მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
სამი წავიდა, გამეზარდაშვილი?
ბრინჯაოს პრიზიორმა " ზესტაფონმა " უკვე დაიწყო ევროტურნირებისა და ახალი სეზონისთვის მზადება. იმერელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდი თბილისში შეკრიბა. ზესტაფონელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და დედაქალაქში ფიზიკურ კონდიციებსა და ფუნქციონალურ მომზადებაზე გააკეთებენ აქცენტს. ყვირილისპირელები თბილისში 9 ივნისამდე იქნებიან, 10-ში გამთენიისას კი მოსამზადებელი შეკრების გასავლელად ავსტრიას მიაშურებენ. " ზესტაფონი " ჩეხეთში 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი 12 ივნისს ჩეხებთან, კერძოდ კი " კლადნოს " ფორვარდ დიმიტრი ტატანაშვილის ყოფილ გუნდთან, პლზენის " ვიქტორიასთან " ისპარინგებს, 15-ში სანკტ პეტერბურგის " ზენიტს " გაეჯიბრება, 19-ში ზალცბურგის " რედ ბულთან " მოსინჯავს ძალებს, 23 ივნისს კი ამხანაგურ მატჩს მოსკოვის " დინამოსთან " გამართავს.
გაცნობებთ იმასაც, რომ ევროპის ლიგაზე ზესტაფონელები პირველი ეტაპის მატჩებს 1 და 8 ივლისს გამართავენ. ამ ტურნირსა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი კლუბების მეტოქეებს კი 21 ივნისს უეფას შტაბბინაში გასამართი წილისყრა გაარკვევს.
იმერელთა გუნდში გარკვეული ცვლილებებია და ესეც უნდა გამცნოთ. " ზესტაფონი " სამმა ფეხბურთელმა, ნახევარმცველმა ლევან კორღალიძემ, შუახაზელმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა და მცველმა დავით მჭედლიშვილმა დატოვეს. შესაძლოა ყვირილისპირელებს კიდევ ერთი მცველი, დავით გამეზარდაშვილიც გამოეთხოვოს. რიგის " სკონტოდან " გადმოსულ გამეზარდაშვილს, გასულ სეზონში ცოტა თამაშმა მოუწია, მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ალბათ კლუბს შეიცვლის. რაც შეეხება ლევან კორღალიძეს, ჩვენი ინფორმაციით, ის კარიერას კიშინიოვის " დაჩიაში " გააგრძელებს. როგორც გავიგეთ, დიდი შანსია " ზესტაფონს " შემტევი ნახევარმცველი გოგი ფიფია დაემატოს. ცნობისათვის, ფიფია ზესტაფონელთა გუნდში თამაშობდა, სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა და ამიტომ შეიცვალა კლუბი. იმერელთა გუნდის შემდეგ, გოგი ფიფია ბოლნისის " სიონსა " და რუსთავის " ოლიმპში " გამოდიოდა, გასული სეზონი კი ზუგდიდის " ბაიაში " ჩაამთავრა. ფიფიამ ზუგდიდელთა გუნდში 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ყვირილისპირელებს, გოგი ფიფიას გარდა, თასის მფლობელ " ვიტ ჯორჯიადან " ნახევარმცველების, ლუკა რაზმაძისა და ლაშა ჯაფარიძის დამატება უნდოდათ, მაგრამ იმერლებს რუსთავის " ოლიმპმა " დაასწრო და ამ ფეხბურთელებთან უკვე გააფორმა კონტრაქტები.




1
ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი