მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-01
რჩეულთა დუელი
14 და 16 წლის ჩოგბურთელთა საქართველოს პირველობის თითოეულ ასაკში 16-16 საუკეთესო გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. ტურნირს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებმა უმასპინძლა.
14-წლიანებში შესანიშნავად ითამაშა 12 წლის ალექსანდრე ბაკშიმ, რომელიც ღირსეულად განაგრძობს ოჯახურ ტრადიციას (მკითხველებს შევახსენებთ, რომ სანდროს მამა ვიქტორი და ბაბუა ბორის სენჩუროვი თავის დროზე კარგი ჩოგბურთელები იყვნენ, ამჟამად კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწევიან). ფინალში იგი პირველ ნომრად განთესილ შოთა მეფარიძეს დაუპირისპირდა. მართალია, პირველი ხელი 3:6 წააგო, მაგრამ შემდეგ იყოჩაღა " 6:0, 6:4 სძლია მეტოქეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მესამე ადგილი დემეტრე მაღრაძეს ხვდა.
ამ ასაკის გოგონათა პაექრობები მაინცდამაინც გამორჩეული არ ყოფილა. აქ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ლიზა ნადიბაიძე, 2. ირინა ყარანგოზიშვილი, 3. მარიამ მითაიშვილი. სამაგიეროდ, 16-წლამდელ გოგონათა ფინალი გამოდგა უშეღავათო: ბარბარე ერისთავმა 7:6, 6:1 დაამარცხა ანი გოგვაძე და ოქროს მედალი დაიმსახურა. ბრინჯაო თამარ ჭალაგანიძეს ერგო.
მიხეილ ხმიადაშვილმა წლეულს თანატოლთა შორის ორ საერთაშორისო ტურნირში თამაში მოასწრო. ბაქოში პირველი ადგილი დაიკავა. ფინალში თანაგუნდელ ლუკა ფილფანს აჯობა, თურქეთში კი მხოლოდ გადამწყვეტი პაექრობა დათმო მასპინძელ ბორის ფირატთან. 16-წლიანთა საქართველოს პირველობაზე ოთხ მეტოქეს სძლია. ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი ალექსანდრე დავლიანიძე დაჯაბნა (6:7, 7:5, 6:1), ფინალში კი გიორგი ჯავახიშვილს მოუგო 6:4, 6:1 და ჩემპიონობა მოიპოვა. მესამე იყო ლუკა ფილფანი.
ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელები ახლა თანატოლთა შორის მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის მოემზადებიან. 14 ივნისს ავსტრიის ავიახაზების საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან, ერთი კვირის შემდეგ კი რენეს და დათოს თასისთვის იბრძოლებენ. მომდევნო ორი შეჯიბრება ერევანში ელით. 19-25 ივლისს საქართველოს პირველობის გამარჯვებულები და მეორე პრიზიორები ევროპელ თანატოლებს გაეჯიბრებიან: 14-წლიანები " პრაღაში, 16-წლიანები " მოსკოვში.



1
ავტორი:  ვაჟა დანელია


კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი