მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
ამისულაშვილი შოთასთანო...
თითქმის ორი კვირაა, რაც შოთა არველაძემ " ქაისერისფორთან " კონტრაქტი გააფორმა. " ლელოსთან " ინტერვიუში მან თქვა, რომ სხვადასხვა პოზიციაზე გუნდის გაძლიერებას აპირებს და რომ სასურველ მოთამაშეთა სიაში მავანი ქართველიც ჰყავს...
ცხადია, დაგვაინტერესა, ვინ იყო ეს ინკოგნიტო ქართველი და საქმეს შევუდექით. გავარკვიეთ, რომ არველაძეს საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის " სპარტაკის " მცველ ალექსანდრე ამისულაშვილის აყვანა ნდომებია. ამ დროს კი ნალჩიკელთა ამოცანა ქართველი მცველის შენარჩუნებაა. პლუს ამას, ამისულაშვილის ტრანსფერით ყაზანის " რუბინი " , მოსკოვის " დინამო " , გროზნოს " ტერეკი " , სამარის " კრილია სოვეტოვი " და შვეიცარიული " ბაზელიც " არიან დაინტერესებულნი. თავად ამისულაშვილმა, რომელიც კამერუნთან ამხანაგური მატჩის შემდეგ შვებულებას თბილისში ატარებს, " ქაისერისფორის " ინტერესზე ვერაფერი გვითხრა - არც " ჰო " და არც " არა " . მოკლედ, თავი შეიკავა, როგორც ფეხბურთელებს ასეთ დროს სჩვევიათ ხოლმე...
გუშინ შოთასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, სამაგიეროდ, ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია მისმა ტყუპისცალმა არჩილმა დაგვიდასტურა.
" თქვენი ინფორმაცია ზუსტია, შოთას მართლაც სურს ამისულაშვილის დამატება. სხვათა შორის, ამ საკითხზე მაისის შუა რიცხვებიდან მიდის ლაპარაკი. ცნობილია, რომ ალეკოს კლუბთან კონტრაქტი 1 აგვისტოს ეწურება. მისი შენარჩუნება ნალჩიკის " სპარტაკსაც " უნდა და როგორც ვიცი, რუსეთის პრემიერლიგის სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამისულაშვილთან მოლაპარაკებები გრძელდება და შედეგებზე ჯერ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტრანსფერის დადებითად გადაწყვეტის შანსი ამ ეტაპზე 60 პროცენტია " , - გვითხრა არჩილმა.
შოთა არველაძე, რომელსაც ასისტენტად 57 ჰოლანდიელი სპეციალისტი ჯერარდ ვან დერ ლემი ეყოლება (რაზეც გუშინ გაცნობეთ), თურქულ კლუბში მუშაობას 28 ივნისიდან შეუდგება.




1
ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი