მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-29
გადატანილი მატჩების მიუხედავად...
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე სამი გამოტოვებული მატჩის გამართვის შემდეგ დამთავრდება. მიუხედავად ამისა, გარკვეული წინასწარი დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია. არასრულმა პირველმა წრემაც გამოკვეთა მოწინავე ოთხეული, რომელიც, სავარაუდოდ, პოზიციებს არც მეორე წრეში დათმობს.
საგულისხმოა, რომ "აია", "ლოკომოტივი", "ლელო" და "ვისოლი/ყოჩები" მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები არიან, რაც მათ შორის შეხვედრებმაც ნათლად გვიჩვენა. ამიტომ ძნელია გადაჭრით თქმა, რომელს აქვს ყველაზე საფუძვლიანი საჩემპიონო ამბიცია.
გამოტოვებული შეხვედრებიდან ორი დღეს და ხვალ გაიმართება. დღეს თბილისის "არმაზი" საკუთარ მოედანზე, ვაზისუბანში "ბათუმი XV"-ს უმასპინძლებს. შავიზღვისპირელები შარშანდელთან შედარებით წლეულს ბევრად უარესად ასპარეზობენ. ბათუმელებმა ექვსი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, ისიც პირველივე ტურში აუტსაიდერ რუსთავის "ხარებთან", რომელთან ერთადაც, როგორც ჩანს, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა.
"ბათუმი XV"-ის ასეთი ცუდი ასპარეზობა, მეტი რომ არ ვთქვათ, უცნაურია. გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ერთადერთი სერიოზული დანაკლისი მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძეა.
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "არმაზმა" პირველ წრეში ორი თამაში მოიგო და მესამის მოგების დიდი შანსი აქვს. არმაზელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ბრძოლისუნარიანობით. მათი თამაშის ძლიერი მხარე მძიმე შერკინებაა. აქ ლიდერი გიორგი სოსელიაა, რომელიც რატომღაც ვერაფრით ხვდება ეროვნული და A ნაკრების მხედველობის არეში.
"არმაზის" უკანა ხაზის თამაში კი მნიშვნელოვნად დაალაგა და გამოასწორა მოთამაშე-მწვრთნელმა, მგეზავმა დავით კიკნაძემ, რომელიც გუნდის დამრტყმელიცაა.
"არმაზი" შინაურ არენაზე ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ სტუმართა გუნდს არ ეყოლება ლიდერი მამუკა ნინიძე, რომელიც საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობაში ოდესაში იმყოფება.
"ლელოს" პროგნოზით, "არმაზი" მინიმუმ ხუთი ქულით მოიგებს.
ხვალ კი ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "ლელო" "აკადემიას" დაუპირისპირდება, რომელსაც წლეულს შარშანდელთან შედარებით გაცილებით უარესი შედეგი აქვს. არადა, ცხრა ნომრის გიორგი ქოპილაშვილის სახით სერიოზული შევსება მიიღო.
"აკადემიას" საკმაოდ საინტერესო ჰყავს პირველი ხაზიც, სადაც შერკინების კვაჭი ბექა მეკოკიშვილი სულაც უნიკალური მოვლენაა. ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში თუნდაც ერთი კვაჭი, რომელიც კარში ბექასავით ურტყამდეს. საკმაოდ კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული უკანა ხაზიც. ერთი სიტყვით, ამ გუნდს მეტი პოტენციალი გააჩნია, გაცილებით უკეთესად თამაში და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.
აკადემიელებს, რომლებმაც ბოლო მატჩი ვაკეში ქუთაისის "აიასთან" წააგეს, ხვალ არანაკლებ მძიმე მატჩი ელით. "ლელო" ტიტულის დათმობას არ აპირებს და ჩემპიონატში განცდილი ორი მარცხის შემდეგ ყველა თამაშს მაქსიმალურად მობილიზებული ხვდება. დასტურად მე-7 ტურის მატჩში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის "ლოკომოტივის" ძლევაც გამოდგება.
ამ გუნდების დაპირისპირება, რა მიზნებისთვისაც უნდა იბრძოდნენ ისინი, ყოველთვის დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს.
ვფიქრობთ, "ლელომ" უკვე მიაგნო თავის თამაშს და მეტოქეს მინიმუმ შვიდი ქულით მოუგებს.
მესამე გადატანილი შეხვედრა ხუთშაბათს, 3 ივნისს გაიმართება. "ლოკომოტივისა" და "ვისოლი\ყოჩების" მატჩი ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე პირველი წრის გვირგვინი იქნება. ამ თამაშში მართლაც დიდი ბრძოლა გაიმართება და გამარჯვებულის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია.




ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი