მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
რატომ არ შედგა შეხვედრა? ყაველაშვილი: რატომ შევხვდე? არ გახსოვთ, ყიფიანსა და ნემსაძეს როგორ მოექცნენ?!
კვირას საღამოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა - სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულმა ფედერაციის თავკაცებმა საფეხბურთო ოპოზიციის ლიდერთან მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრა გადაწყვიტესო.
როგორც ცნობილია, ყაველაშვილი მოძრაობა `ჩვენი ფეხბურთის~ თავმჯდომარეა. ის სტუმრად იყო მიწვეული ტელეკომპანია `იმედის~ გადაცემა `სპეციალურ რეპორტაჟში~. გადაცემაში ყაველაშვილმა ბრძანა, რომ ფეხბურთის ფედერაციას სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა არ გააჩნია.
`რა თქმა უნდა, 1990 წელს ფედერაციის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა. ეს თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო. თუმცა პროფესიონალები ჩრდილში მოექცნენ და უფრო მნიშვნელოვანი გახდა პოლიტიკური ნება. იმ დროს პროფესიონალები თავიანთ დონეზე ვერ დადგნენ. იგივე პროცესი მოხდა ბალკანეთში, მაგრამ ამ ქვეყნებმა ახალ ცხოვრებას კარგად აუღეს ალღო და წარმატებებსაც მიაღწიეს...
...ქართული სამწვრთნელო სკოლა არ არსებობს, ჩვენი ფეხბურთი დაღმასვლით მიექანება და გაურკვეველ, ქაოტურ მდგომარეობაშია. ვისაც ფეხბურთელის აღზრდა ევალება, საკმარისი ცოდნა არ აქვს. დღეს ფეხბურთი მთელ მსოფლიოში დიდი ტემპით ვითარდება, ჩვენ კი 90-იანი წლების შემდეგ უკან-უკან მივდივართ და დღემდე არ ვიცით, რა გვჭირს.
...ფედერაციის სამართავად სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო: პირველი _ სამართლიანობაა, მეორე - პასუხისმგებლობა და მესამე - პროფესიონალიზმი. ჩემი აზრით, დღევანდელი ფედერაცია ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს... ფეხბურთის ფედერაციის მიმართ დიდი ხანია კრიტიკულად ვარ განწყობილი, რადგან ვერ ვხედავ სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, გაუგებარია მათი პასუხისმგებლობა. გადაწყვეტილებები სპონტანურია და არა - სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. საფეხბურთო სამყარო უსუსურია და ცვლილებების განხორციელება არ ძალუძს.
ფეხბურთს კომპლექსური მიხედვა სჭირდება - ჩვენ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, არ გვყავს მწვრთნელები, იმ დონის ფეხბურთელები, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ მოვხვდეთ. არადა, ფედერაციას მინიმუმ 4-წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეს, რომ ვიცოდეთ, რა მიმართულებით აპირებს ფეხბურთის განვითარებას.
...ვაპირებ თუ არა ფედერაციასთან თანამშრომლობას?! არა, რადგან დასაწყისშივე იყო დაშვებული შეცდომა - არასწორი მოქმედებები. ყველაფრის თავი და თავი არაკომპეტენტურობა და ფეხბურთისადმი არასერიოზული დამოკიდებულებაა. არადა, ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს და ვერ ვზრდით~.
ფედერაციის ხელმძღვანელობა დაინტერესდა ყაველაშვილის მოსაზრებებით და ფედერაციაში შეხვედრა სთხოვა, რაც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეც დაიწერა. მხოლოდ საღამოს დავადგინეთ, შედგა თუ არა საფეხბურთო ხელისუფლება-ოპოზიციის შეხვედრა.
`ტელეკომპანია `იმედში~ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას ფედერაციის ხელმძღვანელებმაც უყურეს და შეხვედრა შესთავაზეს... როგორ? ჩვენი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით. სამწუხაროდ, ბატონი მიხეილი წინადადებას არ გამოეხმაურა, ფედერაციაში არ მოვიდა და შეხვედრაც არ შედგა~, - გვითხრა ფედერაციის პიარ-მენეჯერმა თათია ბურდულმა.

გუშინ საღამოსვე მიხეილ ყაველაშვილს დავუკავშირდით:
- ფეხბურთის ფედერაციის წინადადება თქვენთვის მიუღებელი იყო?
- ჯერ უნდა დაერეკათ, შეხვედრა შეეთანხმებინათ და ფედერაციის ინტერნეტგვერდზე განცხადება მერე გამოექვეყნებინათ. სურვილი ერთია და, შეთანხმება საჭირო არ იყო? მე არავინ დამკავშირებია.
- საერთოდ, აპირებთ თუ არა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრასა და თანამშრომლობას?
- შეხვედრას? არ ვაპირებ.
- რატომ?
- ჟურნალისტებს არ გახსოვთ, შეხვედრას ძველი ფედერაციის ხელმძღვანელებიც რომ ცდილობდნენ? გაუგებარია, ჩემი გეგმების წარდგენას რატომ მთხოვენ? საკუთარ პროგრამას მხოლოდ მაშინ განვახორციელებ, როცა ფედერაციაში ჩემი გუნდით მივალ, ამ ფედერაციას კი საკუთარი სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეს. თანამშრომლობა გვსურსო - არც ისე დიდი ხნის წინანდელი წარსული გავიხსენოთ, როგორ მოექცნენ ჩემი გუნდის წევრ ლევან ყიფიანს, რომელმაც ფედერაციასთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა და რეალური ნაბიჯიც გადადგა, აღარაფერს ვამბობ გიორგი ნემსაძეზე... მერე ისე გამოიყვანეს, თითქოს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მომხდართან კავშირში არ იყო და დელეგატებმა გადაწყვიტეს, ვინ ერჩიათ ფედერაციის აღმასკომში და ვინ - არა. რა, მართლა ასე იყო? სულ ერთი და იგივე ლაპარაკია... იშრომონ და ხალხს საქმე აჩვენონ, მე არავიზე ნაკლებად არ გამიხარდება. მე კი ჩემს პროგრამასა და სტრატეგიას მაშინ წარვადგენ, თუ არჩევნებში მონაწილეობას გადავწყვეტ. ასე არ ხდება, სპონტანურად შევხვდეთ, ვითანამშრომლოთ და ასე შემდეგ. ფეხბურთსა და ურთიერთობებს წესების დაცვა უყვარს. მე სხვის გუნდში თამაშს არ ვაპირებ, ეს საკუთარ გუნდში მირჩევნია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს მტერი ვარ, პიროვნულად არავის ვეხები და შეურაცხყოფასაც არ ვაყენებ. კრიტიკას მტრობად ტყუილად იღებენ. ჩვენ ერთმანეთს კარგად, პირზე კოცნით ვხვდებით, ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ პრინციპებზე უარს ვიტყვი.







ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი