მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
ანტიჩი: გერმანიასთან სულ სხვა სერბეთს ნახავთ! მწვრთნელმა შეცდომები აღიარა, კუჟმანოვიჩმა კი სამშობლოს მოუბოდიშა
სერბეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მთელ მსოფლიოს იმედები გაუცრუა. რადომირ ანტიჩის გუნდისგან ყველა გაცილებით უკეთეს თამაშს და შედეგს ელოდა, მაგრამ სერბებმა განასთან ამაზრზენად ითამაშეს და დამარცხდნენ. როგორც იცით, განამ გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც სერბების საყრდენი ნახევარმცველის, ზდრავკო კუჟმანოვიჩის ბრალი იყო - `შტუტგარტის~ ჩამშლელმა შუახაზელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. თუმცა მატჩის შემდეგ კუჟმანოვიჩმა მთელ სერბეთს ბოდიში მოუხადა. შეცდომები ანტიჩმაც აღიარა და გულშემატკივრებს დაჰპირდა, მეორე ტურში, გერმანიასთან სულ სხვა სერბეთს იხილავთო.
`ვფიქრობდი, რომ განასთან შეხვედრაში წარმატებას მშვიდი თამაშით უფრო მივაღწევდით, ვიდრე აგრესიული ფეხბურთით. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორად ვერ გავთვალე, რადგან შედეგი თვალსაჩინოა - ჩვენ წავაგეთ. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი ფეხბურთელები ზედმეტად ნერვიულობდნენ. ეს თამაში უკვე ჩავლილია და ჩვენც წინ უნდა გავიხედოთ. მეორე შეხვედრა ჯგუფისა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ გერმანიასთან გვიწევს და ამ მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ,~ - განუცხადა ანტიჩმა ჩვენს სერბ კოლეგებს.
მწვრთნელი გულშემატკივრებს იმასაც ჰპირდება, რომ მისი გუნდი გერმანიასთან სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს. `განასთან განცდილი მარცხი გვაიძულებს, გერმანიასთან და ავსტრალიასთან მატჩებისას შევუტიოთ. ყურების ჩამოყრის უფლებას არავის მივცემ. ორი თამაში დაგვრჩა და ჯგუფიდან გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია. ასე რომ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ,~ - ამბობს 61 წლის სპეციალისტი.
გუნდის კაპიტან დეიან სტანკოვიჩსაც სჯერა, რომ ის და მისი თანაგუნდელები თამაშს გამოასწორებენ და გერმანიასთან წარმატებას მიაღწევენ. `გერმანიის ნაკრების დამარცხება საოცრად ძნელია, მაგრამ მე მჯერა ჩვენი გუნდის. განასთან წაგების შემდეგ, უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს. ასე რომ, მოედანზე თითოეულმა ჩვენგანმა თავი უნდა დადოს,~ - ამბობს 31 წლის სტანკოვიჩი.
კუჟმანოვიჩმა კი თანაგუნდელებს, მწვრთნელს და სერბეთის ნაკრების გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა: `სისულელე გავაკეთე და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს!~
აქვე გეტყვით, რომ გერმანიასთან (18 ივნისს) ანტიჩი დაცვის ცენტრში დორტმუნდელ ნევენ სუბოტიჩს ათამაშებს, რადგან ალეკსანდარ ლუკოვიჩი განასთან მატჩში გაძევების შემდეგ დისკვალიფიცირებულია.





ავტორი:  მოამზადა გოტფრიდ ლენცმა


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი