ლელო
2010-05-27
სპორტი რუსთაველის ეპოქის საქართველოში
გაგრძელება. დასაწყისი ლელო # 104 (13 092). 6.05.2010
ქაჯეთის ციხეზე მისვლის დროს წინასწარ თათბირზე, ტარიელსა და ავთანდილს ფრიდონი ასეთ რჩევას აძლევს:
"ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი
სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლეს მათი საქმენი,
მახლტუნებდიან, მწვრთნიდიან.
ასრე გავიდი საბელსა,
რომ თვალნი ვერ მომკიდიან,
ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი,
იგიცა ინატრიდიან".
მაგრამ, ამას გარდა, საჭიროა ციხის ბურჯზე საგდებელის შეტყორცნა, რათა ადვილი გახდეს ჯერ ზედ ასვლა, მერე კი თოკზე გავლით ციხის შიგნით ჩასვლა და ჩახტომა. როგორც ირკვევა, საგდებელის ტყორცნაც ცალკე სპორტულ ცოდნას მოითხოვდა. ფრიდონი ტარიელსა და ავთანდილს ეუბნება:
"აწ ვინცა ვიცით უკეთე
შეტყორცნა საგდებელისა,
მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ
წვერი საბლისა გრძელისა.
მასზედა გავლა ასრე მიჩნს,
ვითა გარბენა ველისა".
XIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ჟამთააღმწერელი თავის შესანიშნავ თხზულებაში იხსენიებს მისივე ეპოქის გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს _ სადუნ მანკაბერდელს, რომელიც ჭაბუკობაში თითქმის მთელ აღმოსავლეთში სახელგანთქმული ფალავანი ყოფილა. მისი სამშობლო საქართველოს ერთ-ერთი მხარე თუ ადგილი მანკაბერდი უნდა ყოფილიყო. აქედან წარმოდგა მისი გვარი მანკაბერდელიც.
ჟამთააღმწერელი მანკაბერდელს მორკინალს უწოდებს, ეს ტერმინი გამოხატავს მოჭიდავეს. "შერკინება", "მორკინალი", ეს წმინდა ქართული ტერმინებია, ქართული სპორტის ისტორიაში ხმარებული.
ისტორიკოსი სადუნ მანკაბერდელზე ამბობს, რომ იგი იყო: "კაცი ბრძენი და გონიერი, და კეთილის-განმზრახავი, და ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი და მორკინალი, რჩეული საჩინო, და მოისარი ხელოვანი" (ქართლის ცხოვრება, ტ.II, გვ. 237).
სადუნი, როგორც სხვა წყაროებიდანაც ირკვევა, მეტად ტანადი, ახოვანი, მოხდენილი, ძლიერი, ღონიერი, გამბედავი მოჭიდავე და მოასპარეზე მშვილდოსანი ყოფილა. მას მფარველობდნენ საქართველოს მეფე დავითი, საქართველოს დედოფალი გვანცა, რაჭის ერისთავის ასული.
ერთხელ ქართველთა მეფე ბრძოლიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მოედანზე მარტო ჯარი, რომელიც ასიათასს აღწევდა, ძლივს ეტეოდა. ხალხმრავლობა ხომ სხვა იყო. მრავალ ასპარეზობაში გამარჯვებული სადუნ მანკაბერდელი მეფესთან მივიდა და მოახსენა: "ვინათაგან მოგცა თქვენ ღმერთმან ძლევა-ყოველთა მტერთა, და ყოველთა კაცთა უმჯობესად გამოგაჩინა, და აწ აქა არს მხედარი ასიათასი, ვინცა მერკინების ანუ ისართა განვასრევთ, მზა ვარ".
სადუნმა ასპარეზობაში (ჭიდაობა, თუ ისართა სროლა) ყველანი გამოიწვია, ვისაც კი თავის გამოჩენა შეეძლო, თუმცა სწორუპოვარ ფალავანთან შეჯიბრება არც ისე ადვილი იყო, ამპარტავანი და ტანით ძლიერი ქართველები მაინც გამოვიდნენ სადუნთან ბრძოლაში. სადუნმა ყველას სძლია ჭიდაობასა და თუ ისრის სროლაშიც და გამარჯვებული გამოვიდა. ისტორიკოსი ამაზე შენიშნავს: "და არავინ იპოვა (მეფემ _ ვ.ს.) მსგავსი მორკინალი მისი, და ვინც იპოვა ყოველთა სძლო".
ქართველი ფალავნის სახელი შორს გაიჭრა _ თვით მონღოლეთამდეც კი. ამით თურმე დაინტერესდა მონღოლთა ყაენი მანგუ, რომელმაც ბრძანა, მის ქვეყანაში მოენახათ ყველაზე ძლიერი მოჭიდავე. მართლაც მონახეს გოლიათი აღნაგობის მონღოლი ფალავანი, რომლის მსგავსი არათუ მონღოლეთში, არამედ დაპყრობილ ქვეყნებშიაც არ მოიპოვებოდა.
ძველი სომეხი ისტორიკოსი გრიგოლ აკანეცი მოგვითხრობს სადუნ მანკაბერდელისა და მონღოლი მოჭიდავის, მანგუ ყაენის ფალავნის შერკინების ამბავს.
ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ მანგუ ყაენთან ერთი მუღალის (მონღოლთა) ტომის კაცი მივიდა. ეს კაცი შესახედავად საშინელი, მაღალი ტანის, მხარბეჭიანი იყო, კისერი კამეჩისა .ჰქონდა, ხელები უხეში, როგორც დათვის თათები. ყოველდღე თითო ცხვარს სჭამდა. იგი მანგუ ყაენმა გამოგზავნა თავის ძმასთან ჰელაგუ ყაენთან (ჰელაგუს დაპყრობილი ჰქონდა და განაგებდა ირანსა და თითქმის მთელ კავკასიას), თან წერილი და ძვირფასი კაცის კაბა გამოატანა. მას თან ახლდა ელჩი. წერილში ეწერა: "თუ იქნება შენს ქვეყანაში რომელიმე მორკინალი, რომ ამას წააქცევს, ის შემოსე ამ კაბით, ხოლო თუ ჩემი მორკინალი წააქცევს შენსას, მაშინ ეგ შემოსე ამ კაბით და დიდი ელჩის თანხლებით უკან გადმომიგზავნე".
დასასრული იქნება

ავტორი: ვახტანგ სიდამონიძის წიგნიდან "ქართულ ასპარეზობათა ქრონიკები"
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები