მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
მუმლაძეს უნდა, რომ ტორპედოში ვითამაშო... დინამო, ტორპედო, ბაია და ზესტაფონი ყოფილი ვიტელისთვის რიგში ჩადგნენ
" ვიტ ჯორჯიას " ერთ-ერთი ლიდერი გიორგი დათუნაიშვილი პრინციპულ მატჩებში ყოველთვის საკუთარ სიტყვას ამბობდა. სუპერთასზე და ეროვნული თასის ფინალში მის მიერ გატანილი გოლებით, " ვეტერინარებმა " თბილისის " დინამო " დაამარცხეს. გიორგიმ " ვიტ ჯორჯიაში " ყველა მნიშნელოვანი ქართული ტიტული მოიპოვა და კლუბს დაემშვიდობა. თუმცა ჯერ არ ამბობს, სად გააგრძელებს კარიერას...

- გიორგი, როგორც შევიტყვეთ, " ვიტ ჯორჯიასთან " კონტრაქტი დაგიმთავრდათ და გუნდი დატოვეთ...
- დიახ, ასეა, კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ახალი სეზონიდან სხვა კლუბში ვითამაშებ. თუმცა ჯერ არ ვიცი, სად გადავალ.
- გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის " ტორპედო " , ზუგდიდის " ბაია " და " ზესტაფონი " გიწვევენ...
- მიწვევები არის, " დინამოც " დამიკავშირდა და საინტერესო ვარიანტია. ვნახოთ, ჯერ არაფერი არ გადამიწყვეტია, ახლა მოლაპარაკებები მიდის და მალე ვიტყვი, სად ვითამაშებ.
- თქვენთვის რომელი ვარიანტია უფრო მისაღები?
- ყველა საინტერესოა. " დინამო " და " ტორპედო " ტრადიციული კლუბები არიან, " ზესტაფონი " და " ბაია " გაძლიერებას აპირებენ და ბუნებრივია, ამ კლუბებში თამაშიც არანაკლებ საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია კლუბის ამბიცია. ისეთ ასაკშიც არ ვარ, პირობებს ყურადღება რომ არ მივაქციო. ასე რომ იყოს, " ვიტ ჯორჯიაში " დავრჩებოდი...
- " ვიტ ჯორჯიას " ფინანსურად გაუჭირდა?
- არ გასჭირვებია, მაგრამ მარტო ხელფასებია, საკონტრაქტო თანხებს ვეღარ იხდიან.
- როგორც ამტკიცებენ, ახალი სეზონიდან ზუგდიდსა და ქუთაისში სოლიდურ საკონტრაქტო თანხებს დაარიგებენ...
- ბუნებრივია, ფინანსური მხარე ბევრ რამეს წყვეტს. ასეთი ამბიციური გუნდები ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მიმზიდველი გახდება.
- " ვიტ ჯორჯიას " დასუსტება საწყენი იქნება...
- არა მგონია, " ვიტ ჯორჯიას " ისე გაუჭირდეს, ლიგაში დასარჩენად რომ იბრძოლოს. ძალიან კარგი თაობა წამოიზარდა და დარწმუნებული ვარ, ისინი გუნდის ღირსებას შეინარჩუნებენ. კლუბი კი დავტოვე, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მალე ისევ ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდება.
- სხვათა შორის, ეს " ვიტ ჯორჯიას " ახასიათებს - ტიტულის მოგების შემდეგ, ახალი გუნდის მშენებლობას იწყებენ ხოლმე...
- ამას შეჩვეულები ვიყავით, მაგრამ ახლა გუნდიდან ყველაზე დიდი ნაკადი გავიდა.
- შესაძლებელია, რომ თქვენ და თქვენი ძმა ერთ გუნდში მოხვდეთ?
- არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა, მაგრამ ძალიან კი გამიხარდებოდა.
- თქვენი დაწინაურება რამაზ მუმლაძის დამსახურებაა. ის ქუთაისის " ტორპედოს " გაწვრთნის. ფეხბურთში და, საერთოდ, ცხოვრებაშიც, ყველაფერს პირადი ურთიერთობები წყვეტს...
- გეთანხმებით, ბატონი რამაზი რომ მენდო, სწორედ ამან მოახდინა ჩემს კარიერაზე უდიდესი გავლენა. ყველგან ვამბობ, რომ მისი მადლიერი ვარ. ეს იმხელა ფაქტორია, რის გამოც მასთან მუშაობისკენ მიმიწევს გული. მუმლაძესთან თანამშრომლობა ძალიან გამიხარდება და თავადაც სურვილი აქვს, რომ " ტორპედოში " ვითამაშო. მოკლედ, მოლაპარაკების დასრულებას ველოდები...




1
ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი