მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
კარპინი: რატომ არ გავარუსეთ ჯანო?! რომანცევს ანანიძის მომავლის სჯერა
მოსკოვის `სპარტაკმა~ სეზონისთვის მზადება ტარასოვკის ბაზაზე განაახლა. `სპორტ-ექსპრესის~ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე განსაკუთრებული მონდომებით ემზადება.
მოსკოველთა დირექტორატის წევრმა ოლეგ რომანცევმა ის მიზეზები ახსნა, რომლის გამოც, მისი აზრით, რუსეთის პრემიერლიგის პირველ წრეში ქართველს და მის თანატოლ იაკოვლევს თამაში იშვიათად უწევდათ.
`ამ შემთხვევაში, უპრიანი იქნება ეგრეთ წოდებული `მეორე სეზონის~ სინდრომის ხსენება. გასულ სეზონში ამ ახალგაზრდებს ნაკლებ მოთხოვნებს უყენებდნენ - გულშემატკივრებიც, ჟურნალისტებიც, სპეციალისტებიც. ამის გამო, ისინი ლაღად თამაშობდნენ. ახლა უკვე ყველამ გაიცნო და შეღავათს არავისგან უნდა ელოდონ, რაც ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს. ვფიქრობ, მცირე დრო გავა, ამ ფსიქოლოგიური ტვირთისგან გათავისუფლდებიან და ათამაშდებიან. ორივესთან ვურთიერთობ და შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნები არც ერთს არ შეუმცირებია და არც `ვარსკვლავური~ დაავადება აწუხებს რომელიმეს. ნორმალურიცაა, რაც სურთ, ყველაფერი ისე რომ არ გამოსდით. ორივე გულიანად ვარჯიშობს და უახლოეს პერიოდში ორივე საუკეთესო ფორმაში იქნებიან. როგორც წესი, ახალგაზრდა ფეხბურთელები პასუხისმგებლობას განსაკუთრებით გრძნობენ. ისინი არა მხოლოდ მონდომებით ემზადებიან, ვარჯიშის შემდეგ დამატებითაც იტვირთებიან. რაოდენობა კი, ადრე თუ გვიან, ხარისხშიც გადავა~, - ამბობს რომანცევი.
`სპარტაკის~ მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა (რომელიც შეთავსებით გუნდის გენერალური დირექტორია) რუსეთის ნაკრებში არარუსების ნატურალიზაციის თემა წამოჭრა და ანანიძის დაკარგვის გამო სინანულით ილაპარაკა: `წესით, სპარტაკელი ველინგტონის ნატურალიზაციით რუსეთის ნაკრების მწვრთნელები უნდა დაინტერესდნენ. თუმცა, ისევე როგორც ანანიძის შემთხვევაში, ძველმა სამწვრთნელო შტაბმა აქტიურობა არ გამოავლინა~.






ავტორი:  მოამზადა მერაბ მამულაშვილმა


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი