მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
ბოდიში ინგლისელ ერს!
საინტერესო ფაქტია - რობერტ გრინმა ერს ბოდიში მოუხადა. ყოჩაღმა გოლკიპერმა, რომელმაც აშშ-ის ნაკრებთან საოცრად შეცდა, თანაგუნდელებსაც მოუბოდიშა და სრულიად ინგლისსაც. თამაშის მეორე დღეს მან განაცხადა: `თანაგუნდელებს შესვენებისასვე მოვუბოდიშე, ახლა კი მინდა მილიონობით ადამიანს ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ გული რომ ვატკინე~.
ინგლისური გაზეთები სიამაყით წერენ, რომ მათ მეკარეს რასაკვირველია შეეძლო თავი ჩაეხარა და პრესა-ტელევიზიასთან შეხვედრას საერთოდ არიდებოდა, მით უფრო, რომ თანაგუნდელები მხარში ამოუდგნენ და მისი გაკრიტიკება ერთსაც არ უცდია, მაგრამ გრინმა ეს არ იკადრა. ის თავაწეული მივიდა საპრესკონფერენციო დარბაზში და მთელ ინგლისს ალალად ჩახედა თვალებში. ახლა ჟურნალისტები წერენ, რომ კლინტ დემპსის გოლის გამო გრინს თუნდაც სანაკრებო კარიერა დაამთავრებინონ, ის ისტორიას ვაჟკაც ადამიანად შემორჩება.
საინტერესოა, რომ გრინს მხარში მხოლოდ ინგლისელები კი არა, ამერიკელი ფეხბურთელებიც ამოუდგნენ. აი, მაგალითად, რა თქვა ცნობილმა ლენდოდ დონოვანმა:
`ჩვენ ანგარიშის გათანაბრებამ და ქულის მოპოვებამ ძალიან გაგვახარა, მაგრამ ამავდროულად მინდა ინგლისელებს ვთხოვო, რობერტს ძალიან ნუ გააკრიტიკებენ. არც კი მინდა წარმოვიდგინო, რას ფიქრობს და განიცდის ის ახლა. ინგლისის ნაკრები კი არა, ჩვენ, ამერიკელები, ჩვენს გასახდელში, თამაშის შემდეგ ვამბობდით, რომ ძალიან ცუდია, როდესაც რომელიმე ფეხბურთელს ასეთი უიღბლობა დარევს ხელს. ერთხელაც გთხოვთ, ნუ დააჭერთ რობს წიხლს, პირიქით, გაამხნევეთ, რათა მძიმე მდგომარეობა დასძლიოს~.
თავად გრინმა მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ბურთის, `ჯაბულანის~ დადანაშაულებაზე უარი თქვა: `ბურთს არაფერში ვადანაშაულებ. მე ის უნდა დამეჭირა და აქ სხვა აზრი არ არსებობს. იმ ეპიზოდში ბურთმა საკმაოდ შორიდან იფრინა და ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოვახერხე მისი ხელში შემაგრება. უხეშად შევცდი და ახლა მთელი ცხოვრება ამ მომენტის თანხლებით მომიწევს ცხოვრება. რა უნდა მითხრას ხალხმა? არაფრის თქმა არ არის საჭირო. მე შევცდი და ასეთია ცხოვრება. ძალიან მესიამოვნა მეორე ტაიმში ჟოზი ალტიდორის დარტყმა რომ მოვიგერიე. მიხარია, რომ გოლის გაშვების შემდეგ თავი არ ჩავხარე. 30 წლის ვარ და, როგორც ჩანს, გამოცდილებამ თავისი გაიტანა~.








კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი