მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-29
კლერმონის გამარჯვების ჯერია
დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. "ვულკანებმა" წინა სამივე ფინალი წააგეს. სულ კი კლუბის ისტორიაში გუნდმა ფინალში ათჯერ ითამაშა და ჩემპიონის ტიტული ვერც ერთხელ მოიპოვა.
საფრანგეთში ხუმრობით ამბობენ, ეს გუნდი დაწყევლილიაო. საოცარია, მაგრამ ზედიზედ სამჯერ წაგებული ფინალის მერეც კი, არც კლუბის ხელმძღვანელებს, არც მოთამაშეებს და არც მწვრთნელთა შტაბს ყურები არ ჩამოუყრიათ. კლერმონელებმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილი პროფესიონალები არიან და ყველაფერს იღონებენ, ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონის ტიტული რომ მოიპოვონ.
"კლერმონმა" შარშან რეგულარული გათამაშება მოიგო, მაგრამ ფინალი "პერპინიანთან" წააგო - 13:22. წლეულს კი რეგულარულ გათამაშებაში პირველი ადგილი არავის დაუთმო "პერპინიანმა". თუ ლოგიკას მივყვებით, ამჯერად ფინალში "კლერმონის" გამარჯვების ჯერია.
"პირველად ხდება, რომ ფინალში ზედიზედ ორჯერ ერთსა და იგივე გუნდს ვხვდებით. თანაც იმ გუნდს, ვისთანაც ერთხელ უკვე წავაგეთ. "პერპინიანს" კარგად ვიცნობთ. ძალიან ძლიერი, შემოქმედებითი გუნდია. მას ყოველთვის შეუძლია სიურპრიზი შემოგვთავაზოს.
ვეცდებით, ისეთი ტაქტიკა შევარჩიოთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს. შესაძლოა, თამაში კარგი სანახავი არ გამოვიდეს, მაგრამ ამჯერად ეს ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს. მთავარი ახლა შედეგია. მინდა აღვნიშნო, რომ პერპინიანელებს სიურპრიზს ვუმზადებთ," - თქვა "კლერმონის" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა.
ძნელი სათქმელია, რა მოულოდნელობას უმზადებს მეტოქეს ახალზელანდიელი, მით უფრო, რომ გუნდის ძირითადი შემადგენლობა აბსოლუტურად იგივეა, რაც ნახევარფინალში დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან" მატჩში. ზირაქაშვილი ისევ სათადარიგოთა შორისაა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ეს კლერმონელთა ტაქტიკაა. მას შემდეგ, რაც არგენტინელი მარტინ სკელცო მოწინააღმდეგეს გვარიანად მოღლის, საქმეში ერთვება დასვენებული "ზირაქა", რომელიც მეტოქის პირველ ხაზს რისხვად ატყდება. ასე იყო "ტულონთანაც", შეცვლაზე გამოვიდა და ლელოც გაიტანა.
წლეულს რეგულარულ გათამაშებაში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ წრეში "კლერმონმა" სტუმრად 3:26 წააგო, მეორე წრეში კი, "სტად დე მიშლენზე" 22:17 მოიგო.
საინტერესო იქნება გუნდის ლიდერების ორელიან რუჟერისა და ჟერომ პორისალის, ასევე პირველხაზელების ტომას დომინგოსა და ნიკოლა მასის დაპირისპირება.
კლერმონი-პერპინიანი
კლერმონი: 15. ენტონი ფლოში, 14. ნაპოლიონი ნალაგა, 13. ორელიან რუჟერი, 12. მარიუს ჟუბერი, 11. ჟულიენ მალზიო, 10. ბრუკ ჯეიმზი, 9. მორგან პარა
1. ტომას დომინგო, 2. მარიო ლედესმა, 3. მარტინ სკელცო, 4. ჯიმი კუდმორი, 5. ტიბო პრივა, 6. ჟულიენ ბონერი, 7. ელვის ვერმულენი, 8. ალექსანდრ ლაპანდრი
16. ბენუა კაბელო, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ჟულიენ პიერი, 19. ალექსანდრ ოდობერტი, 20. კევინ სენიო, 21. ტასესა ლავეა, 22. გონსალო კანალე
პერპინიანი: 15. ჟერომ პორისალი , 14. ადრიან პლანტე, 13. დავიდ მარტი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. დავიდ მანასი, 10. გევინ ჰუმი, 9. ნიკოლა დურანი
1. პერი ფრეშვეტერი, 2. ჟილემ ჟირადო, 3. ნიკოლა მასი, 4. ოლივიე ოლიბო, 5. რობინს ჩალე-ვათჩუ, 6. ოვიდიუ ტონიცა, 7. ჟან-პიერ პერესი, 8. ანრი ტუილაგი
16. მარიუს ტინკუ, 17. ჟერემი შუსტერი, 18. გილომ ვილასესა, 19. დავიდ მელე, 20. ფილიპ ბურგერი, 21. ნიკოლა ლარაგო, 22. ფლორინ კაზენავე
მსაჯი: კრისტოფ ბერდოსი





ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი