მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-27
ცკვარტეტის მოულოდნელი მარცხი
იტალიის ქალაქ გრადოს საერთაშორისო ტურნირში მცირე საპრიზო ფონდის (25 ათასი დოლარი) ძალზე ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. საკმარისია ითქვას, რომ ათზე მეტმა ჩოგბურთელმა ძალები როლან გაროსის საკვალიფიკაციო ბადეში სცადა იტალიაში ჩამოსვლამდე, მათ შორის ორი ჩვენებურიცაა - მე-6 ნომრად განთესილი ანა ტატიშვილი (152) და მე-7 ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვა (161). ანამ უკვე ითამაშა პირველ წრეში, მან 21 წლის ჩინელ ინ-ინ ლუს (260) ორ სეტში იოლად აჯობა - 6:3, 6:2. ოქსანა კალაშნიკოვას პირველი მეტოქე 16 წლის სლოვაკი იანა ჩეპელოვაა (862), საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებული. წესით, ჩვენებურს არ უნდა გაუჭირდეს გამარჯვება. ოქსანა კალაშნიკოვამ უკვე წააგო წყვილთა ბადეში, სადაც პოლონელ მაგდალენა კიშჩინსკასთან (163 წყვილებში) ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი. მათ ხორვატიულ დუეტთან (ანი მიაჩიკა, ანა ვრლიჩი) დათმეს - 2:6, 2:6. ანა ტატიშვილისა და ავსტრალიელი ჯესიკა მურის (277) მე-2 ნომრად განთესილი წყვილი კი წინ მიიწევს - მათ იტალიელებს (მარტინა დი ჯუზეპე, ანა-ჯულია რემონდინა) იოლად მოუგეს - 6:1, 6:0. მეოთხედფინალში ქართულ-ავსტრალიურ გუნდს უკვე სერიოზული მოწინააღმდეგეები ელის, იტალიელი ანა ფლორისი (146) და რუსი ელენა ბოვინა (190).
თურქეთის ქალაქ იზმირში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც გრადოს შეჯიბრების ანალოგიურია, თუმცა შემადგენლობით იტალიურს ჩამორჩება. თურქეთში ოთხი ჩვენებური იყო ძირითად ბადეში და ოთხივემ წააგო! სოფიო შაფათავა (348) შვეიცარიელ ამრა სადიკოვიჩთან (370) დამარცხდა - 4:6, 2:6. ეკა გორგოძემ (518) კი მოუგო "მშრალად" პირველი სეტი მე-8 ნომრად განთესილ იტალიელ ჯულია გატო-მონტიკონეს (308), მაგრამ მერე უპირატესობა სრულად გაანიავა - 6:0, 4:6, 0:6. სოფიო ქვაცაბაიამ (443) ვერაფერი დაუპირისპირა ერთ დროს მსოფლიოს 35-ე ჩოგან ავსტრიელ ტამირა პაშჩეკს (324) - 0:6, 3:6, ხოლო მანანა შაფაქიძემ (387) მე-2 ნომრად განთესილ გერმანელ სარა გრონერტთან (249) წააგო - 4:6, 6:4, 3:6. გორგოძისა და შაფათავას მე-2 ნომრად განთესილი წყვილიც პირველივე წრეში დამარცხდა ბრაზილიელ ალვეშთან და ავსტრიელ პაშჩეკთან - 1:6, 4:6. წინ მხოლოდ ქვაცაბაია და შაფაქიძე მიიწევენ, რომელთაც რუსი არტამანოვა და დანიელი ბარბატი დაამარცხეს - 1:6, 6:4, 10:4.





ავტორი:  ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი