მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-09
მეტრეველი სიმბოლურში
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა იტალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ეს შეჯიბრება ყოველწლიურად ივნისის დასაწყისში იმართება. 2008 და 2009 წლებში ჩემპიონობა არავის დაუთმო ნიკა მეტრეველის "მონტეპასკიმ". სიენელები წლეულსაც ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ დაძაბულ ფინალში "ვირტუსთან" დათმეს - 59:68.
იტალიურ საიტ ბასკეტნეტზე ფინალში ნიკას თამაში დადებითადაა შეფასებული. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ქართველმა თანაგუნდელებს 14 ქულა და 15 მოხსნა შეაწია.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ შედგა სიმბოლური ნაკრები, რომელშიც მეტრეველი ზედიზედ მეორედ მოხვდა: მარული (ბერგამო), მორასჩინი, გაძოტი (ორივე - ვირტუსი), მეტრეველი (მონტეპასკი), დეგარა (ბენეტონი).
თხრობა ცხელი ამბით დავიწყეთ, თუმცა არანაკლებ საინტერესოა მეტრეველის თამაში მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში. იტალიის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი შეიკრიბა, რომლებიც მეოთხედფინალურ წყვილებად განაწილდნენ. "მონტეპასკის" მეტოქედ "ტრიესტე" ერგო. სიენელებმა 10 ქულის სხვაობით მოიგეს - 93:83. ნიკამ მატჩი 10 ქულით დაასრულა.
ნახევარფინალში "მონტეპასკის" გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში ფინალის საგზური მეტრეველის გუნდმა მოიპოვა - 72:68. სიენელთა წარმატება უმთავრესად ქართველის დამსახურებაა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო და მონტეპასკელთა ბომბარდირი გახდა.
მეორე ნახევარფინალში "ვირტუსმა" "ბერგამო" იოლად დაამარცხა - 82:69. ფინალზე უკვე მოგითხრეთ...






ავტორი:  ვაჟა სიმონიშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი