მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
დვალიშვილი: ტრაბზონი თუ ვესტ ჰემი?
როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრებისა და ჰაიფას (ისრაელი) " მაქაბის " თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი ზაფხულში კლუბს შეიცვლის. ებრაული და რუსული ვებგვერდების მტკიცებით, მისი აყვანა თურმე ძალიან უნდა თურქულ " ტრაბზონსფორს " . წალლა.ცო.ილ-ის მტკიცებით, ხსენებული კლუბის მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში პირადადაა დაინტერესებული დვალიშვილის გადაბირებით. ცნობისთვის, თურქული სუპერლიგის მორიგ სეზონში " ტრაბზონსფორმა " მე-5 ადგილი დაიკავა და კლუბის ხელმძღვანელობას ევროპის ლიგაში ასპარეზობამდე გუნდის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.
წალლა.ცო.ილ-ის ცნობით, ტრაბზონელები მზად არიან, ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გაიღონ. იქვე მიუთითებენ, რომ დვალიშვილის ტრანსფერის საკითხი ივნისის ბოლომდე უნდა გაირკვეს, რადგან ქართველი ფორვარდის გადაბირება " ტრაბზონსფორზე " ფინანსურად უფრო ძლიერ კლუბებსაც სწადიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრაბზონელთა მიერ შეთავაზებული 1 მილიონი ევრო ჰაიფას " მაქაბის " არ ხიბლავს და დვალიშვილის სანაცვლოდ მეტს ითხოვს...
პოპულარული ვებგვერდის ტრანსფერმარკტ.ცო.უკ-ის ინფორმაციით, ქართველ ფორვარდს " მაქაბისთან " ერთი წლის შემდეგ ეწურება კონტრაქტი. დვალიშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, სწორედ 1 მილიონ ევროდ არის შეფასებული. იმასაც შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პაუზისას დვალიშვილის გადაბირებით " პარმა " იყო დაინტერესებული, " მაქაბის " მიერ ქართველის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა იტალიელებს ეძვირათ და გარიგება არ შედგა.
ბუნებრივია, ლადოს სატრანსფერო ამბებით დავინტერესდით და ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ. თავად დვალიშვილს გუშინ ვერ დავუკავშირდით, სამაგიეროდ, მივაგენით ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროს, რომელმაც " ტრაბზონსფორის " ინტერესი დაადასტურა, თუმცა იქვე დაამატა - დვალიშვილთან თანამშრომლობა " ვესტ ჰემის " ახალ თავკაც ავრამ გრანტს (რომელმაც ამ პოსტზე ჯანფრანკო ძოლა შეცვალა) უნდა და ეს ტრანსფერი ალბათ მალე შედგებაო. ცნობისთვის, პრემიერლიგის ბოლო სეზონში " ვესტ ჰემმა " მე-17 ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითებას ბეწვზე გადაურჩა.
დაბოლოს - ჩვენთვის უკვე ნაცნობი ვებგვერდის წალლა.ცო.ილ-ის მტკიცებით, დვალიშვილთან ერთად ჰაიფელთა კლუბს მთავარი მწვრთნელის ელიშა ლევის თანაშემწე გიორგი დარასელიაც ტოვებს. ხსნებული წყარო ფრიად დამაინტრიგებელ ინფორმაციას ავრცელებს - აქაოდა, დარასელიამ საქართველოდან წინადადება მიიღო და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას თანაშემწე იქნებაო. ფეხბურთის ფედერაციის პიარ-მენეჯერმა თათია ბურდულმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ ეს ინფორმაცია უარყვეს. ბოლოს, როგორც იქნა, თავად დარასელიას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ჰაიფას " მაქაბისთან " კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ამ ეტაპზე გუნდის შეცვლას არ აპირებს...




1
ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი