მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
ამისულაშვილი 2 წლით ქაისერში!
ალექსანდრე ამისულაშვილმა რუსეთს თავი დააღწია და კარიერას თურქეთში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებული ცენტრალური მცველის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რაც გუშინ ამისულაშვილთან დაახლოებულმა წყარომ გვაცნობა.
როგორც ცნობილია, 27 წლის ქართველი მცველის გადაბირებით რუსეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მათ შორის, გროზნოს `ტერეკი~ და სამარის `კრილია სოვეტოვი~. თუმცა, გუშინ თითქოს პირი შეკრესო, ორივე მათგანმა ქართველი მცველის მიმართ ინტერესი კატეგორიულად უარყო.
`ჩვენი ზაფხულის სატრანსფერო გეგმები ღიად განვაცხადეთ, რომ ცენტრალური მცველისა და ჰავბეკის შეძენა გვსურდა. ეტყობა, ამის გამო მედიამ ჩათვალა, რომ ამისულაშვილისა და ალექსანდრე ბელოზეროვის აყვანას ვაპირებდით. ორივე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ მომენტისთვის არც ერთ მათგანთან კონტრაქტის გაფორმება არ იგეგმება~, - განაცხადა `ტერეკის~ პრესატაშე ყაზბეგ ხაჯიევმა.
ანალოგიური განცხადება `კრილია სოვეტოვის~ ბანაკიდანაც გაისმა. ჩეჩნეთში რუსების დაფუძნებული კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში გარკვევით იყო მინიშნებული, რომ ამისულაშვილი კარიერას სავარაუდოდ თურქეთში გააგრძელებდა. უფრო მკვეთრი გახლდათ სამარაში გამომავალი გაზეთის, `ვოლჟსკაია კომუნას~ ინფორმაცია: `როგორც ჩანს, `კრილიაში~ ქართველი მცველის ალექსანდრე ამისულაშვილის გადასვლის თემა საბოლოოდ დაიხურა. ნალჩიკის `სპარტაკში~ გამოსვლით ცნობილი ფეხბურთელმა ერთ-ერთ თურქულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა~.
ალბათ, ყველაფერი გასაგებია: დანამდვილებით ვიცით, ორივე კლუბი ამისულაშვილის გადაბირებით დაინტერესებული იყო, მაგრამ ხელი მოეცარათ და ახლა საწინააღმდეგოს ამაყად ამტკიცებენ. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთში მიღებული და დამკვიდრებული საკლუბო ამპარტავნობაა.
ქართველი მცველი კი ამჟამად ანთალიაში იმყოფება და როგორც შევიტყვეთ, `ქაისერთან~ პირადი კონტრაქტი შეათანხმა. კლუბში, რომლის მთავარი მწვრთნელიც შოთა არველაძე გახდა, ალეკო ამისულაშვილი უახლოესი 2 წლის განმავლობაში ითამაშებს. `ქაისერი~ ამისულაშვილის კარიერაში მეათე კლუბი იქნება.
ცნობილი გერმანული ინტერნეტპორტალის `ტრანსფერმარკტის~ შეფასებით, ალეკო ამისულაშვილის სატრანსფერო ფასი 1,1-დან 1,2 მილიონ ევრომდე მერყეობს. სხვათა შორის, `სპორტ-ექსპრესის~ ინფორმაციით, 2007 წლის ნოემბერში ვლადივოსტოკის მცხოვრები გოგონას მიერ ამისულაშვილის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესი საბოლოოდ შეწყდა. გამოძიებამ 25 წლის ვლადივოსტოკელი ალისას ჩვენების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მიზანშეუწონლად მიიჩნია, რადგან გოგონა წინააღმდეგობრივ ჩვენებას იძლეოდა და საფუძვლის არქონის გამო საქმე შეწყდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ 25 წლის მეძავი ცნობილი ფეხბურთელისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა და სწორედ ამ მოტივით დააბრალა გაუპატიურება.









ავტორი:  მოამზადა მერაბ მამულაშვილმა


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი