაიმართება. ჩვენებს ლიდერი - ხათუნა ნარიმანიძე აკლიათ. ამის მიუხედავად, მათგან ცოტა უკეთეს გამოსვლას ველოდით.






ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი