ლელო
2010-06-01
ევროპის ჩემპიონატზე 16-ის ნაცვლად 24 გუნდი ითამაშებს! B დივიზიონი გაუქმდა
გუშინ ფიბა-ევროპამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ევრობასკეტზე რვით მეტი საგზური გათამაშდება. თუ გონება საქართველოს ნაკრებისკენ გაგექცათ, მოთმენას გირჩევთ - რა გავლენას მოახდენს ჩვენს ნაკრებზე ფიბა-ევროპის ახალი გადაწყვეტილება, ქვემოთ მოგახსენებთ.
ახლა ევროპის კალათბურთის მმართველის ოლაფ რაფნსონის კომენტარს შემოგთავაზებთ:
- ბოლო დროს ჩვენს კონტინენტზე კალათბურთის დონე საგრძნობლად ამაღლდა. ევრობასკეტზე გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდაც სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა.
ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა ნარ ძანოლინმა თითქმის იგივე გაიმეორა, რაც ნოემბერში თბილისში სტუმრობისას:
- რამდენიმე წლის წინათ ევროპულ კალათბურთში ისეთი სისტემა იყო, რომ ზოგიერთ ნაკრებს ორი წლის განმავლობაში შინ თამაში არ უწევდა. ჩვენი მიზანი იყო ამ ლაფსუსის აღმოფხვრა და ორ დივიზიონად ნაკრებების გაყოფის წყალობით ეს მოვახერხეთ. დღეს ახალი ნაბიჯის გადადგმის დრო დადგა - A და B დივიზიონები უნდა გაერთიანდეს და ყოველ გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ორ წელიწადში ერთხელ უნდა მიეცეს. ამასთან, თითოეულს ყოველწლიურად მოუწევს თამაში.
როგორც ხედავთ, ძანოლინის სიტყვებში მნიშვნელოვანი სიახლეა - A და B დივიზიონების გაერთიანება. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ფიბა-ევროპის სათავეში ისლანდიელი პრეზიდენტი მოვიდა. გუნდების რანგირება კი წინა პრეზიდენტის, ბერძენი გიორგიოს ვასილოკოპულოსის ინიციატივით 2003 წელს მოხდა. მას არ სურდა, სერბეთს, საბერძნეთსა და მათ დარ ნაკრებებს შედარებით სუსტებთან თამაშში დაეკარგათ დრო...
გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ აღმასკომზე გადაწყდა კიდევ ერთი დეტალი: ევრობასკეტზე გუნდებს 14-14 კალათბურთელის წაყვანის უფლება ექნებათ, რომელთაგან განაცხადში კონკრეტული მატჩის წინ, 1 საათით ადრე 12 მოთამაშე უნდა შეიყვანონ.
ნნნ
ფიბა-ევროპიდან მიღებული ამბის გაცნობის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს დავუკავშირდით.
- აღმასკომი ფიბა-ევროპის უმაღლესი ორგანოა, ამიტომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სიახლის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება. მნიშვნელოვანია A და B დივიზიონების გაერთიანებაც, თუმცა ჩვენთვის უფრო საინტერესო ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა 24 გუნდამდე გაზრდაა. ცხადია, ეს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსს ზრდის, თუმცა ამ საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, თითოეულ ნაკრებს ყოველ წელს მოუწევს თამაში. ისევე, როგორც აქამდე, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მონაწილე ნაკრებები ავტომატურად ითამაშებენ ევრობასკეტზე, ხოლო სხვა გუნდები დარჩენილი საგზურებისთვის იბრძოლებენ.
როგორც ჩანს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისთვის ორი დივიზიონის გაერთიანება მოულოდნელი არ იყო:
- ფიბა-ევროპის პრეზიდენტობის კანდიდატ ოლაფ რაფნსონს წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდა B დივიზიონის გაუქმება. ამიტომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ მსგავს ცვლილებას ველოდით. იგივე გეგმა მეორე კანდიდატსაც ჰქონდა, თუმცა ერთი განსხვავებით: რაფნსონი მატჩების გამართვის თარიღების შეცვლას არ გვთავაზობდა, ხოლო მეორე კანდიდატი შეხვედრების წლის სხვადასხვა დროზე გადანაწილებას აპირებდა, ისე, როგორც უეფა-ს კალენდარშია. ასე რომ, რადგან პრეზიდენტი ოლაფ რაფნსონი გახდა, მატჩების თარიღების შეცვლას არ უნდა ველოდოთ, - გვითხრა მერაბ რატიშვილმა.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ გუნდების ორ დივიზიონად გაყოფა ფიბა-ევროპის პრეზიდენტ გიორგიოს ვასილოკოპულოსს აზრად 2003 წელს მოუვიდა. მას მერე საქართველოს ნაკრები ბევრს ეცადა, მაგრამ 2009 წლამდე A დივიზიონში ვერ აღზევდა. ფიბა-ევროპის წარმომადგენლები თითქოს ქართველთა გადასვლას ელოდნენო, ერთ წელიწადში B დივიზიონის გაუქმების შესახებ გამოაცხადეს.
1

ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები