მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-09
გლობუსა ქართული, ფრანგული და ქუთაისური რაგბის სამსახურში
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კასტრის" შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე სამ თვეზე მეტია, მკურნალობს. საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში "გლობუსა" მძიმედ დაშავდა. მისი გამოცდილება და ოსტატობა ორივე გუნდს, ნაკრებსაც და "კასტრსაც" მნიშვნელოვნად დააკლდა. აქვსენტი წარმოშობით ქუთაისელია და იქაური რაგბის ამჟამინდელი წინსვლა გარკვეულწილად მასთან და მის ოჯახთანაცაა დაკავშირებული. საკლუბო კარიერისა და ქუთაისური რაგბის თემებზე სასაუბროდ მას "კასტრის" სარეაბილიტაციო ცენტრში დავუკავშირდით.
- საკმაოდ სერიოზული ტრავმა მქონდა, წვივის პატარა ძვალი გავიტეხე და კოჭის ორი მყესი გამიწყდა. ოპერაცია გავიკეთე და სამი კვირაა, სარეაბილიტაციო ცენტრში კურსს გავდივარ. ფეხი მოსუსტებული იყო და მის მომაგრებაზე ვმუშაობდით. გუშინ პირველად შევძელი ძუნძულით სირბილი. აქ კიდევ ორ კვირას დავყოფ, მერე გუნდს შევუერთდები, მაგრამ არ მგონია, სრული დატვირთვით ვივარჯიშო. ალბათ, ინდივიდუალური პროგრამა მექნება და ცალკე ვივარჯიშებ.
- მეტოქემ ტრავმა განზრახ მოგაყენათ, რის გამოც კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვეთ. შესაბამისად, დაზარალდით ფინანსურადაც...
- დიახ, ასეა, მას სადისციპლინო კომიტეტმა ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა. არადა, ვფიქრობდი, სულ ცოტა, სამი თვით აუკრძალავდნენ თამაშს. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, ხელფასს სოცდაზღვევა მიხდის. თუ კომპენსაციას მოვითხოვდი, მაშინ ფიჯელისთვის პოლიციაში უნდა მეჩივლა მისი აგრესიული საქციელის გამო. ამას მოჰყვებოდა სასამართლო, ადვოკატები, მოსამართლეები... ერთი სიტყვით, ამის გაკეთების არც სურვილი მქონდა, არც დრო და არც ჯანმრთელობა.
- კლუბში ხომ არაფერი შეცვლილა. "კასტრთან" რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვთ?
- კონტრაქტით "კასტრში" ერთი პლუს ერთი სისტემით ვითამაშებ. მწვრთნელი ლამის ყოველდღე მირეკავს და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება. უნდა, რომ ახალი სეზონის პირველივე ტურებში შევძლო თამაში. საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტური 14 აგვისტოსაა. ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მაგ დროისთვის თამაშს ვერ შევძლებ. უფრო სექტემბრის დასაწყისისთვის ვიქნები მზად. არ მინდა, რეაბილიტაცია ფორსირებულად გავიარო და ნაადრევად შევუდგე თამაშს. ხომ შეიძლება, ბოლომდე მოურჩენელი ტრავმა ისევ გავიმიზეზო და საქმე გავართულო.
- "კასტრში" ახლახან კიდევ ერთი ქართველი - ანტონ ფეიქრიშვილი ჩაირიცხა...
- დიახ, ანტონი ახლა ჩემთან ერთად იმყოფება სარეაბილიტაციო ცენტრში. ისიც მკურნალობს. ბოლოსწინა ტურის მატჩში "აჟენის" შემადგენლობაში თამაშისას მკერდის კუნთი გაიწყვიტა და ოპერაცია გაიკეთა.
- თქვენმა გუნდმა შარშან ურიგოდ არ ითამაშა. ჩემპიონობის მოპოვების შანსიც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას ვერ მიაღწიეთ, ალბათ, სეზონი მაინც დადებითად შეფასდა...
- სეზონის დაწყების წინ მიზნად დაგვისახეს პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნება. წინასწარი გეგმით, თუ აუტსაიდერებში არ ვიქნებოდით, რაც შეიძლება წინ უნდა წავსულიყავით. რა აუტსაიდერები, მთელი სეზონი პირველ ადგილზე ვიყავით. პლეი ოფშიც ვითამაშეთ. ცხადია, ყოველივე ეს დადებითად შეფასდა.
- მადა ჭამაში მოდისო და, მომავალ სეზონში, ალბათ, მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება...
- არ ვიცი. ჯერ არაფერი უთქვამთ. ივლისის შუა რიცხვებში გუნდის კრება ჩატარდება და მაშინ გვეტყვიან, რა მიზნები აქვთ. თუმცა, სავარაუდოდ, პლეი ოფში გასვლას ან "ჰეინეკენის თასზე" ასპარეზობის უფლების მოპოვებას მოგვთხოვენ. ახლა ევროთასების ორგანიზატორები "ჰეინეკენის თასზე" მოთამაშე გუნდებს სერიოზულ ფულს უხდიან და ყველას უნდა იქ მოხვედრა.
- მოდი, კასტრიდან ქუთაისში გადავინაცვლოთ. "აიამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე მოიგო. შვიდიდან ექვს მატჩში გაიმარჯვა და გათამაშების ლიდერია. რას შეიძლება ემყარებოდეს ქუთაისური გუნდის ასეთი წინსვლა?
- "აიას" მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე, როგორც ჩანს, საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს. მისი ასისტენტი ჩემი ძმაა და ამიტომ მასზე არაფერს ვიტყვი. ვხედავ, რომ სწორ გზაზე დგანან. კლუბის პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს.
ერთ წელიწადში გუნდის ჩამოყალიბება ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ ვერ აჩვენა "აიამ" შარშან კარგი შედეგი. პატარ-პატარა ხარვეზები თითქმის ყველა კომპონენტში ჰქონდათ. ბევრი იყო ტექნიკური წუნი უკანა ხაზში, შერკინებაშიც საკმაოდ იყო პრობლემები, დამრტყმელიც ვერ იდგა სათანადო დონეზე. წლეულს ეს ყოველივე ნელ-ნელა გამოსწორდა. კლუბის ბიუჯეტიც გაიზარდა, გუნდი შეიკრა, შეთამაშდა და შედეგიც სახეზეა.
ვფიქრობ, მეორე წრეში "აია" უკეთ ითამაშებს. ლიდერებს ყველას შინ იღებს და ამით გარკვეული უპირატესობა აქვს. ერთი სიტყვით, ქუთაისის "აიას" ასეთი კარგი სეზონი დიდი ხანია, არ ჰქონია. გუნდი აღმავლობის გზაზეა. ახლა მთავარია, ოთხეულში მოხვდეს. პლეი ოფში კი ბრძოლა თავიდან იწყება. სამუშაო და დასახვეწი გუნდის თამაშში ჯერ კიდევ ბევრია.
- ქუთაისში სარაგბო ინფრასტრუქტურასაც მალე ეშველება. "აია" რომ თანამედროვე კლუბის სტანდარტებს უახლოვდება, ეს კლუბის ახალი, მაღალი ხარისხის ოფიციალური ვებგვერდის შექმნითაც დასტურდება...
- გეთანხმებით. მართლაც ბრწყინვალე საიტია. საქართველოში, ალბათ, საუკეთესო. იქ ყველა საჭირო ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია. ფოტოები, "აიას" მატჩების ვიდეორგოლები, გუნდის ისტორია, ამჟამინდელი წევრების მონაცემები, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული და იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაუმჯობესდება, დაიხვეწება.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ "აიას" მუდმივად ეხმარებით, გვერდში უდგახართ, მწვრთნელებს, მოთამაშეებს გამოცდილებას უზიარებთ. უახლოეს მომავალში ქუთაისში ჩასვლას ხომ არ გეგმავთ?
- რომ არ დავშავებულიყავი, ქუთაისში ერთი თვით ჩავიდოდი. ახლა დროში შეზღუდული ვარ. სარეაბილიტაციო კურსს 18 ივნისს ვამთავრებ. პირველი ივლისიდან კი კლუბი მორაგბეებს ათი დღით შვებულებაში უშვებს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად ჩავალ ქუთაისში და ათი დღე გუნდთან ერთად ვიქნები. გუნდის თამაშში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება საჭირო არ იქნება. პატარა დეტალებზე გვექნება საუბარი. მანამდე ვეცდები, გუნდის ყველა თამაშის ვიდეოფირი ვნახო. ვფიქრობ, ამ მცირე დროს ნაყოფიერად გამოვიყენებთ.







ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი