მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-27
მიმომხილველის სვეტი 11 და 13
"ვიკიპედიაში" ვკითხულობთ - სვეტი არის საგაზეთო პუბლიკაცია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს:
1. უნდა ქვეყნდებოდეს რეგულარულად
2. მართავდეს მხოლოდ ავტორი
3. გამოთქმული იყოს ავტორის მოსაზრებები
ჩვენც კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ საკალათბურთო კვირეულში მომხდარი ამბების ანალიზს. ვეცდებით, გავარკვიოთ, ესა თუ ის მოვლენა საპლანეტთაშორისო მნიშვნელობისა იყო თუ...
ნნნ
რადგან ჯერჯერობით პლანეტთაშორისი საკალათბურთო ჩემპიონატი არ იმართება (რამდენი უცხოპლანეტელიც აღმოაჩინეს, ყველა ძალიან დაბალი გამოდგა), ჩვენთვის საკაცობრიო მნიშვნელობისა ეროვნული ნაკრები და მისი წევრები არიან.
გიორგი შერმადინსა და ვლადიმერ ბოისას ფინალში გასასვლელად სამ-სამი ნახევარფინალური მატჩის ჩატარება დასჭირდათ. მესამე თამაშებში მათ 2-2 ქულა ჩააგდეს. გიორგიმ ასე ცოტა იმიტომ მოინაგრა, რომ მხოლოდ 2 წუთი ათამაშეს, ხოლო ბოისამ იმიტომ, რომ გამოცდილია, ჭკვიანია და ესმის: როცა სხვა თანაგუნდელს თამაში მისდის, აუცილებელია მისი ხელშეწყობა - ვოვას "ცედევიტასთან" ბოლო მატჩში თამაშიდან ერთხელაც არ უსვრია (ორი საჯარიმო გამოიყენა). "ზადარს" ფინალში "ციბონა" ელის. ვნახოთ, ვინ გახდება ხორვატიის...
ხორვატია, გაზაფხული... ბუნდოვნად მახსოვს... უფრო სწორად, ციფრებით მახსოვს: 2004 წელს ხორვატიის ქალაქ სისაკში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საოცრება მოახდინა - ფინეთთან მატჩის ბოლო 100 წამში 12:0 გაქცევა მოაწყო და 72:69 მოიგო. ქართველთა მე-11 ნომერმა სპურტისას 10 ქულა ჩააგდო, ხოლო მეცამეტემ მატჩს წერტილი ორი საჯარიმოთი დაუსვა. სისაკის შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო კალათბურთელად ქართველი მე-11 ნომერი დასახელდა, ტურნირის სნაიპერი კი იტალიელი მარკო ბელინელი გახდა.
მანამდე 11 და 13 ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ფიბას თასის ფინალში უნდა ყოფილიყვნენ: "მიტელდოიჩერმა" "დიჟონს" 84:64 მოუგო, მაგრამ მხოლოდ "დოიჩერის" ქართველმა ითამაშა (13 ქულა ჩააგდო). დიჟონელი ჩვენიანი მწვრთნელმა მოედანზე არ გაიყვანა. იმ მატჩში ახალგაზრდული ნაკრების მე-11 ნომერსაც და მე-13-საც 4-ნომრიანი მაისურები ეცვათ.
მას მერე 5 წელი გავიდა და ეს ორი ქართველი ერთმანეთს იტალიურ "სამოქალაქო ომში" გადაეყარა. ერთი "კანტუს" ღირსებას იცავს, მეორე - "ვირტუსის". მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რომ ლაპარაკია მანუჩარ მარკოიშვილსა და ვიქტორ სანიკიძეზე. 24 მაისს იტალიის ჩემპიონატის მესამე მეოთხედფინალური მატჩი ქართველთათვის ისტორიული მნიშვნელობისა იყო: "კანტუს" ხვიჩასავით მანუ მიუძღოდა, "ვირტუსს" გოჩასავით - სანიკიძე. მარკოიშვილმა გადამწყვეტ მომენტში სამი სამქულიანი ჩააგდო, საპასუხოდ ვიქტორმა ორი სამიანი და არაერთი მოხსნა მიითვალა. საბოლოოდ, მანუჩარმა 23 ქულა მოაგროვა, ხოლო სანიკიძემ - 12 ქულა და 10 მოხსნა. ვინ გაიმარჯვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოგება და წაგება ხომ ძმები არიან. მით უმეტეს, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ მეგობრები თამაშობენ...
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მე-11 და მე-13 ნომრები ევროპულ კალათბურთში ფონს რომ შექმნიდნენ, 2004 წელსვე ეტყობოდათ. ეს ვარაუდი 24 მაისს...
24 მაისს ნიკოლოზ დერიუგინმა ლამაზი პასით მოძებნა ვახტანგ ნაცვლიშვილი და ვატომაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური ქულა ჩააგდო. საინტერესოა, რომ ნაკრებში ვატო მე-13 ნომრით თამაშობდა, ხოლო დერიუგინი - მე-11-თი. სწორედ 24 მაისს (1995 წელს) შედგა საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩი - ბირმინგემში პოლონეთთან 68:91 წავაგეთ.
...2010 წლის 2 აგვისტოს პოლონეთს თბილისში ვეთამაშებით.







ავტორი:  ვაჟა სიმონიშვილიც


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი