მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-29
გუნდურშიც პირველივე წააგეს
ქართველმა მშვილდოსნებმა ნაადრევად დაასრულეს გამოსვლა იტალიურ როვერეტოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რადგან გუშინ გუნდურ პირველობაზეც პირველივე წრეში წააგეს. ჩვენებურთა მეტოქე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატალია ვალეევას მეთაურობით დარაზმული იტალიის ძლიერი გუნდი იყო და ფავორიტებადაც ისინი მიიჩნეოდნენ. სენსაცია არც მომხდარა და იტალიელებმა 211:200 მოიგეს, მერე უკრაინელთა მძლეველ დანიელებს 10 ქულით აჯობეს - 213:203 და ნახევარფინალში გავიდნენ, იქ კი რუსებთან წააგეს. ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელად, მეორე ფინალისტი ესპანეთის ნაკრებია, რომელმაც ფინალამდე რთული გზა გაიარა - ჯერ ბელარუსებსა და პოლონელებს მოუგო, რომლებიც, რეალურად, მათზე ძლიერები არიან, ნახევარფინალში კი სულაც ერთ-ერთი ფავორიტი - საფრანგეთი გამოაგდო, ოღონდ საამისოდ დამატებითი სერია დასჭირდა. აქ ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა - 212:212, დამატებითში კი ესპანელებმა ერთი ქულით იმარჯვეს - 27:26.
ფინალები გუნდურშიც და ინდივიდუალურშიც ხვალ გაიმართება. გუნდურში რუსები ესპანელებს გაეჯიბრებიან და პირენეელებმა ამჯერადაც სენსაცია თუ არ შემოგვთავაზეს, რუსებს მოგება არ უნდა გაუჭირდეთ. სხვა შემთხვევაში ამაზე უფრო საინტერესოდ ბრინჯაოსთვის მებრძოლ იტალია-საფრანგეთის წყვილს მივიჩნევდით, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ ფინალშიც ისინი გავიდნენ და ჩემპიონატსაც ამათზე უკეთესი შედეგით დაასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი სამეული - ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე, ნათია ცინცაძე პირად პირველობასაც პლეი ოფის პირველივე წრიდან გამოეთიშა. რუსები დღეს ოქროსთვის პირადშიც იბრძოლებენ. მეტიც - ეს სულაც მათი საშინაო საქმეა, რადგან ერთმანეთს თანაგუნდელები - ნატალია ერდენიევა და ინა სტეფანოვა ხვდებიან, ბრინჯაოს მფლობელი კი პოლონელი იუსტინე მოსპინეკისა და თურქი ელიფ ბეგუნჰან უნსალის პაექრობაში გაირკვევა.






ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი