ლელო
2010-06-01
სომხების მწვრთნელი: საქართველოსთან პრინციპული თამაშები გველის
საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრას სომხეთის 21-წლამდელთა დამრიგებელი ფლემინგ სერიტსლევი ესწრებოდა. მატჩის შემდეგ, გაიოზ დარსაძის დახმარებით, მასთან დალაპარაკება მოვახერხეთ. ყოველთვის სუსტი სომხეთის გუნდი მის ხელში აშკარად მოფერიანდა და ევრო 2011-ის მეორე შესარჩევ ჯგუფში უდავოდ ერთ-ერთ საინტერესო გუნდია. თავიდანვე გეტყვით, რომ სტუმარმა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მაქსიმალურად აარიდა თავი საქართველოს ნაკრებზე საუბარს...
- ბატონო სერიტსლევ, ქართველ ახალგაზრდებზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ჩვენ ერთმანეთთან ორი შეხვედრა დაგვრჩა გასამართი და ბუნებრივია, ქართველი ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად ჩამოვედი. ორი აზრი არ არის, რომ ძალიან საინტერესო და ძლიერი ნაკრები გყავთ, რომელიც არც ერთ ლიდერს არ ეპუება. ეს თვალშისაცემი იყო დღევანდელი და სხვა შეხვედრებიდანაც. თქვენს გუნდში ბევრი ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშეა, რომლებიც დიდი ფეხბურთელები შეიძლება დადგნენ.
- თქვენი აზრით, საქართველო-შვეიცარიის შეხვედრის შედეგი ლოგიკური იყო?
- ყოველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ლიდერთან ფრე ნებისმიერი სხვა ნაკრებსითვის ძალიან კარგი შედეგია. ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ქართველებმა აგრესიულად და დამაჯერებლად ითამაშეს და თამაშიდან გამომდინარე ვერ მიხვდებოდი, ვინ იყო ლიდერი. ქართველები კარგად უტევდნენ. ჩემი აზრით, ძალიან თანაბარი თამაში იყო და თავის გამოჩენის შანსი ორივე მხარეს ჰქონდა. საქართველოს უფრო რეალური საგოლე მომენტები ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.
- მაშინ, თქვენი აზრით, რატომ ვერ მოიგო საქართველომ?
- ალბათ, იმიტომ, რომ შვეიცარიამ კარგად ორგანიზებული დაცვა დაგიპირისპირათ. მათი მოგება ძალიან რთულია, რადგან მწვრთნელმა გუნდი ტაქტიკურად მშვენივრად ააწყო. რატომღაც მგონია, უფრო ძლიერი თავდამსხმელებიც რომ გყოლოდათ, სტუმართა დაცვის წინააღმდეგობის დაძლევა მაინც გაგიჭირდებოდათ. თუნდაც ის გაიხსენეთ, როგორ ორგანიზებულად თამაშობდნენ შვეიცარიელები " მეორე სართულზე " ... მაგრამ ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ქართველი გულშემატკივარი, რომელიც ტრიბუნაზე გასაოცარ ატმოსფეროს ქმნიდა. ასეთი ქომაგობით ბევრი ახალგაზრდული ნაკრები ვერ დაიკვეხნის. ვერ წარმოვიდგენდი, ამ რანგის მატჩი ამდენ გულშემატკივარს თუ მოიზიდავდა. ეს ატმოსფერო ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდ გამოცდილებას შესძენს, რადგან კარგად მიხვდებიან, რამხელა წნეხის და პასუხისმგებლობის ქვეშ არიან.
- სომხეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თქვენი ხელმძღვანელობით შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. როგორც ვიცით, ეს ეროვნული ნაკრებიდან ფეხბურთელების დამატების შედეგია...
- ყველაფერი ირლანდიასთან გასვლითი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. მართალს ბრძანებთ, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დამატება. როცა ჩვენი გუნდისთვის შესაფერისი ასაკის ყველა ფეხბურთელის მიწვევას ვახერხებთ, ვფიქრობ, ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურება. ასე რომ, საქართველოსთან ორი საინტერესო შეხვედრა გველის.
- ...არა მხოლოდ საინტერესო, ძალიან პრინციპულიც. მეზობლების და, მეტადრე, საქართველო-სომხეთის ურთიერთობაში, ფეხბურთს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ალბათ, დანიელისთვის ეს დეტალები ცნობილი არაა...
- როგორ არაა ცნობილი?! ისედაც კარგად ვხვდები, რა არის მეზობლების დერბი. თავად ხომ დანიელი ვარ და მეზობელ შვედეთთან ჩვენც არანაკლებ პრინციპული მატჩები გვაქვს ხოლმე. ასე რომ, ველოდები ჩვენს მატჩებს, რადგან მას მაყურებელი არც საქართველოში მოაკლდება, არც სომხეთში და დარწმუნებული ვარ, მაღალი დონიმ ფეხბურთს ვიხილავთ.
1

ავტორი: მერაბ მამულაშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები