ლელო
2010-05-27
უსტიაშვილის ნაცვლად ბერუაშვილი
2009 წლის ზაფხულში ჩატარებული B დივიზიონის მატჩების შემდეგ კალათბურთის ფედერაციამ ყველა ასაკობრივი ნაკრების თავკაცს ნდობა გამოუცხადა და გუნდების 2010 წლისთვის მომზადება დაავალა.
თუმცა ახლახან ერთი ცვლილება მაინც განხორციელდა - 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი მთლიანად ეროვნულ ნაკრებზე გადაერთვება და ახალგაზრდულში მის ადგილს მიხეილ ბერუაშვილი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ ბერუაშვილი შარშან სწორედ უსტიაშვილის ასისტენტად მუშაობდა, 2009-10 წლების სეზონში კი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა "ენერჯიში" და გუნდს ჩემპიონობა მოაპოვებინა.
მწვრთნელთა ცვლილების მიზეზი ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გვითხრა:
- ახალგაზრდული ნაკრებიდან გათავისუფლება თავად დავით უსტიაშვილმა გვთხოვა, რადგან იგი ეროვნულის თავკაცის, იგორ კოკოშკოვის მთავარი ასისტენტია და შეკრებებისას სერბი სპეციალისტის გვერდით უნდა იყოს.
დავით უსტიაშვილმა დასძინა:
- წლეულს ეროვნული ნაკრების მატჩები აგვისტოში იმართება. ამიტომ შეკრება ივლისის დასაწყისში იწყება. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სწორედ ივლისშია, 14-დან 24-მდე გასტანს. ამის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩავთვალე მთლიანად პირველ ნაკრებზე გადართვა.
14 ივლისს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველო უნგრეთს დაუპირისპირდება. მადიარების გარდა ჩვენს ჯგუფში ისრაელი და შვედეთი ითამაშებენ. A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას საუკეთესო სამეული განაგრძობს.
მიხეილ ბერუაშვილს 20-წლამდელთა ნაკრებში ზაზა გაბისონია დაეხმარება.

ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები