მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
რა იქნება ქუთაისის შემდეგ? რწმუნებულს ტორპედოს იმედი აქვს
ქუთაისის ცენტრალური სტადიონის გარემონტება სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობის შედეგია. საქართველოში მოეწყო სტადიონი, სადაც საკმაოდ მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობაა შესაძლებელი. როგორც შევიტყვეთ, ქუთაისში უკვე იმყოფებოდა უეფას წარმომადგენელი, რომელმაც განახლებული არენის მდგომარეობა შეამოწმა და შეაფასა.
" სტუმრებს ცუდი არაფერი უთქვამთ, პირიქით, სტადიონი მოეწონათ. თუმცა ეს იყო ზოგადი შეფასება. მალე უნდა ჩამოვიდეს მეორე ჯგუფი და და ის უკვე დეტალურად შეაფასებს, რა არის გამოსასწორებელი, თუ არის ასეთი რამ და ა.შ. იმედია, 7 აგვისტომდე ქუთაისის სტადიონს მიენიჭება ის ვარსკვლავი, რომელიც მასზე ახალგაზრდული ნაკრების თამაშების გამართვის უფლებას მოგცვემს " , - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.
იმერეთში საქართველოს რწმუნებული ლაშა მაქაცარია დარწმუნებულია, რომ მალე " ტორპედო " ქართულ ფეხბურთში თავის პოზიციას დაიბრუნებს: " სტადიონის აშენება ძალიან მახარებს და დარწმუნებული ვარ, ამას მალე ქუთაისის " ტორპედოს " აღორძინებაც მოჰყვება. შემიძლია გითხრთათ, რომ ეს არ იქნება გუბერნატორის გუნდი, სოლიდური პატრონი გამოუჩნდა და დარწმუნებული ვარ, ის ქუთაისს ძველებურად დიდ სიხარულს მოუტანს და ქართული ფეხბურთის ლიდერებში თავსი ადგილს დაიკავებს. ჩვენ კი ყველანაიარდ შევეცდებით მის დახმარებასა და თანადგომას " .
" ჩვენ გვაიმედებს " ვისოლის " დაინტერესება. ქუთაისში დიდი ფეხბურთის ტრადიციები არსებობს და სოლიდური პატრონი გუნდს ძალიან მოუხდება. ჩვენ ხელს ისიც გვიწყობს, რომ ჩვენნაირი ბაზით ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის. რა თქმა უნდა, ხელის შევლება, სჭირდება, მაგრამ ნორმალური სავარჯიშო პირობები მანდვილად გაგავაჩნია. ქუთაისის " ტორპედოს " თავისი მაყურებელი მთელი საქართველოს მაშტაბით ჰყავს და ბევრ ქალაქში უთქვამთ, რომ სტადიონზე ხალხი ჩვენი სახელის გამო მოვიდა. ამიტომ, უმაღლეს ლიგაში გადასვლა გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენგან გულშემატკივარი მხოლოდ წარმატების მოლოდინშია და იმედია, მათ იმედებს გავამართლებთ " , - გვითხრა " ტორპედო 2008-ის " პრეზიდენტმა ვახტანგ კეკუამ.
ქუთაისში " გივი კილაძის " არენის განახლება კარგი ფაქტია, მაგრამ საქართველოში მაღალი დონის სტადიონების კატასტროფული დეფიციატია. ჩვენ ჯერ იმის საშუალებაც არ გაგვაჩნია, იუნიორთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. მიზეზი უპირველესად, სწორედ სტადიონების დეფიციტია. არადა, დიდი ტურნირებისგან განსხვავებით, ასაკობრივი ჩემპიონატების ფინალური ეტაპების მასპინძლობას ჩვენნაირ ქვეყნებს უეფა უფრო იოლად ანდობს. ეს ქვეყნისათვის შემოსავალიცაა და სახელიც. სხვათა შორის, ამ საკითხზე სიჭინავამ ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ყურადღება გაამახვილა.
ასეც რომ არ იყოს, ნორმალური ჩემპიონატი ხარისხიანი მოედნებისა და სტადიონების გარეშე წარმოუდგენელია. სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურს ამ საკითხზე დავეკითხეთ - რა იქნება ქუთაისის შემდეგ?
" ქუთაისში ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. სტადიონის მშენებლობა გადაწყდა და გუნდი უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა. იმედია, ქუთაისელ გულშემატკივარს ბევრი ლამაზი დღე ელის. ეს ჩემი სურვილიცაა და ფედერაციის პრეზდენტ ზვიად სიჭინავასგანაც ვიცი, რომ შემდეგი აუცილებლად ბათუმის სტადიონი იქნება. ასეა თუ ისე, ყველა რეგიონში არის სტადიონი, სადაც თამაში შეიძლება. რა თქმა უნდა, პრობლემა ყველგანაა და რაღაც სამუშაოები ჩასატარებელია, მაგრამ აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში, თანამედროვე სტადიონი ძალიან გვაკლია. ახლა ლაპარაკია მინიმუმ 10 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობაზე. კონკრეტული გეგმა მე არ მინახავს, მაგრამ ამ საკითხზე ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასე რომ, ქუთაისთან ერთად, მალე დღის წესრიგში ბათუმის სტადიონის მშენებლობა დადგება. და თუ ეს საკითხიც მოგვარდა, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ " , - გვითხრა ნამგალაურმა.




1
ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი