მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-15
შაფათავას და მიქაძის ნახტომი
WTA-ს რეიტინგში საქართველოს საუკეთესო სამეულმა უკან დაიხია, ეს განსაკუთრებით ყველაზე გამოცდილ ჩოგბურთელს, მაკა ჩახნაშვილს ეხება, რომელიც 200-ეულიდან გავარდა, მაგრამ დროებით. საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს 416 ქულა აქვს და მსოფლიოს 147-ე (-1) ჩოგანია. ოქსანა კალაშნიკოვა 368 ქულით მსოფლიო კლასიფიკაციაში 161-ე (-3) პოზიციაზეა. მაკა ჩახნაშვილს 244 ქულა დარჩა, მან 17 საფეხურით დაიხია, ის მსოფლიოს 210-ე ჩოგანია. შემდეგ ორშაბათს ჩახნაშვილს კამპობასოს ტურნირის ნახევარფინალში გასვლისთვის კუთვნილი 24 ქულა დაერიცხება და მან, შესაძლოა, კვლავ დაიბრუნოს ორასეულში ადგილი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სამეული ლონდონშია, სადაც უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაებმება.
თუკი მეწინავეებმა ოდნავ დათმეს პოზიციები, მსოფლიო კლასიფიკაციაში მათ შემდეგ მყოფმა ქართველებმა აშკარად გაიუმჯობესეს მდგომარეობა. სერიოზული წინსვლა აქვს 21 წლის სოფიო შაფათავას, რომელიც 52 საფეხურით დაწინაურდა - ქართველი მსოფლიოს 297-ე ჩოგანია. თათია მიქაძეს კარიერის საუკეთესო ხანა უდგას, თათიამ 38 საფეხურით წაიწია, ის მსოფლიოს 384-ე ჩოგანია. სხვები: 403 (-10) მანანა შაფაქიძე - 85 ქულა; 445 (-1) სოფიო ქვაცაბაია - 71; 548 (+5) ეკა გორგოძე - 49; 1057 (-) ანა ჯიქია - 4.
ვაჟთა რეიტინგში ქართველთა მდგომარეობას უკომენტაროდ გაგაცნობთ: 593 (-1) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 39 ქულა; 1 154 (+6) ლაზარე კუხალაშვილი - 4; 1 445 (+1) გიორგი ცივაძე - 1; 1 535 (+1) გიორგი რევაზიშვილი - 1; 1 535 (+1) სოზარ გოქაძე - 1; 1 535 (+1) ნოდარ ითონიშვილი - 1. ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიფორნიის ქალაქ დევისში ძირითად ბადეში ითამაშებს, სხვებზე კი რა მოგახსენოთ...






ავტორი:  ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი