მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
ავიახაზებმა ხელი დაგვიქნია...
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე 12 წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი 14-16 წლის გოგო-ბიჭებისთვის საერთაშორისო ტურნირს ავსტრიის ავიახაზების თასზე. ამ ხნის განმავლობაში აქ ძალები არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებს მოუსინჯავთ, ზოგიერთი მათგანი დღეს დიდ ჩოგბურთშიც გამოირჩევა.
წლეულს შეჯიბრების სახელწოდება შეიცვალა და თბილისის თასი დაერქვა. იგი კვლავ ევროპის ჩოგბურთის ფედერაციის პატრონატით ეწყობა. სპონსორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და მინერალური წყლების კომპანია `ბორჯომი~. საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში მასპინძლებთან ერთად რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, თურქეთის, საბერძნეთის, მოლდოვას, უკრაინის, პოლონეთისა და გერმანიის 120 წარმომადგენელი ჩაება. სასიამოვნოა, რომ ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ სახელოვან ჩოგბურთელთა შთამომავლები. მათ შორის არიან ალექსანდრე მეტრეველის შვილიშვილი ირაკლი მეტრეველი, ლეილა მესხის შვილები _ გიორგი და ლიზი ნადიბაიძეები, იულია სალნიკოვას (იგი ლეილა მესხთან ერთად წყვილთა თანრიგში საბჭოთა კავშირის ჩემპიონია) ვაჟი სტეფანოზ ციციპასი (საბერძნეთი), შერეულ წყვილებში როლან გაროსის ჩემპიონის _ ევგენია მანიუკოვას შვილი ვადიმ კუზნეცოვი და სხვები. ბევრი მათგანი სხვადასხვა ასაკში ტურნირის ფავორიტია.
ახლა კი თვით შეჯიბრების შესახებ: ორივე ასაკის საკვალიფიკაციო ტურნირში ძირითად ბადეში მოსახვედრად 16-16-მა გოგონამ და ვაჟმა იასპარეზა. გუშინ ერთეულთა თანრიგში 14 წლის ჩოგბურთელები ჩაებნენ. გოგონებში გამარჯვების რეალურ კანდიდატებად ითვლებიან საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი ლიზი ნადიბაიძე (215) და ეკატერინე ლასარეიშვილი (187). ლიზიმ პირველ წრეში საკმაოდ იოლად სძლია (6:1, 6:0) თანამემამულე მარიამ კაციტაძეს, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან მოხვდა. ლასარეიშვილმა კი რუსეთში მცხოვრები ანა ყიფიანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა _ 2:6, 6:3, 6:3. დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: არევიკ თუმანიანი (სომხეთი, 698)-ანა დობორჯგინიძე (საქართველო) 6:4, 7:5, ნაზალ უნლუგენსი (თურქეთი, 215)-მარგალიტა ჭიჭაშვილი (საქართველო) 6:3, 6:4, მარიამ დგებუაძე (საქართველო, 332)-ელენე ყარანგოზიშვილი (საქართველო) 6:1, 7:5, მარიამ მითაიშვილი (საქართველო)-ნანე ხანტარჩიანი (სომხეთი) 6:0, 6:0, ანა ილიკიანი (რუსეთი)-ქრისტინე გეგეშიძე (საქართველო) 6:1, 6:2, ეგე თომი (თურქეთი, 381)-თამარ კუტუბიძე (საქართველო, 481) 6:4, 6:4.
ვაჟებში ლიდერებად ითვლებიან შოთა მეფარიძე და ალექსანდრე ბაქში, თუმცა მათ საკმაოდ ძლიერ მეტოქეთა წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ. გაცნობებთ გუშინ გამართული პირველი წრის შედეგებს: ალექსანდრე ბაქში (საქართველო, 267)-ბორის პოკოტილოვი (რუსეთი, 408) 6:1, 6:4, გიორგი დათაშვილი (საქართველო)-ლუკა კოხრეიძე (საქართველო) 6:1, 6:3, არშაკ ხაზარიანი (სომხეთი, 408)-გიორგი ნადიბაიძე (საქართველო) 6:0, 6:0, სანდრო სვანიძე (საქართველო)-ირაკლი მესტვირიშვილი (საქართველო, 600) 6:3, 6:4, ვადიმ კუზნეცოვი (რუსეთი, 227)-ირაკლი მეტრეველი (საქართველო) 6:1, 6:1, სტეფანოზ ციციპასი (საბერძნეთი)-ანტონ ბანდარუკი (ბელარუსი, 408) 7:5, 6:4, დემეტრე მაღრაძე (საქართველო, 600)-სურენ ბაღდასარიან (სომხეთი, 447) 6:4, 6:0, მიქაელ ხაჩატრიანი (სომხეთი)-ლექსო სვანიძე (საქართველო) 6:1, 6:2.







ავტორი:  ვაჟა დანელია


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი