მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
გურულის ქორწილი და... ალანია : ხიზანეიშვილმა თურქეთი დატოვა
ივნისი პიკზეა და სატრანსფერო ციებ-ცხელებაც მატულობს. ვლადიკავკაზის `ალანიასთვის~ სასურველ ფეხბურთელად კიდევ ერთი ჩვენებური დასახელდა - ლვოვის `კარპატის~ თავდამსხმელი სანდრო გურული. უკრაინულ ვებგვერდ სპორტ.ობოზ.უა-ს ინფორმაციით, ლვოველთა გუნდი შესაძლოა ქართველმა ლეგიონერმა დატოვოს. `ალანიას~, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა, თავდასხმაში უჭირს. ვლადიკავკაზელებს 11 მატჩში მხოლოდ 12 ქულა აქვთ და ოდენ 12 ბურთის გატანა მოახერხეს. ჯერჯერობით, გურული, რომლის სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა, `ალანიასთან~ ერთად არ ემზადება, მაგრამ შესაძლოა ეს ტრანსფერი ამ თვეშივე გადაწყდეს, რადგან ოსური კლუბი ჩვენებურს მომხიბლავ ფინანსურ პირობებს სთავაზობს. მიუხედავად ამისა, გურულმა, რომელმაც გასულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, შესაძლოა უკრაინა არ დატოვოს, თუ რატომ, ამაზე ქვემოთ, მანამდე კი...
ვლადიკავკაზელებს კიდევ ერთი ჩვენებურის, მცველ ოთარ ხიზანეიშვილის გადაბირება უნდოდათ. ოთარს ტრავმისა და ოჯახური პრობლემის გამო თითქმის ორი წელი გაუცდა და გასულ სეზონში მხოლოდ დასკვნით შეხვედრაში ითამაშა მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე `აუგსბურგის~ რიგებში. ხიზანეიშვილი `ალანიას~ თურქეთში, მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდა და გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა. თუმცა ამხანაგურ შეხვედრაში `ალანთა~ რიგებში არ გამოჩენილა. მისი ამბით დავინტერესდით და გავიგეთ, რომ ვლადიკავკაზურ კლუბთან შეთანხმება არ შედგა და ოთარი გერმანიაში დაბრუნდა.
ისევ გურულს დავუბრუნდეთ. ზემოთ ვახსენეთ, შესაძლოა სანდრომ უკრაინა არ დატოვოსო. რატომ? იმიტომ, რომ 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ახლახან უჟგოროდელ ანაზე (გვარი არ არის მითითებული) იქორწინა. ამავე წყაროს ცნობით, სანდრომ ქორწილი მეუღლის მშობლიურ ქალაქში, უჟგოროდში გადაიხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ქართველ სასიძოს პატარძლის გამოსყიდვამაც კი მოუწია...
`უკვე რამდენი ხანია, რაც უკრაინაში ვთამაშობ, მაგრამ აქაურ სახუმარო ტრადიციებს ვერ შევეჩვიე. თავად განსაჯეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი, ქორწილის დაწყებამდე წამით გვერდით გავიხედე და მეუღლე გაქრა, დავკარგე. კარგა ხანს ვეძებე, მაგრამ უშედეგოდ. მერე შემომთავაზეს გამოსასყიდის სანაცვლოდ ანა გამოჩნდებაო, რაც ფული მქონდა, სულ მივეცი, ცოლის გამოჩენა მილიონები დამიჯდა... შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-ფრანგულ-უკრაინული ქორწილი გამოვიდა. მე საფრანგეთში გაზრდილი ქართველი ვარ, პატარძალი უკრაინელი, სუფრა კი ფრანგული შამპანურით იყო სავსე, რაზეც მამაჩემმა, გია გურულმა იზრუნა~, - უკრაინულ მედიასთან საუბარში აღნიშნა სანდრო გურულმა.






ავტორი:  დავით ცაბაძე


კალენდარი
სექტემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი