მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-09
თან ამერიკაში, თან როდოსის კუნძულზე
ამერიკის შტატებში კარგად გარკვეულებს ახსნა არ დასჭირდებათ, რომ კონექტიკუტსა და მასაჩუსეტს შორის მდებარეობს შტატი როდ აილენდი (რაც სრულად როდოსის კუნძულად ითარგმნება). ლევან შენგელია სწორედ ამ შტატში, ამავე სახელწოდების კოლეჯში ჩაირიცხა და გაისად NჩAA-ში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ლევანმა გამოცდები 2009 წლის ზაფხულში ჩააბარა, თუმცა ერთ საგანში ქულა დააკლდა და ამიტომ როდ აილენდში ვერ დარჩა. იგი გასულ სეზონში "მეინ სენთრალში" თამაშობდა და "როდ აილენდის" კოლეჯში ჩასაბარებლად ემზადებოდა. მეინში სეზონის დასრულების შემდეგ შენგელიამ როდოსს მიაშურა, გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და გუნდთან ერთად უკვე მომავალი სეზონისთვის ემზადება.
მისი ახალ გუნდში გადასვლის ამბავს "პროვიდენს ჯორნელმა" ცალკე სტატია მიუძღვნა:
"როდ აილენდის კოლეჯის მწვრთნელმა ჯიმ ბეირონმა საზოგადოებას განუცხადა, რომ ახალ სეზონში გუნდში ტანმაღალი ქართველი ლევან შენგელია ითამაშებს. ამ კალათბურთელის დამატება კოლეჯის მწვრთნელს შარშანაც სურდა, მაგრამ საგამოცდო ქულები დააკლდა და ერთი სეზონი მოცდამ მოუწია.
სკაუტების თქმით, შენგელიას შეუძლია თამაში როგორც ცეტრად, ასევე ფორვარდად; შესანიშნავი მეპასეა; კარგად ისვრის როგორც ახლო, ასევე შორი მანძილიდან. სკაუტები ასევე ვარაუდობენ, რომ ქართველი კარგად მოერგება მაღალ ტემპში მოასპარეზე "როდ აილენდს". ზოგი სკაუტი შენგელიას "დეტროიტის" ვარსკვლავ ბილ ლემბირს ადარებს. ლევანი გასულ ზაფხულს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თამაშობდა, 12.9 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებდა. 10 სამქულიანიდან 3 ჩააგდო.
- იგი ფიზიკურად ძლიერია. სასარგებლოა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. რაც მთავარია, იცის, როგორ უნდა თამაში - ჭკვიანი კალათბურთელია, - ასე ახასიათებს ლევანს მთავარი მწვრთნელი ბეირონი."
ახლა დროა, თავად შენგელიას მოვუსმინოთ, რომელიც ივლისის დასაწყისში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
- უკვე როდ აილენდში ვარ და აქტიურად ვემზადები. მინდა, საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ სათანადო ფორმაში ჩავდგე და ვუჩვენო, რა შემიძლია. გასულ სეზონში არ გამიმართლა: ფეხები მაწუხებდა, თან კოლეჯის გამოცდა დაემთხვა და ნაკრების დატოვებამ მომიწია. 25-26 ივნისს თბილისში ჩამოვალ და ავსტრიისთვის მზადებას განვაგრძობ.
- როდ აილენდში ვისთან ერთად ვარჯიშობ?
- აქ საზაფხულო გაკვეთილებზე დავდივარ და სხვა კალათბურთელებთან ერთად ვემზადები. დილის 6 საათზე ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ, შემდეგ ინდივუდუალური წვრთნა გვეწყება, რაც საათნახევარს გრძელდება. ამას გაკვეთილები მოჰყვება. მერე კი ხუთი-ხუთზე ვთამაშობთ.
- ახალ გუნდზეც გვითხარი ორიოდე სიტყვა.
- აქაურობა ძალიან მომწონს. "როდ აილენდი" კოლეჯების ლიგის საუკეთესო 50 გუნდს შორისაა. გასულ სეზონში რეგულარული ეტაპი მეხუთე ადგილზე დაასრულა, მაგრამ შემდეგ ნახევარფინალში წააგო. გაისად მაღალ მიზნებს ისახავს, რაშიც მწვრთნელს ჩემი იმედიც აქვს. "როდ აილენდი" სხვებისგან ათლეტურობით გამოირჩევა. თილისმა ვერძია. მწვრთნელმა გუნდის სახელში სიტყვა მორბენალი ჩაამატა - როდ აილენდის მორბენალი ვერძები.
- რა პოზიციაზე მოგიწევს თამაში?
- ცენტრად და მძიმე ფორვარდად. თუმცა გუნდი მაღალ ტემპში თამაშობს და ალბათ ხშირად პერიმეტრზე ამოსვლაც მომიწევს. მწვრთნელის თქმით, ჩემი მთავარი პლუსი დაცვაში თამაშია. ამიტომ ამ მხრივაც დავიტვირთები. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- გასულ სეზონზე არაფერი გვითქვამს...
- შარშან მეინ სენთრალის უნივერსიტეტში ვთამაშობდი, რაც ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო როდ აილენდის გზაზე. ფარქვეშაც ვირჯებოდი და პერიმეტრზეც. სხვათა შორის, სამქულიანებში თანაგუნდელთა შორის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მქონდა. რაც შეეხება გუნდის გამოსვლას, ყველა კმაყოფილი დარჩა - შეჯიბრების ნახევარფინალში გავედით, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგი გამოდგა.







ავტორი:  ვაჟა სიმონიშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი