მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
მატა მატა პორტ ელიზაბეთში: პორტუგალია სკანდალით იწყებს
15 ივნისი. პორტ ელიზაბეთი. ნელსონ მანდელა ბეი. 18:00
კოტ დ`ივუარი-პორტუგალია
სავარაუდო შემადგენლობები
კოტ დივუარი (4-2-3-1): ბარი - კ. ტურე, ებუე, ბოკა, ტიენე - ი. ტურე, ზოკორა - ჟერვინიო, რომარიკი, ტიოტე - დროგბა.
პორტუგალია (4-2-3-1): ედუარდო - მიგელი, კარვალიო, ალვეში, დუდა - მეირელეში, ველოზო - რონალდო, დეკუ, სიმაო - ალმეიდა.
არბიტრი: ხ. ლარიონდა (ურუგვაი)
ესეც `სიკვდილის ჯგუფი~! დღეს, 18 საათზე აღმოსავლეთ კონცხის პროვინცია `სიკვდილის ჯგუფად~ მონათლულ G ჯგუფის პირველ და, შესაძლოა, გადამწყვეტ შეხვედრას მასპინძლობს. ამ ჯგუფში უდავო ფავორიტად პენტაკამპეონე ბრაზილიას მიიჩნევენ, ამიტომაც, ცხადია, კარლუშ კეირუშის პორტუგალიის ნაკრებისა და სვენ გორან ერიქსონის კოტ დ`ივუარის გუნდის დაპირისპირებას ბევრი მეორე ადგილისთვის ბრძოლად მიიჩნევს.
შეიძლება ითქვას, `ნელსონ მანდელა ბეის~ სტადიონზე ეს გუნდები დღეს ურთიერთშეხვედრების ისტორიის პირველ თავს დაწერენ. აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს არსად გადაყრიან. `სპილოები~ მუნდიალზე მეორედ ითამაშებენ. მათი დებიუტი 4 წლის წინათ, გერმანიაში შედგა. დიდიე დროგბამ და კომპანიამ მაშინ ჯგუფში ერთი თამაში მოიგო და ორი დათმო არგენტინასა და ჰოლანდიასთან.
პორტუგალიელებმა მუნდიალზე უკვე ოთხჯერ ითამაშეს, აქედან პირველად და ბოლოს ძალზე წარმატებულად, 1966 წელს ეუსებიო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პორტუგალიის ნაკრები კი მე-3 ადგილზე გავიდა. 1986 და 2002 წლებში პორტუგალია ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2006 წელს გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა.
კოტდივუარელთა წარმატება დიდად არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არა გუნდის კაპიტანი დიდიე დროგბა თამაშს. 4 ივნისს იაპონიის ნაკრებთან სპარინგში `ჩელსის~ ფორვარდმა ხელი მოიტეხა. ახლა კი ლამის ნახევარი დასავლეთი აფრიკა დროგბას ხელს შეჰყურებს. საინტერესოა, როგორ ათამაშებს მუნდიალზე აფრიკულ გუნდს შვედი სპეციალისტი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ ჩაუდგა სათავეში `სპილოებს~.
წინა მუნდიალზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ პორტუგალიას კინაღამ ჩაუვარდა საკვალიფიკაციო ეტაპი, კეირუშის გუნდმა პლეი ოფში ბოსნიის ნაკრების დამარცხებით მოიპოვა სამხრეთი აფრიკის საგზური, თუმცა ბოლო ამხანაგური მატჩები გვანახებს, რომ პორტუგალია ნელნელა იბრუნებს ფორმას. სამუნდიალე მზადება კი ნანის ტრავმამ შეაფერხა, `მანჩესტერ იუნაიტედის~ ვარსკვლავი დღეს უკვე პორტუგალიაშია, მისი თამაში მუნდიალზე გამოირიცხა. ისევე როგორც კოტ დივუარის ნაკრებს, პორტუგალიასაც ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომლის თამაშზეც დიდად არის დამოკიდებული ნაკრების წარმატებად - კრიშტიანო რონალდო. რონალდო და დროგბა მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, ბუნებრივია, რომ არცთუ ფავორიტ ნაკრებებში ისინი გამორჩეული ფეხბურთელები არიან.
2002 და 2006 წლების ჩემპიონატებში ერიქსონმა თავისი გუნდები მეოთხედფინალში გაიყვანა, ბუნებრივია ამის გაკეთება კოტ დივუართან ერთად ძალიან ძნელი იქნება. მით უმეტეს, რომ შვედი სულ რაღაც 74 დღეა აფრიკელთა მწვრთნელი.
რომელ ფეხბურთელებზე გვმართებს ყურადღების გამახვილება? ბუნებრივია, დროგბასა და რონადლოზე. თუმცა ერთია, დროგბამ შეიძლება ვერ ითამაშოს. ამ შემთხვევაში აფრიკული გუნდიდან გირჩევთ კოლო ტურეს თამაშს დააკვირდეთ. დროგბას არყოფნაში მას კაპიტნის სამკლავური ანდეს, `მანჩესტერ სიტის~ ცენტრალურ მცველს დიდი ჯაფა დაადგება, მისი ერთ-ერთი მისია კრიშტიანო რონალდოს განეიტრალებაც იქნება. იყო დრო, ინგლისურ პრემიერლიგაში ტურესა და რონალდოს დუელი ბევრჯერ შემდგარა.
დავუბრუნდეთ დიდიე დროგბას ტრავმას. ჯერჯერობით ოფიციალურად არც ის უთქვამთ, რომ დროგბას თამაში გამოირიცხა და არც ის, რომ მან შეძლო გამომჯობინება. ერიქსონმა კი უკვე განაცხადა, რომ დაიწყო ეგრეთ წოდებული B გეგმის შემუშავება - დროგბას გარეშე. დროგბას გამოჩენა დიდი ფსიქოლოგიური პლუსი იქნება აფრიკული გუნდისთვის.
პორტუგალიის ნაკრებში კი სკანდალია - ლისაბონში ჩასულმა ნანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ... ის მომავალი კვირისთვის უკვე მზად იქნებოდა სათამაშოდ. პორტუგალიაში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ ნანის სამშობლოში გაბრუნების უკან რაღაც იმალება. ნანიმ ცეცხლზე ნავთი იმითაც დაასხა, რომ განაცხადა დეკუც ტრავმირებულია და მისი თამაშიც პირველ მატჩში გამორიცხულიაო, მაგრამ დეკუ არავის ამოუგდია ნაკრებიდანო. ვნახოთ, თუ ეს მართალია (ამას დღესვე გავიგებთ, როცა გუნდები ჰიმნების მოსასმენად გავლენ), მაშინ მართლაც `რაღაც~ ხდება პორტუგალიის ნაკრებში.
ამბობენ, რომ პორტუგალიის ნაკრების მარცხენაფლანგელი სიმაო გამოფიტულია, თუმცა ის მაინც შეძლებს თამაშს თავის ფლანგზე, მარჯვნივ კი ჩვეულებრივად კრიშტიანო რონალდო ითამაშებს. უგო ალმეიდამ მოზამბიკის ნაკრებთან დუბლი შეასრულა, შესაძლოა ამით მან სასტარტოში ადგილი მოინადირა.
კარლუშ კეირუში: `ხვალ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს ვთამაშობთ. რა დროს ნანის ტრავმაა. ახლა ჩვენ მხოლოდ ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ვაჯობოთ მეტოქეს. თუკი ნანი მართლაც ოთხ დღეში გამოჯანმრთელდება კარგი იქნება, თუმცა ახლა ნამდვილად არ არის ამის დრო, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია, ნანიზე კი შემდეგ ვისაუბროთ~.
დეკუ: `ჩვენ ვიცით, რომ ნანიმ მხარი დაიზიანა და მას კარგა ხანი დასჭირდება გამოსაჯანრთელებლად. ბუნებრივია, ფეხბურთელები ყველა ინფორმაციას ვერ ვფლობთ. ნანისი კარგად მესმის ის ძალზე გულდაწყვეტილია~.
კრიშტიანო რონალდო: `ჩემი მიზანი ყოველთვის ერთია - ვიყო საუკეთესო. მინდა `ავფეთქდე~ ამ მუნდიალზე. არა მგონია, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცება მჭირდებოდეს, როცა ვამბობ `ავფეთქდეს~ ვგულისხმობ, ვითამაშო ისე კარგად, როგორც შემიძლია და დავეხმარო გუნდს მოგებებში. ამბობენ, რომ ნაკრებში ნაკლებად გამაქვს გოლები, ამაზე არ ვწუხვარ, რადგან გოლები კეტჩუპივით არის, როცა ის ბოთლიდან გადმოდის, გადმოდის თითქმის მთლიანად, გოლებიც ასე მოვა ერთბაშად. ვიმედოვნებ, რომ კოტ დივუარის ნაკრებს გავუტან. ორ საწყის თამაშს თუ მოვიგებთ, ჯგუფური ეტაპიდან გავალთ. შემდეგ კი, როგორც ჩემი მეგობარი სკოლარი იტყვის ხოლმე `მატა მატაა~, ყველაფერი შეიძლება მოხდეს~.
რონალდოს სიტყვებს განვმარტავთ, მატა მატა ესპანურად ნიშნავს - მოკალი ან მოგკლავენს...






ავტორი:  ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი