ლელო
2010-06-01
ბულგარეთი თერთმეტი მატჩით მოდის
საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქე ბულგარეთზე ბოლოს მარტში დავწერეთ. მაშინ გარკვეული იყო, რომ მთავარი მწვრთნელის კონსულტანტად სვეტისლავ პეშიჩი იმუშავებდა. გუნდის თავკაცისა და ნატურალიზებული უცხოელების საკითხი კი გაურკვეველი იყო.
ბულგარეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაილ მიხოვმა გუნდის საჭე როსენ ბარჩოვსკის ანდო, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2004-2006 წლებში მუშაობდა. ამ სპეციალისტმა 2005 წელს გუნდი ევრობასკეტზე გაიყვანა, სადაც მე-14 ადგილი დაიკავა.
- სერიოზული მისია დამეკისრა. სვეტისლავ პეშიჩთან ერთად ვეცდები, გუნდში ერთიანი სისტემა ჩამოვაყალიბო. ამისთვის აუცილებელია არა მხოლოდ პირველ ნაკრებთან, არამედ 18 და 20-წლამდელებთანაც გეგმაზომიერი მუშაობა, - აცხადებს ბარჩოვსკი და დასძენს: - 14 ივნისს შევიკრიბებით და შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას შევუდგებით.
2 და 3 ივლისს ბულგარელები მეზობელ რუმინეთთან ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ, რის შემდეგაც ბელარუსში გადავლენ და ოთხგუნდიან საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვებიან. 9-11 ივლისს დაგეგმილ შეჯიბრებაში მასპინძლებისა და ბულგარელების გარდა მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა და ისრაელი. 16 ივლისს დაიწყება ფლორენციის ოთხგუნდა ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი მეტოქე - ბულგარეთი და პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას. მათ გარდა ფლორენციაში " სკუადრა აძურა " და მაკედონია ითამაშებენ. 18 ივლისს ბულგარელები სოფიაში დაბრუნდებიან და ოფიციალური მატჩების წინ გენერალურ რეპეტიციას საშინაო შეჯიბრებაში გაივლიან: 25-27 ივლისს ავსტრიას, ჩეხეთსა და კვიპროსს " დაეჭიდებიან " .
ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს სერიოზული გეგმები აქვს. 11 საკონტროლო შეხვედრა სახუმარო საქმე როდია. მთლად ახალი კალათბურთელები რომ ათამაშონ, 11 მატჩში მეტ-ნაკლებად შეთამაშებას ნამდვილად მოასწრებენ.
რადგან განრიგზე ვამბობთთ, იმასაც დავამატებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ბულგარელები 14 აგვისტოს ითამაშებენ. მატჩი სოფიის არენა " უნივერსიადაზე " გაიმართება. დააკვირდით ფოტოს და დაინახავთ, რომ დარბაზი არცთუ დიდი ტევადობისაა, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელობამ სანაკრებო მატჩების გამართვა ასეთ არენაზე იმიტომაც გადაწყვიტა, რომ გუნდს სავსე ტრიბუნების წინაშე მოუწიოს თამაშმა. განმეორებითი შეხვედრა თბილისში 10-ათასიან სპორტის სასახლეში 29 აგვისტოს უნდა გაიმართოს. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი ნაკრები მანამდე საქმეს ისე წარმართავს, რომ 29-ში არენა ტრადიციულად გადაიჭედება.
საინტერესოა ნატურალიზებული ბულგარელის საკითხიც. შარშან ევრობასკეტზე გუნდში ერლ როულანდი თამაშობდა, მანამდე იბრაიმ ჯაბერი, ხოლო 2006 წელს როდერიკ ბლენკლი. ეს უკანასკნელი გამოირიცხა, თუმცა მწვრთნელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, როულანდს დაიმატებენ თუ ჯაბერს.
- მწვრთნელი გაესაუბრება როულანდსა და ჯაბერს, რომლებსაც ბულგარული პასპორტები აქვთ. მათთან ლაპარაკის შემდეგ გაირკვევა, ამ ზაფხულს რომელი მათგანი დაიცავს ბულგარეთის ნაკრების ღირსებას, - ამბობს მიხაილ მიხოვი.
შეგახსენებთ, რომ ჯაბერი მუსლიმია და შარშან ბულგარეთის მაისურით იმიტომ არ ითამაშა, რომ რამადანი დაემთხვა. იგი როულანდზე მაღალი კლასისაა.
ბულგარეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი უკვე ელაპარაკა ძმებ ივანოვებს (ერთი იტალიაში თამაშობს, მეორე - ესპანეთში) და ფილიპ ვიდენოვს, რომლებიც შეკრების დაწყებისთანავე შეუერთდებიან ნაკრებს. წლეულს გუნდს გამოაკლდება ტოდორ სტოიკოვი, რომელიც წლების განმავლობაში ბულგარელთა ლიდერი იყო. მას 2000-01 წლებში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია. 2001 წლის 25 აგვისტოს სტოიკოვმა, თითქმის მარტომ (ცოტა მსაჯებიც წაეხმარნენ) დაამარცხა ქართველები (85:66) - 30 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
- ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელს ველაპარაკე და ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი - სანაკრებო კარიერა დავასრულე და გუნდში ადგილი ახალგაზრდებს დავუთმე, - ეს ტოდორ სტოიკოვის სიტყვებია.
ჩვენს მეტოქეზე საუბარს ერთი მნიშვნელოვანი თემით დავასრულებთ: ბულგარეთის კალათბურთის ფედერაცია 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ფიბაში განაცხადის შეტანას აპირებს.
1

ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები