მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-28
ტიმ ლეინის არჩევანი: მწირი, მაგრამ საინტერესო
საქართველოს ნაკრები 11-20 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სამ მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე შოტლანდიის A ნაკრები იქნება. სკოტები, რომლებიც IღB-ს ერთა თასის შარშანდელი გამარჯვებულები არიან, წლეულს მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებული გუნდით იასპარეზებენ. გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი იქნება იტალიის A ნაკრებიც, რომელიც ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქეა.
საქართველოს ნაკრებს ბუქარესტში ძირითადი შემადგენლობის მორაგბეთა უმრავლესობა დააკლდება. მიზეზი სხვადასხვაგვარია, ზოგს ტრავმა აქვს, ზოგი ახალ გუნდს ეძებს, ზოგს კი საკმაოდ გადატვირთული სეზონის შემდეგ დასვენება სჭირდება.
ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსანთა" თავკაცს ტიმ ლეინს სხვა გზა არ აქვს, უნდა არ უნდა, თვითონაც ისეთი შემადგენლობა უნდა შეარჩიოს, რომ გამოცდილებისა და ახალგაზრდების სინთეზი გამოვიდეს. საქართველოს ნაკრების ავსტრალიელმა მწვრთნელმა სარუმინეთოდ 33 მორაგბე შეიგულა, რომელთაგან ტურნირზე საასპარეზოდ 26-ს წაიყვანს.
33-კაციან სიაში არ არიან ძირითადი შემადგენლობის მორკინალები და რამდენიმე უკანახაზელი.
საქართველოს ნაკრები
შერკინება: შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე (ორივე-მასი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), შოთა საყვარელიძე (სენტ ეტიენი), დიმიტრი ბასილაია (ლე ბუგე), დავით დადუნაშვილი (პერიგო), კარლენ ასეიშვილი, ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი\ყოჩები), ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო), ლაშა თავართქილაძე, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ფარული), კონსტანტინე მიქაუტაძე (აჟენი), ვასილ კაკოვინი (ბრივი), ირაკლი მირცხულავა (ლელო), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), ირაკლი ჭყონია (ლელო)
უკანა ხაზი: გიორგი შკინინი (ხულიგანა), ლექსო გუგავა, ირაკლი ყიასაშვილი, ლაშა ხმალაძე, გიგა კორკელია, გიორგი კაჭარავა, ალექსანდრე თოდუა (ყველა -ლელო), მამუკა ნინიძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (ფარული), ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი როხვაძე (ორივე-აია), მერაბ კვირიკაშვილი, მალხაზ ურჯუკაშვილი (ორივე-ფიჟაკი), დავით კაჭარავა (ნიცა), რეზო გიგაური (სენაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
ამასობაში შემადგენლობას არჩევს საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქის, ნამიბიის ნაკრების მწვრთნელი იოჰან დერხარტი. აფრიკელთა თავკაცმა გადაწყვიტა, IღB-ს ერთა თასზე გუნდი მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით დააკომპლექტოს.
დერხარტმა საამისოდ საკმაოდ უცნაური მეთოდი მოიგონა. ის უახლოეს დღეებში სანაკრებო ბაზაზე 84 მორაგბეს მოუყრის თავს, სპეციალურ ტესტებს ჩააბარებინებს და რუმინეთში გასამგზავრებელთა სიასაც იქვე დაადგენს.

IRB-ს ერთა თასი
11 ივნისი: საქართველო-შოტლანდია A, არგენტინა A-იტალია A, რუმინეთი-ნამიბია
15 ივნისი: საქართველო-იტალია A, შოტლანდია A-ნამიბია, რუმინეთი-არგენტინა A
20 ივნისი: საქართველო-ნამიბია, იტალია A-რუმინეთი, არგენტინა A-შოტლანდია A.






ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი