მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
ეგრე რამ გაგანაზათ, ჯო!!!
ხო თქვა იმ დალოცვილმა ილიამა, რო მოყვარეს პირში უძრახეო?! ჰოდა, დააღოს ეხლა პირი ყველამ, ვისაც ვუვუზაანთ კაკოს სიმართლის გაგონება უნდა. ჩემზე უთქვამთ, საზიზღარი კაცია, მაგის მოსაწონი ამქვეყნად არაფერი ხდებაო. საზიზღარი კი არ ვარ, სიმართლე მიყვარს და იმაი არ გეუბნებით, თქვენცა?! დამდგარხართ და ინაზებით ქალიშვილებივით, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ე რა ფეხბურთ თამაშობენ, არაფრად ვარგაო. ბაბო გაგითხოვდათ, უფრო მაგარ ხართ ნაჩვევი, აი! თქვენა, თქვენი თავი მართლა ბარსელონელები და მანჩესტერელები ხო არ გგონიათ, ვეჟო, ზემო მაჩხაანელები, ბანძელები და ვერტყვიჭალელები ხართ! სად უყურებთ ამაზე უკეთესსა, ხობის სტადიონზე თუ ხონისაზე? იქნებ, ვაკეში ან საბურთალოზე, ჰა? ჰაი, ჰაი... ეგ ვაკელები და საბურთალოელები ინტერნეტბირჟაზე ერთმანეთ ეუბნებიან ლინკი მითხარი, ფეხბურთ კომპუტერში უნდა ვუყუროო. გითხრა, ეგ რათ უნდათ? რათა და ჩეთაობას ვერა წყდებიან, თორე ჯერ ტელევიზორში ნანახი ფეხბურთის დედა ვატირე და კომპუტერში ხო საერთოდ. გახსნიან პატარა `ფორტოჩკასა~ და იქ უყურებენ. ვინმე რამეს რო მოწერთ, დაბლა ჩააგდებენ და პასუხ აკაკუნებენ. ჩაგდებულ `ფორტოჩკაში~ კიდე მსოფლიო ჩემპიონატია. ვაი, შენს კაკოს!!!!
ეგრე რამ გაგანაზათ, ჯო!!! ვუვუზელას ხმას ვერ ვუსმენთ, ნევროზი გვემართებაო - `ფირუზი, ამოდი კაკაო დალიე~. თქვენ რო მუსიკაი ეძახით და ყურსარჭობით თავში რო იბაგუნებთ, ვუვუზელას ხმა იმაი აღარ ჯობია? ჩართავენ ფართხუნაშარვლიანი ზანგების დოლზე დაკრულ ლექსებსა და...
ტელევიზორსაც არ შაეხედება. გადაცემაა და მთელი დღე იმაი არკვევენ, ვინ რაზე დადო დასაწვავი ფული. კაცო, თქვენ ფულ უყურებთ თუ ფეხბურთს, ჰა? ფეხბურთისა მითხარით რამე, თორე ნადირ ბელჰაჯსა ბაბო პირველ ტაიმშივე გაუთხოვდება თუ მეორეში, ერთი ოხერი არ არი? ოთხმოცმა პროცენტმა მულღაზანზარის მოგებაზე ფული იმიტომ დადო, რომ კუში მაღალი ჰქონდაო. ვაიმეეე... კუშ უყურებ, ვეჟო თუ ფეხბურთს? მერედა, ის მაგიჟებს - ჩვენ, `დუხების~ მაღაზიის სტაფი საფრანგეთს იმიტომ `ვბალეშჩიკობთ~ (ამ დასაწვავმა სიტყვამ ხო გადამრია), რომ `კრისტიან დიორი~ გვევასებაო!..
სამაგიეროდ, რაც კარგია, ფეხბურთია. ოღონდ, არც არგენტინა ვარგა, არც გერმანია და არც ვინმე. ყველა ნაგავია. თან ერთმანეთზე ნაგავი, მაგრამ ყველაფერ ეგა სჯობიან! მარადონაი, რა გუნდი ყოლიაო... რა ვიცი, ალბათ, ის ტყიდან გამოვარდნილი კაცი თუ მეეწონათ, ხონასიო თუ რაღაც საფრთხობელა. ხონას, ჩვენ სოფელში ხონაშვილ რობერტაი ეძახიან, ეხლა ქალაქში წავიდა, ვაზისუბანში `სტაიანჩიკია~. თმა ყალყზე რო უდგას კაც, იმ არგენტინელზე გეუბნებით, რა ვერ გაიგეთ. ჰო, ეგ თუ მოგეწონათ-მეთქი, თორემა, მესი მე იქ ვერ დავინახე და ნიგერიას ცოტაც რო გეეჭინთნა, ბურთივით მრგვალ მარადონას პირველ დღესვე აუხსნიდა, რო მწვრთნელად კი არა, ჯუგაანელების ნახირში მეძროხედაც არ ვარგა. გერმანია კიდე ცარიელა მოედანზე გამოვიდა (აბა, მეორე გუნდი მე იქ ვერ დავინახე) და ოთხი გოლის მეტი ვერ გაიტანა. ეგრე, ცარიელაზე ქვემოთა კორეამაც შააგდო ორი.
აი, ეგრეთია სიმართლე. კიდე მოგწერდით, მაგრამ ეხლა მუთაქა ვანოი მივყვები ტრაქტორზე `პაჩებნიკია~ გამოსაცვლელი. არ ინაღვლოთ, კიდე მოგწერთ.

თქვენი
ვუვუზაანთ კაკოი









კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი