მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-29
სპორტული განათლება განახლების გზით... ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის ფაკულტეტი გაიხსნა
უმაღლესი განათლებით სპორტის სპეციალისტების მომზადება სათავეს ჩვენში 1938 წლიდან იღებს. სწორედ მაღალკვალიფიციური კადრების დამსახურებაა, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე სპორტულ ქვეყნად იქცა მსოფლიოში. განათლების სისტემის რეფორმამ სპორტის კადრების მომზადებაშიც მოითხოვა კორექტივების შეტანა. ძიებისა და გარდაქმნის პროცესი გრძელდება.
რა მდგომარეობაა დღეს, რა ცვლილებები ხორციელდება, რა პირობები და მოთხოვნებია გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის, როგორ ნაწილდება კონტინგენტი სპეციალობების მიხედვით? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი დარეჯან ქობელაშვილი.
- სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ- ერთი შედეგია სასწავლო- სამწვრთნელო და სამეცნიერო- ადმინისტრაციული ერთეულის - სპორტის ფაკულტეტის შექმნა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა.
ფაკულტეტის დანიშნულებაა, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პოტენციალით შექმნას სპორტის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადების მიმზიდველი საუნივერსიტეტო გარემო, ფაკულტეტი ჩამოყალიბდეს ერთობლივი საგანმანათლებლო- მეთოდური საქმიანობის, ექსპერიმენტული კვლევების და სასწავლო- საწვრთნო პრაქტიკის წარმმართველ საგანმანათლებლო ინოვაციურ ცენტრად სპორტულ ორგანიზაციებთან, სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით, _ ამბობს ქალბატონი დარეჯანი.
- რა კრიტერიუმები მოეთხოვებათ აბიტურიენტებს?
- ტრადიციული სპორტული ტური ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის - მისაღები კონტინგენტი - 50 და გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელის - მისაღები კონტნიგენტი - 100, სპეციალობებზე. აგრეთვე ბარდება 3 გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტი აბარებს ნებისმიერ არჩევით გამოცდას, ხოლო თუ მას ფაკულტეტის რეიტინგულ ჩამონათვალში, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა, მითითებული აქვს სხვა აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა, მაშინ მან გრანტის მოსაპოვებლად უნდა ჩააბაროს ის არჩევითი გამოცდა, რომელსაც ეს პროგრამა ითვალისწინებს.
მასწავლებლის სპეციალობაზე სპორტული ტური ერთსაფეხურიანია - ზოგადი ფიზიკური მომზადება, მწვრთნელის სპეციალობაზე ორსაფეხურიანი - ზოგადი ფიზიკური მომზადება და სპეციალური მომზადება სპორტის სახეობების მიხედვით.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ახალი სისტემა, გნებავთ, რეფორმა ვუწოდოთ, გზას მოუჭრის უმაღლესი სპორტული განათლების მიღების მსურველ მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენებს?
- იგეგმება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების შემოღება, რაც მიჩნეულია სწავლების ერთ- ერთ ეფექტურ მეთოდად სასპორტო განათლებაში. მეთოდი ინტეგრირებულია სპორტული წვრთნის პრაქტიკასთან. მის დანერგვას ისიც უწყობს ხელს, რომ ილიას უნივერსიტეტში სასწავლო კურსების არჩევის გარემოს უზრუნველყოფის სისტემა საშუალებას აძლევს სტუდენტ- სპორტსმენს, დისტანციურად აირჩიოს სასწავლო კურსები და საწვრთნო- საშეჯიბრო საქმიანობის პარალელურად მართოს სასწავლო პროცესი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასავლეთის ქვეყნებში წარმატებული სპორტსმენები იშვიათად უთავსებენ ერთმანეთს სპორტულ კარიერასა და საუნივერსიტეტო განათლებას. ამიტომაც სტუდენტ- სპორტსმენმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი პროფესიული ვალდებულება - გააკეთოს ადეკვატური და გააზრებული არჩევანი...
- ამბობენ, პირველკურსელებთან ნოვატორული პროგრამით იმუშავებენ უცხოელი პედაგოგები. ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს სამსახურიდან დაითხოვენ?
- არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?! პირველად მესმის. თუ ის იგულისხმება, რომ სტრატეგიული განვითარების პერსპექტივაში იგეგმება სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მოდერნიზება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ეს მომავლის საქმეა და სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს პროფესორ- მასწავლებლებს დაითხოვენ. მართალია, მათი უმეტესობა ხანდაზმული ასაკისაა, მაგრამ დასაფასებელია პროფესიონალიზმი და გამოცდილება, რაც ვერ გახდება სამსახურიდან მათი დათხოვნის საბაბი. მთავარი კრიტერიუმი მასწავლებელთა შერჩევა- გადახალისებაში არის პროფესიული კეთილსინდისიერება და უნარი, მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმართონ სასწავლო პროცესი. მთავარია, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მომზადდეს სამეცნიერო- სასწავლო რეფორმის პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად.
- პროგრამა, რომლითაც ჩვენთან იმუშავებენ უცხოელები, საქართველოში გაივლის აპრობაციას?
- თანამშრომლობა დასავლეთის უნივერსიტეტებთან ასაწყობია. კონტაქტები გააუმჯობესებს სპორტის სფეროში სამეცნიერო კვლევების განვითარებას, კვლევით მიღებული ცოდნის გავრცელებასა და დანერგვას სასწავლო პროგრამებსა და სპორტსმენთა პროფესიული მომზადების სისტემაში. თანამშრომლობა აკადემიური პერსონალის პროფესიული კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით გაცვლითი პროგრამების ამუშავებასაც გულისხმობს...
- ახალი პროგრამის არსსა და უპირატესობაზე რას გვეტყვით?
- პროგრამის მიზანია, მოამზადოს შემოქმედებითად მოაზროვნე კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც შეძლებს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტსმენთა წვრთნის პროცესში გადაჭრას სისტემური დიაგნოსტიკის პრობლემები. ჩვენ მიერ მომზადებული პროგრამები არ არის ხისტი და ის შრომის ბაზრის მოთხოვნებზეა გათვალისწინებული.
სავალდებულო ნაწილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების პროგრამა. აკადემიური პროგრამებისთვის გადახალისდა არსებული და მომზადდა ახალი სასწავლო კურსები: სპორტული შესაძლებლობების ოპტიმიზაცია; ზეზღვრული წვრთნით გამოწვეული პათოლოგიები, პრევენცია და რეაბილიტაცია; სპორტსმენის კვება; ფიტნესი, წონის კონტროლი და რელაქსაცია; ფსიქორეაბილიტაცია სპორ-ტულ პრაქტიკაში; ფსიქოლოგიური შეფასება და ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები სპორტულ პრაქტიკაში.
- სპორტის ფაკულტეტი რამდენწლიან სწავლებას მოიცავს?
- 2010- 2011 სასწავლო წლიდან ამუშავდება ახალი საბაკალავრო პროგრამები, რომლებიც ოთხწლიან (240 კრედიტი) სწავლებაზეა გათვლილი. მომავალში იგეგმება შეიქმნას ისეთი აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე, რომელიც სრულყოფს უწყვეტ სასპორტო საგანმანათლებლო სისტემას.
- იყო ლაპარაკი ილიას უნივერსიტეტში სპორტული ჟურნალისტიკის ფაკულტეტის გახსნაზე. არის რაიმე სიახლე?
- ამის შესახებ არაფერი მსმენია. მაგრამ იგეგმება სპორტული ტურიზმის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი და ანიმაციური სპორტის, სამკურნალო- სარეაბილიტაციო ფიზიკური ვარჯიშების ორგანიზატორის, მათ შორის - სპორტის ჟურნალისტიკის უმაღლესი პროფესიული პროგრამების მომზადება. გარდა ამისა, მუშავდება პროფესიული გადამზადების - სპორტული მასაჟის საკვალიფიკაციო პროგრამის მოდული.
ახალი სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის ინტეგრაციას. ამისთვის დიდი სამუშაოები ჩაატარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომისიამ, რომლის შემადგენლობაში მიწვეულები ვიყავით ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიც. სწორედ ჩვენ დაგვევალა ახალი საგნის - ფიზიკური განათლება და სპორტი- პილოტირების კონცეფციით სასწავლო პროგრამებისა და პედაგოგთა გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება და რეალიზება.
- საუბრის ბოლოს, რის დამატებას ისურვებდით?..
- სპორტის ფაკულტეტი ახლახან დაარსდა და არავის აქვს ილუზია, რომ ყველაფერი წესრიგშია. ხარისხიანი განათლების შეთავაზების მიზნით, აუცილებელია ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმიზაცია. მთავარია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა ფაკულტეტის სამეცნიერო- სასწავლო რეფორმის პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად.
ამდენად, დიდია დაკისრებული პასუხისმგებლობა, რაც ზრდის ფაკულტეტის მნიშვნელობასა და როლს ქართული სპორტის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ჯანსაღი მომავალი თაობის და, ზოგადად, ქვეყანაში პოზიტიური და რადიკალური ცვლილებების პროცესში.

ესაუბრა თენგიზ თომაშვილი








კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი