მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-05-27
ლიდერის არყოფნამ იმოქმედა
იტალიურ როვერეტოში გუშინ მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი და გაირკვნენ პლეი ოფის მონაწილენი როგორც პირად, ასევე გუნდურ პირველობაში.
ლიდერის - ხათუნა ნარიმანიძის არყოფნაში ჩვენები საკმაოდ სუსტად გამოვიდნენ. ნარიმანიძე წამყვანი მსროლელია და წინასწარ ვიცოდით, რომ მისი შედეგები გუნდურში ძალიან დაგვაკლდებოდა, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ნაკრების მეორე ლიდერმა - ქრისტინე ესებუამ თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვლინა. მართალია, ის ჩვენი სამეულიდან საუკეთესო იყო, მაგრამ 586 ქულით 70 მონაწილეს შორის 43-ე ადგილზე გავიდა, რაც მისი პოტენციის მქონე სპორტსმენისთვის ვერ არის კარგი შედეგი. ასმათ დიასამიძემ 577 ქულა დააგროვა და 50-ზე აღმოჩნდა, ნაკრების დებიუტანტი, ნარიმანიძის შეგირდი ნათია ცინცაძე კი 573 ქულით 55-ეა.
პლეი ოფში ესებუა შედარებით უცნობ ესპანელ გემა ბუიტრონს ხვდება, რომელმაც საკვალიფიკაციო ტურნირი 22-ე ადგილზე დაასრულა. დიასამიძე მეთხუთმეტეზე გასულ იტალიელ ჯესიკა ტომასს შეხვდება, ცინცაძე - გამოცდილ და ძლიერ რუს ნატალია ერდენიევას, ვინაც შესარჩევი მეათემ ჩაამთავრა.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენს ნაკრებს 1736 ქულა დაუგროვდა, რაც მეთოთხმეტე შედეგი აღმოჩნდა. ჩვენები მათ წინ მყოფ შვეიცარიელებს 22 ქულით ჩამორჩნენ. პლეი ოფის პირველივე წრეში ქართველთა მეტოქე იტალიის ძლიერი ნაკრებია, რომელშიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა და საკმაოდ ძლიერი პია კარმენ-ლიონეტი გამოდიან. ჩვენებმა წლეულს ერთხელ უკვე წააგეს იტალიელებთან - მარტში ხორვატიულ პორეჩში, ევროპის ზამთრის პირველობაზე. ამ მარცხის მიუხედავად, მაშინ თამაზ ფუტკარაძის შეგირდებმა ბრინჯაოს მედლები მაინც მოიპოვეს. იმ ტურნირზე იტალიელთა გუნდი უძლიერესი შემადგენლობით გამოდიოდა - ამ დუეტთან ერთად ელენა ტონეტაც ისროდა, ახლა კი მის ნაცვლად დიასამიძის მეტოქე ჯესიკა ტომასი გამოდის.
პირად პირველობაში პლეი ოფები დღეს გაიმართება და გამოვლინდებიან ნახევარფინალისტები. ხვალ ეს უკვე გუნდურში მოხდება, ფინალური შეხვედრები კი ორივეგან ზეგ ჩატარდება.
ამის შემდეგ ჩვენი მშვილდოსნების უმთავრესი საზრუნავი 7-11 ივნისს ანთალიაში გასამართავი მსოფლიოს "დიდი პრიზია", სადაც ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიც უნდა გამოვიდეს.





ავტორი:  ირაკლი თავაძე


კალენდარი
ივლისი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი