მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
იტალია ჩვეულ სტიქიაში
14 ივნისი. ქეიფ თაუნი. გრინ პოინტი. 65 000 მაყურებელი
იტალია-პარაგვაი 1:1
იტალია (4-2-3-1): ბუფონი (46. მარკეტი) - ძამბროტა, კანავარო, კიელინი, კრიშიტო - დე როსი, მონტოლივო - მარკიზიო (59. კამორანეზი), იაკუინტა, პეპე - ჯილარდინო (72. დი ნატალე).
პარაგვაი (4-4-2): ვილიარი - ბონეტი, ალკარასი, და სილვა, მორელი - ვერა, სანტანა, კასერესი, ა. ტორესი (60. სანტანა) - ვალდესი (68. სანტა კრუსი), ბარიოსი (76. კარდოსო).
გოლები: 0:1 ალკარასი (39), 1:1 დე როსი (68)
მატჩი დაიწყო: იტალია; დარტყმა: 6(5)-7(1); ჯარიმა: 15-14; კუთხური: 8-4; გაფრთხილება: 1-1; ბურთის ფლობა: 52%-48%.
არბიტრი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა)
საინტერესო მომენტები
20" - რიკარდო მონტოლივომ მოედნის ცენტრში მცველისგან ბურთის სახით საჩუქარი მიიღო, დაიძრა მეტოქის საჯარიმოსკენ და დაარტყა კიდეც, თუმცა პარაგვაელთა კიპერი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
22" - მარჯვენა ფრთიდან წამოწყებული პარაგვაელთა იერიში, კარგი პასით და არეულიო ტორესის სახიფათო დარტყმით დასრულდა.
40" - სტანდარტული სიტუაცია პარაგვაელებმა გოლად აქციეს: დაახლოებით 35 მეტრიდან საჯარიმო რბილად ჩაგდებულ ბურთს ანტოლინ ალკარასმა დაჰკრა თავური და ჯანლუიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა - 0:1.
50" - იტალიელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ვერამ ისარგებლა და დაარტყა, ბურთმა კარის მარკეტისაგან ახლო ცხრიანს ჩაუწუილა.
52" - მონტოლივომ დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან და მეკარემ იმარჯვა.
63" - სიმონე პეპემ კუთხური ჩააწოდა, კარიდან გამოსული პარაგვაელთა კიპერი ბურთს ასცდა და დანიელე დე როსის ანგარიშის გაქვითვის საშუალება მისცა - 1:1.
66" - მარცხენა ფრთიდან პარაგველთა გარღვევას, შესანიშნავი პასი და სანტანას არაზუსტი დარტყმა.
78" - სიმონე პეპემ ანტონიო დი ნატალესგან გრძელი გადაცემა მიიღო, საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, თუმცა მეკარემ იმარჯვა.
82" - მონტოლივოს შორეული დარტყმა ისევ და ისევ პარაგვაელთა კიპერმა, ვილარმა მოიგერია.
შეგვიძლია შევიდეთ `სკუადრა აძურას~ გულშემატკივრების მდგომარეობაში - ისე როგორ იქნება, რომ იტალია არ დაიტანჯოს და ტიფოზებიც ანალოგიურ დღეში არ ჩააგდოს. მარჩელო ლიპიმ კი თქვა რიხით დავიწყებთო, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - იტალიამ ტრადიციული სტარტი აიღო და პირველივე შეხვედრაში ორი ქულა დაკარგა. შედეგი პარაგვაელთათვის ნამდვილად მისწრებაა, იტალიელებისთვის კი მოდით ასე ვთქვათ, ჩვულებრივი ამბავი.
მარჩელო ლიპიმ 4-3-2-1 ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე ალბერტო ჯილარდინო გაამწესა. მოულოდნელად, სათადარიგოთა სკამზე დარჩა ანტონიო დი ნატალე, ძირითადში კი გარემარბებად ვინჩენცო იაკვინტა და სიმონე პეპე ვიხილეთ. ეს უკანასკნელი მეტად აქტიური იყო, ძალიან ბევრი ირბინა და საგოლე გადაცემაც მიითვალა აქტივში, მაგრამ ამასთან, ბევრი წუნიც ჰქონდა. ჩრდილში იყო იაკვინტა და მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა არ დაუკლია, მისგან მაინც მეტს მოველოდით. თუმცა, ლიპი უცნაური კაცია და შესაძლოა ზუსტად იმას მოელოდა და მოითხოვდა, რაც ვინჩენცისგან მიიღო.
ხერარდო მარტინომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და როკე სანტა კრუზი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ძირითადში ბარიოსის და ვალდესის ტანდემი გაამწესა, რომლებმაც თავი არ დაზოგეს, მაგრამ მთები გადაატრიალეს-თქო, ვერც ამას დავიჩემებთ. სანტა კრუზი მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში, თუმცა თავის გამოჩენა ვერც მან მოახერხა. სამაგიეროდ, გაიტანა ალკარასმა და გახსნა კიდეც ანგარიში. თავური დარტყმით შეარხია ჯიჯი ბუფონის კარის ბადე და უნდა აღინიშნოს, რომ იმ ეპიზოდში უკეთ შეეძლოთ თამაში დანიელე დე როსის და ფაბიო კანავაროს. სწორედ ისინი ედგნენ ახლოს ალკარასს, რომელმაც საგოლე დარტყმის განხორციელება მოახერხა.
მეორე ნახევარში მარჩელო ლიპიმ ტაქტიკა და... მეკარე შეცვალა. იტალია 4-4-2-ზე გადააწყო. მოედანზე მაურო კამორანეზი გამოჩნდა, რომელმაც მარჯვენა ფლანგი ჩაიბარა, სიმონე პეპემ კი ოდნავ უკან დაიხია და მარცხენა ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამან გაამართლა. იტალიამ კიდევ უფრო აქტიურად შეუტია და გაათანაბრა კიდეც ანგარიში - კუთხურის შემდეგ პარაგვაელთა მეკარე გამოსვლისას შეცდა და დე როსი საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და 1:1.
კიდევ რა შეიძლება ითქვას იტალიაზე? - `აძურამ~ არ ითამაშა დაცვიდან და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. პირიქით, გუნდი შეტევაზე გახლდათ ორიენტირებული და ბურთსაც აკონტროლებდა. შეხვედრის ბოლო ოცი წუთი სულაც სრული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარმართა და რამდენჯერმე ახლოსაც იყო მეორე გოლის გატანასთან. იტალიას აქვს პოტენციალი და ეს ნათლად გამოჩნდა - მცირე იყო ტექიკური წუნი, თუმცა ტემპი იყო დაბალი და ალბათ, ამ მხრივ უნდა მოუმატონ ყველაზე მეტად აძურელებმა. დიდია შანსი, მომდევნო შეხვედრაში ლიპიმ შემადგენლობა გადაახალისოს. რაც შეეხება ბუფონის შეცვლას, ამაზე ლიპი იტყვის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, მანამდე კი გეტყვით, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა იტალიის ნაკრების მეკარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის მატჩში შეცვალეს. 1994 წელს, ნორვეგიასთან მატჩში, კარში ჩადგა ლუკა მარკეჯანი, რომელმაც შეცვალა... რობერტო ბაჯო. საქმე ისაა, რომ იმ თამაშში `აძურას~ მეკარე ჯანლუკა პალიუკა გააძევეს...
საუკეთესო ფეხბურთელი
ანტოლინ ალკარასი (პარაგვაი)
გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, დაცვაშიც უბადლოდ ითამაშა და არაერთხელ ჩაშალა იტალიელთა მწვავე იერიში. აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამპლუით მცველი გახლავთ. ყველგან ასწრებდა ყოფნას: მარჯვნივ, მარცხინვ და ცენტრშიც. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობაზე მას მხოლოდ კანავარო თუ გაუწევს კონკურენციას, რომელმაც რიგ ეპიზოდებში ძველი ფაბიო გაგვახსენა. თუმცა, გაშვებული გოლის ეპიზოდში უკეთ შეეძლო თამაში.
მატჩის შემდეგ
მარჩელო ლიპი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): `ძალიან გული მწყდება. გამარჯვება დავიმსახურეთ, ხელში კი მხოლოდ ერთი ქულა გვიჭირავს. ისე გამოვიდა, რომ პარაგვაიმ კარში პირველივე დარტყმა გოლად აქცია და ეს მოჰყვა სტანდარტულ სიტუაციას. მეორე ტაიმში ჩემმა ბიჭებმა შესაბამისი რეაქცია გამოავლინეს და კარგი თამაშიც გააჩაღეს, მეტოქე კი დაცვაში ჩაჯდა და მეორე ნახევარში არაფერი შეუქმნია... სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. აშკარაა, რომ შეტევაში თამაში უნდა გამოვასწოროთ და მომავალი მატჩის წინ სწორედ ამაზე ვიმუშავებთ. ბუფონი? მას წელი ასტიკვდა და ბუნებრივია, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი შეცვლა. ითამაშებს თუ არა მომდევნო მატჩში, ჯერ არ ვიცი. ვნახოთ... ექიმები მეტყვიან~.





ავტორი:  ლაშა წიკლაური


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი