მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-18
ფუტსალი: იბერია ლიგაში გაბრწყინდება? თბილისელებს შახტიორის მწვრთნელი გაწვრთნის
სამწუხაროდ მივეჩვიეთ, რომ ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი ზაფხულშივე მთავრდება. ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისს ჩვენი ფუტსალი წარმოადგენს. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი `იბერია~ წელს მერვედ ჩაებმება უმთავრეს ევროპულ ტურნირში - უეფას ფუტსალის თასის გათამაშებაში, რაც დიდ ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ანალოგიური შეჯიბრია.
სასიამოვნო გამონაკლისი კი იმიტომ ვახსენეთ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ბოლოდროინდელი `მიღწევების~ გათვალისწინებით, წინა ევროსეზონში `იბერიამ~ საოცრება მოახდინა - არათუ საკვალიფიკაციო და ძირითადი ეტაპები დაძლია, ელიტრაუნდშიც ითამაშა და ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. დამეთანხმებით, სადღეისოდ კლასიკურ ფეხბურთში ჩვენებისგან ასეთი შედეგის მიღწევა არარეალურია.
`იბერია~ ახალი ევროსეზონისთვის ემზადება. 6 ივლისს უეფას შტაბბინაში საკვალიფიკაციო და ძირითადი ეტაპების წილისყრა ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონი, რომელსაც მაღალი პირადი რეიტინგი აქვს, საკვალიფიკაციო ეტაპიდან (რომელიც აგვისტოში ჩატარდება) გათავისუფლებულია და ბრძოლას პირდაპირ ძირითადი ეტაპიდან დაიწყებს. ძირითადი ეტაპის მატჩები კი სექტემბრის ბოლოს გაიმართება. ჯგუფები 4-გუნდიანია, ერთ წრედ თამაშობენ და ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გადის.
ამასთანავე, `იბერიამ~ და საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ უეფაში განაცხადი წარადგინეს და ჩვენი ჯგუფის მატჩების თბილისში ჩატარება სურთ. ამგვარი რამ კი 2001 წლის მერე არ მომხდარა.
გუნდის მზადებასა და მიზნებზე `იბერიას~ პრეზიდენტ ვახტანგ წერეთელს ვესაუბრეთ.

- ბატონო ვახტანგ, როგორც შევიტყვეთ, სეზონისთვის სერიოზულ მომზადებას აპირებთ.
- ფეხბურთელები შვებულებაში არიან და ახალი სეზონისთვის მზადებას 1 ივლისს დავიწყებთ. თავდაპირველად თბილისში შევიკრიბებით და მერე ორი კვირით ურეკში წავალთ. გვაქვს არაერთი მოწვევა უცხოეთიდან საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაზე - უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ბელარუსიდან... ვფიქრობ, უკრაინელთა მოწვევის მიღება გვირჩევნია. დონეცკსა და ხარკოვში ძალიან მაღალი დონის ტრადიციული ტურნირები ტარდება, ძალიან ძლიერი გუნდები ჩადიან და ჩვენც იქ ვითამაშებთ. სხვათა შორის, შარშან დონეცკის ტურნირი `იბერიამ~ მოიგო. მერე საქართველოს ჩემპიონატიც დაიწყება, რამდენიმე ტურს ჩავატარებთ და შემდეგ უეფას თასზე ვითამაშებთ.
- ჯგუფური ეტაპის მასპინძლობაზე თბილისის კანდიდატურა წარგიდგენიათ...
- იმედი გვაქვს, უეფა ჩვენს განაცხადს დააკმაყოფილებს და ჯგუფის მატჩების მასპინძლობის უფლებას დაგვრთავს. თუმცა სხვაგანაც რომ ვითამაშოთ, არ არის პრობლემა, ელიტრაუნში მაინც გავალთ.
- ანუ მიზნად კვლავ საუკეთესო ევროპულ გუნდებში მოხვედრა დაისახეთ?
- შარშანდელი შედეგი რომ უნდა გავიმეოროთ და ელიტრაუნდში გავიდეთ, ეს თავისთავად იგულისხმება. წელს ბევრად უფრო სერიოზული მიზანი დავისახეთ.
- ანუ...
- ანუ მიზანი ოთხთა ფინალში თამაშია!
- ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება. შესაბამისად, გუნდის გაძლიერებაც დაგჭირდებათ...
- `იბერიას~ ეყოლება შემადგენლობა, რომელიც ამ მიზნისთვის იბრძოლებს. მოდი, კონკრეტულ გვარებზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, ახლა ვიტყვი, რომ კონტრაქტი ძალიან ცნობილ უკრაინელ მწვრთნელთან ოლეგ სოლოდოვნიკთან გავაფორმეთ. `შახტარში~ მუშაობისას ის 5-ჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, იქაური ჩემპიონატი კი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

* * *
ვახტანგ წერეთელთან საუბრის მერე ოლეგ სოლოდოვნიკს დავუკავშირდით. აქვე გეტყვით, რომ ეს სპეციალისტი 44 წლისაა და ჩემპიონის 5 ტიტულის გარდა, სამ-სამჯერ მოიგო უკრაინის თასი და სუპერთასი, გარდა ამისა, 2004-05 წლებში უკრაინის ნაკრების მეორე მწვრთნელიც იყო.
- ბატონო ოლეგ, ქართულ ფუტსალზე რაიმე წარმოდგენა თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა. `იბერიას~ კარგად ვიცნობ. შარშან დონეცკის ტურნირზე ვნახე და ჩემზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომ, შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი.
- კლუბის პრეზიდენტს სერიოზული მიზანი აქვს - თქვენ შესაძლებლად მიგაჩნიათ ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა?
- ცხადია, ამაზე დანიშვნამდეც ვილაპარაკეთ. ასე გიპასუხებთ - თუ აზერბაიჯანის ჩემპიონს შეუძლია ოთხთა ფინალში თამაში, რატომ ვერ ითამაშებს საქართველოს ჩემპიონს? დიახ, საქართველოს ჩემპიონატი არ არის ისეთი დონის, როგორიც, ვთქვათ, ესპანეთის ან პორტუგალიის, მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ აზერბაიჯანის პირველობაზეც. მით უმეტეს, `იბერიას~ თამაშები ნანახი მაქვს, ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავს დამარცხებული და შეუძლებელიც არაფერია.


ავტორი:  მერაბ მამულაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი