მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
კაპელომ სკამზე რატომ დამსვაო...
როგორც ირკვევა, უკმაყოფილების გამოხატვა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებსაც შესძლებიათ - მეკარე დევიდ ჯეიმსი განაწყენდა, ფაბიო კაპელომ სათადარიგოთა სკამზე რატომ დამსვაო. `პორტსმუთის~ კარის დარაჯი აცხადებს, რომ ის ჯანზეა და მზადაა ითამაშოს. დაგვეთანხმებით, უცნაურია! როგორც ჩანს, გუნდში ურთიერთობის პრობლემაა, თორემ, როგორ შეიძლება, მეკარე ჯანმრთელად იყოს, მწვრთნელები კი ამბობდნენ, რომ მას მუხლი სტკივა და ამიტომ ვერ ითამაშებს. ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე, როდესაც ინგლისელები სამხრეთაფრიკულ გუნდს `პლატინუმ სტარზს~ ეთამაშებოდნენ, კაპელომ ჯეიმსი სკამზე დასვა, რათა მას არაფერი გამიზეზებოდა და რობერტ გრინსა და ჯო ჰარტს ენდო. შემდეგ, დადგა ინგლისელთა პირველი მატჩის დღეც გრინის თამაშმა რა შედეგიც გამოიღო, ყველამ ვნახეთ - გნებავთ, ღელვას მიაწერეთ და გნებავთ უიღბლობას, ამერიკელი კლინტ დემპსის დარტყმული `ვესტ ჰემის~ მეკარემ ხელში ვერ შეიმარგა და ინგლისმა ორი ქულა დაკარგა შეხვედრაში, რომელსაც იგებდა. როგორც ბრიტანული პრესა წერს, მატჩის შემდეგ, როდესაც კაპელოს ასისტენტი, ფრანკო ბალდინი ჯეიმსთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, ვეტერანმა დიდი სიხარული არ გამოამჟღავნა. ჯეიმსი ამბობს:
`მე სრულიად ჯანმრთელი გახლავართ. ისევე, როგორც ჯო (ჰარტი) მეც მზად ვიყავი მოედანზე გასასვლელად. უცნაური რამ მოხდა - კვირის დასაწყისში იყო შემთხვევა, როდესაც გუნდთან ერთად კი არ ვივარჯიშე, ტრენაჟორების დარბაზში შევედი და ამის გამო, იქიდან გამოსულს დამხვდა ჭორი, თითქოს ტრავმა მქონდა და თამაშს ვერ შევძლებდი. მერწმუნეთ, აშშ-ის ნაკრებთან თამაშის დღეს შემადგენლობა თამაშის წინ, ავტობუსში ჩასხდომამდე ხუთი წუთით ადრე გამოცხადდა. მანამდე, ჩვეულებრივად, ისევე, როგორც ყველა სხვა, მეც ველოდი, რომ განაცხადში ვიქნებოდი. ჩვენ ყველანი მზად ვიყავით და შინაგანად სათამაშოდ ვემზადებოდით. თამაში ყველას უნდა, მათ შორის მეც~.
გრინზე საინტერესო რამ თქვა ალჟირელთა მწვრთელმა რაბა საადანემ. მოგეხსენებათ, სლოვენებთან შეხვედრაში მისი გუნდის მეკარე ფაუზი ჩაუჩიმაც ინგლისელი გოლკიპერის ბადალი შეცდომა დაუშვა და რობერტ კორენს გოლი გაატანინა. საადანემ კი თქვა:
`გრინი ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლას დაჩვეულია. ვფიქრობ, ასეთი ეპიზოდები დიდ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ დაღს არ ასვამს. რომ ვნახე, როგორ ითამაშა ინგლისელთა გოლკიპერმა შესვენების შემდეგ, მივხვდი, რომ ის არ დათრგუნვილა~.
ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლას ნაჩვევიაო. ხომ კარგია? ესე იგი, ინგლისის ნაკრებს კარში უდგას კაცი, რომელიც `აი, ასეთ~ მდგომარეობაში პერიოდულად ვარდება ხოლმე...









კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი